ფსიქოთერაპიული კლინიკა

მობილური დაუყოვნებელი ფსიქოკონსულტირება / ფსიქოთერაპია
რა არის მობილური დაუყოვნებელი ფსიქოთერაპია/ ფსიქოკონსულტირება?
ეს არის იმ პაციენტის / კლიენტის ფსიქოთერაპიული/ ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო უჭირს ფსიქოთერაპევთან/ ფსიქოკონსულტანტთან ვიზიტის განხორციელება, მაგრამ საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ასეთი მიზეზი შესაძლოა იყოს: ავადობა, შიშები, ფობიები, დეპრესია, თვითიზოლაცია, სხვადასხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში მკურნალობა
(კლინიკა, სარეაბილიტაციო ცენტრი), თუ კი ამ დაწესებულების შინაგანაწესი არ კრძალავს მსგავს მომსახურეობას. აუცილებელი პირობაა_პაციენტი/კლიენტი იყოს ინფორმირებული ფსიქოკონსულტირების შესახებ, და დახმარება საჭიროების შესაბამისად ატარებდეს ნებელობით ხასიათს.

მობილური დაუყოვნებელი ფსიქოთერაპია/ფსიქოკონსულტირება წარმოებს რეგისტრაციით, სატელეფონო ზარის მეშვეობით: 599 505 898,  ვიზიტის მიღების შესახებ დადასტურების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი და გაცნობებთ ვიზიტის სავარაუდო დროს.

დენდრონის პაციენტებს / კლიენტებს ემსახურება 2 მობილური ჯგუფი, მაღალკვალიფიციური, მულტიდისციპლინური გუნდით. დაკავშირება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.
ფსიქოკონსულტირება, _ შესაძლოა შედგეს პირველადი კონტაქტი ბინაზე, სკაიპით, ან მესინჯერით, პაციენტის/კლიენტის საჭიროებიდან და სურვილიდან გამომდინარე. ხანგრძლივობა: 55 /90 წთ.
მიზანი: კლიენტის დაკვეთის /გადაუდებელი საჭიროების გაცნობა, თერაპევტისა და კლიენტის შესაძლებლობების შეჯერება.

პირველი თერაპიული სესია: -სერვისი ბინაზე_ხანგრძლივობა_45 /90 წთ. 

I. საწყისი ბლოკი:
ჯერადობა:_(3 შეხვედრა) კვირაში 1-2-ჯერ ხანგრძლივობა - 1 შეხვედრა 45/90წთ მიზანი: კლიენტის პრობლემის გამოკვეთა კონსულტაციის შედეგების განსაზღვრა. კლიენტის მწვავე მდგომარეობის შემსუბუქება (საჭიროების მიხედვით) ლოკალური პრობლემის გადაჭრა თერაპიის საერთო ვადის განსაზღვრა

II. ბაზისური (თერაპიული) ბლოკი: _ 10 შეხვედრა.
შეხვედრების ჯერადობა: - კვირაში 1-2-ჯერ.
ხანგრძლივობა:-1 შეხვედრა 45/90წთ მიზანი: პრობლემის გადაწყვეტა.

III. დამატებითი თერაპიული ბლოკი: 5 შეხვედრა.
შეხვედრების ჯერადობა: - კვირაში 1-ჯერ. ხანგრძლივობა: - 1 შეხვედრა 45/90წთ მიზანი: - გაჭიანურებული პრობლემის მოგვარება.

IV. დასკვნითი ბლოკი: - 2 შეხვედრა
შეხვედრების ჯერადობა: - თვეში 1-2-ჯერ ხანგრძლივობა: - 1 შეხვედრა 45/90წთ
მიზანი: - თერაპიის სრული ბლოკის შედეგების შეჯამება ადაპტაციის ახლებური მექანიზმის შემუშავება

V. შემანარჩუნებელი ბლოკი: - 3 შეხვედრა.
შეხვედრების ჯერადობა: - 2 თვეში 1-2-ჯერ ხანგრძლივობა: - 1 შეხვედრა 45/90წთ მიზანი: - თერაპიული ეფექტის შენარჩუნება ახალი გამოცდილების ანალიზი ადაპტაციის ხარისხის შეფასება.

სულ სრული მობილური დაუყოვნებელი ფსიქოკონსულტირება/ ფსიქოთერაპიული კურსის  25 შეხვედრა.

გადახდა ხდება საბანკო ანგარიშსწორებით, ყოველი ბლოკის დაწყების წინ.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: +995 (599) 505 898, 

ბეჭდვა