რა არის ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპია არის სისტემური ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რაც იწვევს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმების აღდგენას.


შედეგად: ორგანიზმის გარემოსთან ადაპტირების მექანიზმები მყარდება.
ფსიქოთერაპია ორიენტირებულია: ქცევის, მოქმედების, თვით-გამოხატვისა და თვით-გამოვლინების აქტების ცვლილებაზე, ადამიანის განვითარებაზე (ფსიქომოტორული, ემოციონალური, შემეცნებითი, პიროვნული, კომპეტენტური, კომუნიკაციური განვითარება და ა. შ.), ფსიქომოტორული ფუნქციების რეგულაციაზე, ნებელობითი რეგულაციების გაძლიერებაზე, პიროვნული ემოციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აზროვნების სტრუქტურირებაზე, მეხსიერების აქტივიზაციაზე, საკუთარი პოტენციალის შეცნობა/ანალიზსა და მისი გამოყენებაზე, ვიტაქტუალიზაცია/თვითრეალიზაციაზე და ა. შ.
ფსიქოთერაპია ბაზირებს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა შემდეგ განხრებზე: ზოგადი, ასაკობრივი, ბავშვთა, სოციალური, კლინიკური, დიფერენციალური _ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია, კონსულტაციური ფსიქოლოგია, ასევე ადამიანის ბიოლოგიური არსის გათვალისწინებით_მედიციანაზე: ნევროლოგია, ფსიქიატრია, ფიზიოლოგია და პათ. ფიზიოლოგია, სექსოლოგია, ენდოკრინოლოგია. კონსულტაციურ ფსიქოთერაპიაში გამოყოფენ ორ მიდგომას:
1. ფსიქოკონსულტირება, როგორც გავლენური ზემოქმედება. (დრეექტიული ფსიქოთერაპია)
2. ფსიქოკონსულტირება, როგორც თანამშრომლობითი ზემოქმედება. (არადირექტიული_ჰუმანისტური მიდგომა)
თანამედროვე ფსიქოთერაპია პროცესის წარმართვის ორ მოდელს განიხილავს:

1. მედიკო/ბიოლოგიური მოდელი_რომელსაც წარმართავს მხოლოდ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი და ფსიქოთერაპიის დარგში გადამზადებული სპეციალისტი_ექიმი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი და ა. შ.
2. ფსიქოლოგიური მოდელი,(რომელსაც წარმართავს ასევე დარგში გადამზადებული სპეციალისტი) თავის მხრივ, ფსიქოლოგიური მოდელი ჯგუფდება:
ა. სციალური ფსიქოლოგიური მოდელი,
ბ. პიროვნებაზე ორიენტირებული მოდელი. ფსიქოთერაპია, როგორც დამოუკიდებელი დარგი, რეგულირდება მსოფლიოში მარეგულირებელი ორგანოთი: World Council for Psychotherapy_ ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭო. მის შემადგენლობაში შედის და აწარმოებს დარგის რეგულირებას საკუთარ რეგიონში:
1. ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაცია EAP
2. აზიის ფსიქოთერაპიული ფედერაცია AFP
3. ფსიქოთერაპიის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკული ასოციაცია APA
4. ფსიქოთერაპიის აფრიკული ასოციაცია PPSA
5. ფსიქოთერაპიის ავსტრალიური და ოკეანეთის ასოციაცია ANZAP
საქართველოში დარგი ფსიქოთერაპია როგორც რეგულირებადი პროფესია არ არსებობს, თუმცა, როგორც ევროპულ ქვეყანას გვმართებს რეგულირება ევროპული მარეგულირებელი ორგანოს_ ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციით, EAP-რეგულირება დღეს, საქართველოში, უამრავი “სპეციალისტი” არალეგიტიმურად, სათანადო ცოდნისა და მაკვალიფიცირებელი დოკუმენტის გარეშე აწარმოებს ფსიქოთერაპიულ პროცესს, რაც ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ფსიქიკურ სიჯანსაღეს. აქვე, იმ პირებისთვის, ვისაც ესაჭიროება მსგავსი დახმარება_ვთხოვთ, მოთხოვოს სერვისის მიღებამდე სპეციალისტს მისი კვალიფიცირების დამადსტურებელი დოკუმენტი. (აქვე ავღნიშნავთ, რომ უცხოურმა აბრევიატურებმა და სხვადასხვა "ბრჭყვიალა" დასახელებებმა არ მოგატყუოთ, გაფრთხილება:
როგორც ჩვენთან, საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, არსებობენ რეგულირების მიღმა დარჩენილი ორგანიზაციები, და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, რომელთა ფინანსური ინტერესის დაკმაყოფილება უხარისხო სერვისის მიწოდებაზე გადის. ჩვენ დეტალურად აღვწერეთ და დავასახელეთ მარეგულირებლები, რომელთა ეგიდითაც უნდა წარმებდეს ფსიქოთერაპიული პროცესი, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური. იგივე შემიძლია ვთქვა სასწავლო პროგრამებსა და ფსიქო/სოციალურ ტრენინგებზე. გახსოვდეთ, ვინც არ ჯგუფდება ან არ ფლობს მარეგულირებელი ორგანოების სათანადო სერტიფიკატს, აკრედიტაციას, მათ ვერ ან არ გაიარეს აკრედიტაციის პროცესები და ევროპული რეგულირებით_არალეგიტიმურად ითვლებან.
ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლი, დენდრონი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელნიც ევროპული რეგულაციების შესაბამისად ახორციელებენ თერაპიულ და სასწავლო პროცესებს. დენდრონის მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს მრავალ პრობლემასა და ცხოვრებისეულ სირთულე/გამოწვევაზე, ენდეთ დენდრონის პროფესიონალთა გუნდს.

კონტაქტი: T.: 0 790 800 303, 599 505 898.
ელ. ფოსტა: pps.dendroni@gmail.com
მის.: მ.კოსტავას 47.

შემოგვიერთდი Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მერაბ კოსტავას 47/57
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898