მავნე რჩევები ანუ როგორ შევაძულოთ თავი მამაკაცს
7 ეფექტური ნაბიჯი ურთიერთობების დასანგრევად

გაითვალისწინეთ, თუ სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი ურთიერთობების გაცამტვერება თუ არა, _ მოიქეცით პირიქით))))



ნაბიჯი 1
მუდმივად გამოიწვიეთ მასში თქვენდამი სიბრალულის გრძნობა. აიძულეთ იგრძნოს, რომ თქვენ მის გარეშე არ შეგიძლიათ. სასურველია, მას ყოველ ჯერზე შეახსენოთ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, რომ ის ყოველთვის თქვენთან უნდა იყოს. აი, რამდენიმე რჩევა:
ა) ყოველ 5 წუთში დაურეკეთ და მოიკითხეთ როგორ არის, რამე ხომ არ შეიცვალა..
ბ)საათში ერთხელ მიწერეთ წერილები. სასურველია,იმის შესახებ, თუ რა ცუდად ხართ, როგორ გენატრებათ...
გ)ყოველთვის გამოიკითხეთ, სად იყო, ვისთან ერთად, საით მიდის, რა გაიფიქრა... ეს უნდა აკეთოთ 24 საათი დღეში-ღამეში, 7 დღე კვირაში.
დ) იბრაზეთ!.. ძალიან შესამჩნევად როდესაც ის არ გითმობთ თქვენ მთელ თავისუფალ დროს. მაგრამ თუ ის გადაწყვეტს დაგითმოთ დრო, ნამტირალევად უთხარით, რომ თქვენ მის გარეშეც კარგად ხართ, წავიდეს და გააგრძელოს თავის საქმეები.
ე) მუდამ შეახსენეთ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ.
ვ)მუდმივად დაეკითხეთ, მოსწონს თუ არა, როგორ გამოიყურებით, ძალიანი მსუქანი ხომ არ ხართ, ძალიან ხომ არ ჩანს მუწუკი თქვენს ცხვირზე... ამრიგად, თქვენ მიაღწევთ თქვენს მიზანს! ის შეამჩნევს რომ თქვენ წონაში მოიმატეთ და მოძებნის მუწუკს თქვენს სახეზე! იმოქმედეთ! ასე  უფრო ეფექტურად და სწრაფად მოხდება თქვენი მამაკაცის ნანატრი გაქცევა.
გახსოვდეთ, ყველა მითითება ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ, რათა ის უსწრაფესად გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან.

ნაბიჯი 2
იყავით დაუჯერებელი საკუთარ თავში. თუ თქვენ ყოველთვის თავის თავში დაუჯერებელი იყავით, ესე იგი თქვენ გიმართლებთ "მორბენალ" მამაკაცებში!
აი, ფრაზები, რომლებიც მუდმივად უნდა გაიმეოროთ: -ისევ გიყვარვარ? ეს კაბა ხომ არ მასუქებს? - დარწმუნებული ვარ, შენ ფიქრობ, რომ ის ქალი ჩემზე ლამაზია... როგორ ფიქრობ, საკმარისად მიმზიდველი ვარ შენთვის? -ამ კაბაში შტერივით ვიქნები... -მე ვერ მოვახდენ კარგ შთაბეჭდილებას შენს მეგობრებზე, ძალიან სულელი ვარ... საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და სურვილი, ხაზი გაუსვათ  თქვენს მანკიერ მხარეებს, ღირსებების ნაცვლად - მთავარი გასაღებია საყვარელი ადამიანის დასაკარგავად. ხშირად შეახსენეთ, რომ თქვენ არც იცით, რისთვის ხართ ერთად, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან მან ყურადღება მოგაქციათ. გაამძაფრეთ მისი შინაგანი ეჭვები თქვენს გამო! თამამად განაგრძეთ თქვენი ურთიერთობების ნგრევა.

ნაბიჯი 3
დაარღვიეთ ურთიერთობის წესები.
3 მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა განხორციელდეს ურთიერთობების დასანგრევად:
1) ა რ ა ს ო დ ე ს მოუსმინოთ მის სიტყვებს! ნურც მოაჩვენებთ თავს, თითქოს უსმენთ -  ადამიანები ხომ ყოველთვის აფასებენ მათ. ვისაც მხარდაჭერა შეუძლიათ. როდესაც ის ლაპარაკობს, გააწყვეტინეთ, ჩაურთეთ თქვენი ისტორიები, გაეცალეთ ისე, რომ ბოლომდეც არ მოუსმინოთ - ეს ძალიან ეფექტურია ურთიერთობების დასამარებისთვის. თუ გადაწყვეტს, მოგიყვეთ, როგორი მძიმე სამუშაო დღე ჰქონდა, უთხარით, რომ მისნაირი ადამიანისთვის ყოველდღე მძიმე სამუშაოა.
2)ხშირად, სჯობს კვირაში რამდენჯერმე, მოუყევით მას ნაცნობების წარმატებების შესახებ. კარგი იქნება, თუ შედარებებსაც გააკეთებთ, მათ სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. ეს მას ძალიან გააღიზიანებს და ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. დამერწმუნეთ, ეს გააცამტვერებს თქვენს ურთიერთობებს! ის დაიწყებს ისეთი ქალის ძებნას, რომელიც მასში იმ ერთადერთსა და განუმეორებელს დაინახავს.
3) ისაუბრეთ მასთან ... სექსის დროს! მოუყევით თქვენი დღევანდელი წარმატებული შოპინგის შესახებ, ან როგორ გადაიღება თქვენმა დაქალმა თმები და უფრო მახინჯი გახდა... ხშირად შეეკითხეთ, როდის დაამთავრებს... ის მართლაც იმაზე ადრე დაამთავრებს, ვიდრე ისურვებდა. ისაუბრეთ მასთან სექსის შემდეგ... და აუცილებლად გაიბუტეთ, თუ ის ძილს გადაწყვეტს, თქვენთან საუბრის ნაცვლად. ხოლო თუ თქვენმა პარტნიორმა თვითონ გამოთქვა საუბრის სურვილი, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ! უთხარით, რომ გეძინებათ და არ მოუსმინოთ. ან დაიწყეთ მისი სიტყვების გაკრიტიკება - ის თვითონ ჩაჩუმდება.

ნაბიჯი 4
ყოველთვის ცუდად უნდა გამოიყურებოდეთ. არ არის საკმარისი, ხშირად შეახსენოთ მას, რომ არ ხართ ლამაზი და პროპორციული. აქ სხვა მიდგომაა საჭირო. ატარეთ ტანსაცმელი, რომელშიც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ეცადეთ, თქვენი ტანისამოსი ყოველგვარ სტილს იყოს მოკლებული. საერთოდ, ეცადეთ ასე უაზროთ ჩაცმული მას შეხვედრებზეც გაჰყვეთ. ასე რომ, იმუშავეთ, ადვილია სუფთად და ლამაზად გეცვათ, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ამოცანა გვაქვს, ამიტომ უნდა გავისარჯოთ. ნუ იღელვებთ. ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

ნაბიჯი 5
გძულდეთ თქვენი ცხოვრება. გასაგებია, რომ ოპტიმისტობა უფრო ადვილია (უპრობლემობაა), მაგრამ ჩვენი მიზნისთვის ღრმა პესიმისტი უნდა გახდეთ. ამ როლს ეფექტურად გაართმევთ თავს, თუ ყოველდღე ასეთ ფრაზებს გაიმეორებთ: ჩემთვის ბედნიერება მიუწვდომელია - ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არავის სჭირდება, ტყუილად ვხარჯავ დროს -მეჯავრებიან ჩემი მეზობლები -აღარ შემიძლია აქ ცხოვრება -ცხოვრება საშიშია და სახიფათოა -არ ვიცი, რისთვის დავიბადე  -სამყარო სასტიკია და ბევრი მსგავსი ფრაზა. ძალიან რთულია ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი ცხოვრებისადმი. ასე რომ, ეს კიდევ ერთი საშუალებაა თქვენი ურთიერთობების ნგრევისთვის.

ნაბიჯი 6
აკრიტიკეთ მისი ყოველი სიტყვა. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ მის სისულელეებს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ყოველ მის წინადადებაზე მწარე კომენტარების გაკეთება. დაე, ეგონოს, რომ ბრიყვია! გიყვარს, როდესაც გისმენენ?  არ მოერიდოთ აკრძალულ სიტყვებს - შერცხვეს საკუთარი აზრების! ნუთუ ის მართლა ეძებდა თანაგრძნობას თქვენში?! შეგიძლიათ მეგობრების თანდასწრებითაც გააკრიტიკოთ... სასურველი შედეგი გარანტირებულია! 

ნაბიჯი 7
იყავით ანტისექსუალური. სექსი - ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად სწორედ ამ სფეროშო არსებული პრობლემების გამო შორდებიან წყვილები. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ!
1. არასოდეს მოუსმინოთ მას. ნურც მის აზრს გაიზიარებთ! მეტი საქმე არ გაქვთ!
2. არ გაბედოთ და არ გამოხატოთ არანაირი გრძნობები!
3. დაიძინეთ! გულწრფელად დაიძინეთ! რაც უნდა ის აკეთოს! თქვენთვის სულერთია - თქვენ ისვენებთ!
4. როცა თქვენ თვითონ გაგიჩნდებათ საყვარელ მამაკაცთან სიახლოვის სურვილი, გამოხატეთ ეს ისე, თითქოს ამას მისთვის აკეთებთ. და არ დაგავიწყდეთ, რომ გრძნობები არ უნდა გამოხატოთ!

თქვენ უკვე შვიდივე ნაბიჯს გაეცანით და იცით, როგორ მოიქცეთ, თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების დანგრევა გსურთ. ეს "რჩევები" საინტერესო უნდა ყოფილიყო მათთვის, ვისაც მართლა სურთ ურთიერთობების დასრულება, ან მათთვის, ვისაც აინტერესებთ, თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ, რათა არ დაკარგონ საყვარელი ადამიანი.
თუ თქვენ პირველ ტიპს მიეკუთვნებით, ანუ გსურთ თავი დააღწიოთ მობეზრებულ ურთიერთობებს, მაშინ უფრო ეფექტური საშუალებაც არსებობს... უბრალოდ მიუახლოვდით მას და მშვიდად, ყვირილისა და ისტერიკების, ასევე იმ სისულელეების გარეშე, რომელიც აქ  წაიკითხეთ, უთხარით, რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლიათ და უნდა დაშორდეთ. ეს მძიმეა ... იქნებ გაგიჩნდეთ სურვილი, რაიმე ცუდი გაუკეთოთ თქვენს ყოფილ საყვარელ ადამიანს, მაგრამ დაფიქრდით, როგორ მოგიგონებთ (ის კი აუცილებლად მოგიგონებთ), თუ როგორც მშვენიერ ქალს, რომელთანაც უბრალოდ გზები გაიყარა... ხანდახან ურთიერთობები სრულდება, მაგრამ ნუ დაასრულებთ მათ განადგურებით.
დაიტოვეთ გულში კარგი მომენტები, ცხოვრება ამაოდ რომ არ მოგეჩვენოთ. თქვენი პარტნიორი გაგიგებთ. შეიძლება, მაშინვე არა. იქნებ არც მოინდომოს თქვენი გაშვება. მაგრამ, ადრე თუ გვიან, გაგიგებთ. მთავარია, თუ ეს ადამიანი აღარ გიყვართ, არ მოატყუოთ საკუთარი თავი, იყოთ გულწრფელნი და არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ საქმე იმ აბსურდებამდე, რომლებიც აქ ადრე წაიკითხეთ. ხოლო თუ თქვენ მკითხველთა მეორე ტიპს მიეკუთვნებით, მაშინ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ყველა ნაბიჯი და მოიქეცით პირიქით - ეს ძალიან ადვილია.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?