სტატიები
ექსპერიმენტი ჩატარდა 1968 წელს ჯეინ ელიოტის მიერ აიოვას სკოლაში

ექსპერიმენტის დეტალები: ჯეინ ელიოტი ცნობილი ექსპერიმენტატორი იყო. მისი ინსპირაცია, ამჯერად, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა გახდა. ექპერიმენტი მიზნად ისახავდა რასიზმისა და ცრურწმენების გავლენების შესწავლას.
ელიოტმა კლასი დაყო ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთი შედგებოდა მხოლოდ ყავისფერი თვალების მქონე, ხოლო მეორე _ ცისფერი თვალების მქონე მოსწავლეებისგან.
სტატია შექმნილია დენდრონის ბაზაზე და მასზე ვრცელდება საავტორო უფლებები.
ავტორი: მარიამ გოჩაძე- ფსიქოთერაპევტი; ECIP ; კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი; 

„პრობლემა არასდროს არის მხოლოდ პრობლემა,

ის უფრო სიღრმისეული პრობლემის სიმპტომია“

ვირჯინია სატირი

(1916-1988)

თვითიზოლაციის ვალდებულება, რომელიც Covid 19 ის პანდემიის შემცირებას ემსახურება, კაცობრიობის გამოწვევად იქცა.

დღეს, როდესაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ექიმების როლი გლობალური კეთილდღეობის შენაჩუნების საკითხში, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ ჩაგვეხედა ფსიქოთერაპიის ფესვებში და გაგვეხსენებინა ექიმები, რომლებმაც მსოფლიოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარგი შეუქმნეს ფსიქოთერაპიის სახით.
ამ სტატიით გვსურს ჩვენი წილი მადლობა გადავუხადოთ ექიმებს წარსული და ახლანდელი ღვაწლისათვის მეცნიერებასა და კლინიკურ პრაქტიკაში:
ეს სტატია ეძღვნება კორონავირუსთან დაკავშირებულ მეორად რისკს მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნების სახით.
დენდრონი განაგრძობს ფსიქოეკოლოგიის შენარჩუნებისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებას:
დღესდღეობით კორონავირუსის ფართო გავრცელებისა და მისით ინფიცირების საფრთხეები მრავალ ჩვენგანში იწვევს ღელვას, შეშფოთებას, შიშსა და დაბნეულობას. აღნიშნული განცდები წარმოადგენს გამოწვევას ჩვენი ფსიქიკისათვის. ეს არის რეაქცია შეცვლილ სოციალურ რეალობაზე, რომელიც საჭიროებს ახლებურ ადაპტაციას. ამგვარი ემოციების წარმოშობა ყოფითი რეალობის, რუტინის ცვლილების საპასუხოდ, როგორიცაა მუშაობისა და სწავლის ონლაინ სივრცეში გადატანა, ჩვეული საქმიანი თუ პირადი ინტერპერსონალური ურთიერთობების ფორმისა და ხარისხის შეცვლა, ფინანსური საფრთხეები, წარმოადგენს ბუნებრივ რეაქციას. ამ რეაქციის მართვა აუცილებელია თითოეული ჩვენგანის მხრიდან ფსიქოლოგიური წონასწორობისა და კეთილდღეობის განცდის შესანარჩუნებლად.
ეს სტატია ეძღვნება ვირუსით გამოწვეული იზოლაციის მარტივად გადალახვას და ფსიქოეკოლოგიის შენარჩუნებას.
ვირუსის გავრცელელების გამო შეცვლილმა ცხოვრების წესმა არაერთი თანამდევი საკითხი წარმოშვა. სახლში ყოფნა დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საკმაოდ სასიამოვნოა, მაგრამ თუ ეს პერიოდი ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა შეიძლება მოსაბრზრებლადაც მოგვეჩვენოს. ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ იმაში, რომ თავისუფალი დროის გატარება თვითიზოლაციაში შეიძლება არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ნაყოფიერიც იყოს თვითრეფლექსიის, თვალსაწიერის გაფართოებისა და რაც მთავარია, ფსიქიკური წონასწორობის აღდგენისათვის.
ამისთვის მოვიფიქრეთ საინტერესო იდეები რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია:
კორონავირუსის გავრცელება არის მსოფლიოს არაერთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო გამოწვევა. საზოგადოების მაღალი დაინტერესებისა და შფოთვის ხარისხის მატების გამო გთავაზოთ რამდენიმე რეკომენდაციას:

1. პანიკა არ არის გამოსავალი
პანიკა ვერ დაგეხმარებათ ვირუსისგან თავდაცვაში. მეტიც, ეს გაგირთულებთ გააზრებული პრევენციული ზომების მიღებას. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაფიქრება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა პირადი და გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვისათვის, დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად და ფსიქოეკოლოგიის დასაცავად. 
ოჯახური ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის განსაკუთრებული დამოუკიდებელი მეთოდი, რომელიც მიმართულია ოჯახური ურთიერთობებისა და ოჯახშიდა ემოციური მუხტის დაბალანსებაზე, იგი იყენებს სისტემური ზემოქმედების სხვა და სხვა მეთოდებს და ოჯახს განიხილავს როგორც ღია ცოცხალ სისტემას და მიმართულია ოჯახში ინდივიდის ბიო/ფსიქო/სოციალური სტატუსის სტაბილიზაციისა და ოპტიმიზაციისაკენ ოჯახის და მისი წევრების დახმარებით.
შიში_საფრთხის ერთგვარი სიგნალია, რომელიც ბაზირებს თვითგადარჩენის ინსტინქტზე. ფსიქოლოგიაში იგი განიხილება, როგორც ადამიანის თანდაყოლილი ბაზისური ემოცია, რომელიც ახდენს ადამიანის დამცველობითი მექანიზმების მობილიზებას და ამზადებს მას ან ბრძოლისთვის, შიშის გამომწვევთან, ან შიშის გამომწვევისგან გაქცევისთვის. რა ფუნქცია აკისრია შიშს?
7 ეფექტური ნაბიჯი ურთიერთობების დასანგრევად

გაითვალისწინეთ, თუ სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი ურთიერთობების გაცამტვერება თუ არა, _ მოიქეცით პირიქით))))
ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი დენდრონი გილოცავთ ახალ წელს! 
 
შესაძლოა ახალი წელი ბანალურ და უინტერესო დღესასწაულად გეჩვენებათ, მთელი მისი არსი ხომ იმაში მდგომარეობს, რომ წინა წლის იმავე თარიღიდან 365 კალენდარული დღე გავიდა. თარიღიც კი პირობითია და საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა.

პარტნიორები