ფსიქოთერაპიული კლინიკა

ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზია

 

ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზია

 

სუპევიზია ერთგვარი სწავლების ფორმაა ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, რომელთაც გააჩნიათ დარგში მოღვაწეობის გარკვეული გამოცდილება. იგი ყოველთვის მუშაობის პროცესისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს სპეციალისტისთვის ცოდნის გაღრმავებას, პროფესიული უნარ/ჩვევების გამომუშავებას და პროფესიული საქმიანობის სრულყოფას.

 


 

ძირითადი მიზანი სუპერვიზიის, არის კოლეგის დახმარება, რათა ის გახდეს უფრო წარმატებული საკუთარ მუშაობაში და განავითაროს საკუთარი პროფესიონალიზმი. გახდეს კომპეტენტური.

 

სპეციალისტის პროფესიონალური განვითარებისთვის აუცილებელია: თეორიული ცოდნები, პირადი (ჯგუფური) თერაპია და სუპერვიზია.

სუპერვიზორი არის დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომელიც ფსიქოთერაპევტს ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით:

 

1. სუპერვიზია, როგორც სწავლების ფორმა _აქცენტი სუპერვიზიისა კეთდება იმ უნარ/ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც ჭირდება სპეციალისტს ფსიქოტერაპიის პროცესის წარმოებისთვის.ამ შემთხვევაში სუპერვიზორი ეხმარება თერაპევტს კლიენტზე საკუთარი რეაქციების აღმოჩენაში, მასთან ურთიერთობის დინამიკის გარკვევაში, იკვლევს ინტერვენციის ფორმებს და ეძებს ალტერნატიულ გზებს ამ პრობლემური ქეისისთვის

 

2. სუპერვიზია, როგორც მხარდაჭერა: ინტენსიური და ღრმა მუშაობისას სპეციალისტი აწყდება პაციენტის სხვადასხვა განცდებს, სპეციალისტის ამოცანაა_გაუმკლავდეს მათ, ისე, რომ ამ ემოციებმა კვალი არ დააჩნიოს მის პროფესიულ მუშაობას და ცხოვრებას. სუპერვიზორის ამოცანაა მიეხმაროს კოლეგას, გადალახოს და დაძლიოს ეს გრძნობები, გააგებინოს ამ გრძნობების წარმოშობის მიზეზი, ასევე დაეხმაროს კოლეგას პაციენტთან შემდგომი მუშაობის მიმართულებები განასაზღვრაში.

 

3.სუპერვიზია, როგორც მიმართულება: სუპერვიზორი ეხმარება კოლეგას შეამჩნიოს შესაძლო პროფესიული, ეთიკური, და სხვა დარღვევები, რომელთა მიზეზი შესაძლოა იყოს ნაკლები გამოცდილება, ანდაც ცოდნის დეფიციტი. ამავდროულად სუპერვიზორი მხოლოდ ყურადღებას კი არ ამახვილებს ამაზე, არამედ კარნახობს შესატყვის ნაბიჯებს ამ მდგომარეობის შესაცვლელად.

 

ასე, რომ სუპერვიზორი არის მასწავლებლის, მშობლის, და ხელმძღვანელის როლში. ის ერთგვარი ბუფერია კლიენტსა და სპეციალისტს შორის, ეხმარება რა სპეციალისტს მეტი ეფექტურობით მუშაობის წარმართვაში. სპეციალისტი ხდება უფრო წარმატებული და დაჯერებული საკუთარი მუსაობის ეფექტურობაში.

რატომ მიმართავს პრაქტიკის მქონე ფსიქოთერაპევტი სუპერვიზიას? _ იმიტომ, რომ სუპერვიზიის გარეშე შეუძლებელია პროფესიული ზრდა.

სუპერვიზია _

1. ანალიზის გზით საშუალებას იძლევა თერაპევტ/პაციენტის ურთიერთობაში უკეთ გარკვევის

2. ავითარებს პაციენტის უკეთ გაგების უნარს

3. ფსიქოკონსულტირება/ფსიქოთერაპიის სესიის მსვლელობისას და ასევე მთელი მუშაობის განმავლობაში სესიის უკეთ კონსტრუქტირების საშუალებას იძლევა.

4. იძლევა შეფასების საშუალებას, რამდენად სწორადაა შერჩეული თერაპიული ტექნიკები, დროულადაა თუ არა ისინი გამოყენებული და ახდენს თუ არა სათანადო გავლენას კლიენტზე/პაციენტზე
სუპერვიზიის ფუნქციაა: 1. მხარდაჭერა 2.საგანმანათლებლო 3.ნორმატიული

 

სუპერვიზიის ფორმები:

1. ინდივიდუალური, _ რომელიც შესაძლოა სამი ფორმით განხორციელდეს: . კონკრეტული ქეისის სუპერვიზია. . სუპერვიზია, როგორც კონსულტირება ( კლიენტთან წარმოქმნილი სირთულის ანალიზი) . რეალურ ჯგუფთან/ან პაციენტთან მუშაობისას სუპერვიზია (სუპერვიზორი მიიწვევა, როგორც ჯგუფის მონაწილე, ან ინდ. პროცესის მონაწილე)

2. ჯგუფური _ ასევე სამი ფორმით შესაძლოა განხორციელდეს: . ჯგუფზე კონკრეტილი ქეისის განხილვა, რომელიც სპეციალისტის მიერ იქნება აუდიო მასალით, ან პირადად ( ქეისის სახით) წარმოდგენილი. . სუპერვიზორის მიერ წარმოდგენილი საკუთარი ქეისის ანალიზი, ან რეალური მუშაობის ანალიზი, ამ შემთხვევაში ჯგუფზე მოიწვევა კლიენტი/პაციენტი, ან ამ როლს ითავსებს ჯგუფის წევრი სპეციალისტი . სხვა სპეციალისტის მიერ ნაწარმოები სესიის დემონსტარაციის სუპერვიზირება.

დენდრონი იწყებს სუპერვიზიებს, როგორც ჯგუფურს, ასევე ინდივიდუალურს.

 

სუპერვიზორი

მაია ბეგაშვილი _ ფსიქოთერაპევტი, (ქართული და ევროპული აკრედიტაციებით),

მულტიმოდალი, ECP, ნარკოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დოქტორანტი, EAP- ის( ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია) წევრი, OPPL ის (ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგა) წევრი, დენდრონის ხელმძღვანელი.

ჯგუფური სუპერვიზია_ 4 თვე. ( 64 სთ.) (მუშაობის ფორმატი_კვირაში 1 შეხვედრა, ხანგრძლივობა 4 აკ. საათი. ჯგუფში იმუშავებს_5/8 სპეციალისტი. გაიცემა სათანადო სერტიფიკატი.

ინდივიდუალური სუპერვიზია_ მუშაობის ფორმატი_კვირაში 1 შეხვედრა, ხანგრძლივობა: 2, 5 სთ. გაიცემა სათანადო სერტიფიკატი.

დენდრონის სხვადასხვა აკრედიტირებული პროგრამების მსმენელებზე გავრცელდება 10%, 20% და 30% ფასდაკლებები.

 

ბეჭდვა