თევზების სიხარული / იგავი

ძველი ჩინური თქმულება მოგვითხრობს:
 
ჩუან ცზე და ხუან ცზე დგანან მდინარის ხიდზე და თევზებს უყურებენ. ჩუან ცზე ამბობს:
_შეხედე როგორ “ფრინდებიან” თევზები წყლიდან, ამაში გამოიხატება მათი სიხარული.
_შენ თევზი არ ხარ_მიუგებს ხუან ცზე_ შეუძლებელია იცოდე, რაშია მათი სიხარული.
_შენ სხვა ხარ, მე-სხვა, _ პასუხობს ჩუან ცზე, როგორ შეგიძლა იმის ცოდნა, რომ მე არ ვიცი თუ როგორ გამოხატავენ თევზები სიხარულს?
_მე სხვა ვარ, შენ - სხვა, უდასტურებს ხუან ცზე, სულაც არ გიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ თავზი არ ხარ, ამიტომაც შეუძლებელია იცოდე მათი გრძნობები.
ჩუან ცზე პასუხობს:
_დავუბრუნდეთ თავდაპირველ საკითხს, შენ ამბობ, რომ არ შემიძლია ვიცოდე რაში მდგომარეობს თევზების სიხარული, მიუხედავად ამისა, მე ვიცი ეს იმ სიხარულით, რომელსაც მე თავად მანიჭებს წყალში ცურვა.
ბეჭდვა