ცოტა რამ ურთიერთობების შესახებ
ყოველი კომუნიკაციის წინ უცილებელია ჩვენს თავს რამდენიმე კითხვა დავუსვათ:

1. გვაქვს თუ არა ფორმულირებული, რისთვის ვამყარებთ კომუნიკაციას. რას მოგვიტანს ეს ჩვენ?
2. რა მეთოდით შეიძლება დავამყარო ურთიერთობა ამა თუ იმ შემთხვევაში. (საქმიანი და პირადი ურთიერთობები).
3. რა მინდა თანამოსაუბრისაგან.
4. რა უნდა გავაკეთო (კომუნიკაციის ფარგლებში) რომ ამას მივაღწიო.
მარშალ როზენბერგმა შეისწავლა ურთიერთობების სტილი მთელ სამყაროში. მან მოგვცა ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო რჩევები:
1. მოისმინე და დაინახე ის, რაც აუცილებელია თანამოსაუბრისთვის, რომ შენ მოგასმენინოს და დაგანახოს .
2. უკეთ გაიგე რა საჭიროებებია, ანდაც სურვილები ჩვენი, ისევე როგორც თანამოსაუბრის გადაწყვეტილებების უკან.
3. განასხვავე ფსიქო-ემოციონალური შეგრძნებები სომატურისაგან.
4. შეისწავლე ინტერპრეტირების მეთოდი, რომ გაიგო, როგორ აანალიზებენ სიტუაციებს ადამიანები და რა შეცდომებს უშვებენ ისინი ამ დროს.
5. განასხვავე თხოვნა მოთხოვნისგან. რადგან მოთხოვნა გვთიშავს, ხოლო თხოვნა გვაახლოებს.
6. გააცნობიერე! თანამოსაუბრის საჭიროებები არ გავალდებულებს. იმოქმედე საკუთარი საჭიროებების მიხედვით!
ჯ. კუნის ყველაზე სასარგებლო 6 რჩევა "ყველა საიდუმლო ადამიანის ქცევაზე"
1. გამოთქვით თქვენი აზრები მკაფიოდ და თავდაჯერებით.
2. არ გადატვირთოთ მეტყველება რთული და ძნელად გასაგები სიტყვებით.
3. გვერდი აუარეთ ჟარგონს და სლენგს.
4. არ იმეტყველოთ ძლიერი ემოციური დატვირთვით. თქვენი სხეული მეორადი სასიგნალო სისტემაა.
5. თანამოსაუბრეს მიმართეთ მხოლოდ სახელით და უშუალოდ.
6. იყავით ზრდილობიანი და თავაზიანი.

ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭიროა თანამოსაუბრის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინება.
იგი შემდეგი მახასიათებლებისაგან შედგება:

1. ინტელექტუალური პოტენციალი.
2. აზროვნების სტილი.
3. შემოქმედებითი პოტენციალი.
4. ფსიქოლოგიური ტიპი.
5. ხასიათის შტრიხები.
6. ემოციონალური სფეროს თავისებურება.
7. ადაპტაციის დონე.
8. ფსიქოლოგიური დაცვის ფორმები.
9. ინფორმაციული ღიაობის ხარისხი.
10. პროფესიონალური ორიენტირები.

ეს საშუალებას მოგვცემს კომუნიკაციისას მივიღოთ თანმხვედრი კეთილგანწყობა, გადავცეთ თანამოსაუბრეს საჭირო ინფორმაცია იმ აღქმის მექანიზმების გათვალისწინებით, რომელთაც იგი ფლობს. ასევე მივიღოთ სასურველი ინფორმაციაც და შედეგიც.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?