ბედნიერება / ლეგენდა

 
მგზავრმა გაიარა სასაფლაოსთან, სადაც სუფისტი მასწავლებელი იყო დასაფლავებული.
საფლავის ირგვლივ ფიქრებში ჩაძირული მოსწავლეები ისხდნენ. კაცმა შეხედა საფლავის ქვას, რომელზეც მასწავლებლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები იყო ამოკვეთილი. მათ ქვემოთ კი ეწერა:
_მან, ვინც აქ განისვენებს, იცოცხლა სრული 10 წელი.
_ეი მომისმინეთ, _  მიმართა გამვლელმა მოსწავლეებს _  აქ შეცდომაა!
თუ დაბადებისა და სიკვდილის თარიღებით ვიმსჯელებთ, თქვენმა მასწავლებელმა 70 წელი იცოცხლა.
_შეცდომა არ არის, _ უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლეთაგანმა _  მან ეს 10 წელი იცოცხლა სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსემ.
კაცი დაფიქრდა და თქვა _  გამოდის, ჩემზე დაწერენ:
“ის დაიბადა და თითქმის არ უცხოვრია?!”
ბეჭდვა