მჭირდება თუ არა ფსიქოთერაპია

სტატია ეძღვნება ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ფსიქოთერაპიული საჭიროების გააზრებაში დახმარებას. 
ფსიქოთერაპიული საქმიანობა მნიშვნელოვნად განხვავდება ისეთი დარგებისაგან როგორიცაა ფსიქოლოგია, სოციალური სამუშაო, ფილოსოფია და სხვა. ფსიქოთერაპიული დახმარების მისაღებად საჭიროა იმ სპეცილაისტის ჩართულობა, რომელსაც აქვს უშუალოდ ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია.
თუ თქვენ გაქთ ქვემოით ჩამოთვლილი გამოწვევები ან ემოციური დისბალანსი, სასურველია მიიღოთ დახმარება ფსიქოთერაპევტისგან:

• შფოთვა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
• სტრესთან გამკლავების პრობლემები ან სტრესული სიტუაციებისგან თავის დახსნა;
• უნდობლობა და სიმორცხვე;
• დეპრესია, გუნება-განწყობილების დაქვეითება, სევდა, სიცარიელის შეგრძნება;
• გუნება-განწყობილების ცვალებადობა;
• ურთიერთობების დამყარებისა ან შენარჩუნების სირთულე, ან ახალი ურთიერთობის დაწყების შიში.
•სექსუალური პრობლემები;
• რაიმე სახის დანაკლისები: სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, ფიზიკური დანაკლისი;
• კვებითი დარღვევები;
• თვითდაზიანების სურვილი;
• აკვიატებული ქცევა;
• პანიკური შეტევა და ფობია;
• სხვადასხვა დამოკიდებულებები არ იგრძნოთ რომ მარტო ხართ თქვენს სირთულეებთან, ასობით ათასობით ადამიანი სარგებლობს დღეს მსოფლიოში ფსიქოთერაპიით.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისაგან!


შექმნილია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მასალებზე დაყრდნობით.
ბეჭდვა