ქვიშათერაპია დენდრონში
ქვიშათერაპია თანამედროვე ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთერთი უნიკალური და ეფექტური მიმართულებაა. ამერიკელი ინდიელები მრავალი საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ „ქვიშის სახეებს“ ჰარმონიის აღდგენისა და კარგი გუნება-განწყობის შექმნისთვის. დღეს კი ეს არის საშუალება სამყაროსთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის. ქვიშათერაპია წარმატებით გამოიყენება დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, თუმცა ის ნაკლებად არის ცნობილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ფსიქოლოგიური დახმარების ეს მეტად საინტერესო და ეფექტური საშუალება ჩვენს ქალაქშიც არის ხელმისაწვდომი ფსიქოთერაპიულ ცენტრში “დენდრონი”
. ქვიშათერაპია წარმატებით გამოიყენება როგორც ინდივიდუალური ფსიქოკორექციის, ასევე ოჯახური წყვილებისთვის, სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების წარმატებით დასაძლევად. ქვიშათერაპია შეიძლება იყოს ფსიქოკორექციის წამყვანი მეთოდი, ან როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი საჭირო ფსოქოთერაპიული ეფექტის მისაღწევად.

ქვიშათერაპია წარმატებით გამოიყენება ისეთი პრობლემების დაძლევისათვის, როგორებიც არის:
ქცევის სხვადასხვა დარღვევები (ჰიპერაქტიურობა, აგრესიულობა, მომატებული ღელვა)
შიშები და ფობიები
ენურეზი,მეტყველების დარღვევები
აუტიზმი
დასწავლის სირთულეები
ურთიერთობების პრობლემები
ნევროზები
ფსიქოსომატური დაავადებები
დეზატაპტაციით მიმდინარე სხვადასხვა კრიზისული სიტუაციები (განქორწინება, ახლობელთან დაშორება, უმცროსი შვილის დაბადება, სამსახურის დაკარგვა და ა.შ.).

ქვიშათერაპიის სესიების საშუალო ხანგრძლივობაა 1 სთ მოზრდილებისთვის და 40 წთ ბავშვებისთვის.
სესიების რაოდენობა განისაზღვრება ადამიანის პრობლემისა თუ სირთულის ხასიათით, ჩვეულებრივ, შესაძლოა 5 - 10 ან მეტი შეხვედრა, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.

თანამედროვე ადამიანისთვის რთულია შეჩერდეს, მიმოიხედოს, მითუმეტეს – ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს. თუ ამჩნევთ, რომ სიმშვიდე დაკარგეთ, ღელავთ, ვეღარ უმკლავდებით ცხოვრებისაულ სითულეებს - ითამაშეთ ქვიშით. არა უბრალოდ, ზღვის პირას, არამედ პროფესიულად. თქვენ შეძლებთ თბილ, კომფორტულ გარემოში დაუახლოვდეთ საკუთარ თავს, გააცნობიეროთ თქვენი აქტუალური მდგომარეობა თუ პრობლემა, დასახოთ სიტუაციის გაუმჯობესების გზები და გადაიტანოთ ეს რეალურ ცხოვრებაში.
შედეგად მიიღებთ სულიერ სიმშვიდეს, გაწონასწორებულობას, ეფექტურ ქცევებსა და დალაგებულ ურთიერთობებს თქვენს ახლობლებთან და მეგობრებთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი:  +995 599 505 898
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.47

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია
დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე აწარმოებს პირის
ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას.

შეფასება წარმოებს კომისიური
წესით, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ.

კომისიის შემადგენლობა ყალიბდება ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების
შესახებ მომართვის საფუძველზე საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე
მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტებისგან (ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოდიაგნოსტიკაში სპეციალიზირებული
ფსიქოლოგი).

შეფასების შედეგების საფუძველზე დგება დასკვნა საჭიროებისამებრ
წარსადგენად.

გამოსაკვლევ პირთან შეხვედრების რაოდენობა: 7 შეხვედრა.
ღირებულება ზრდასრულებისთვის: 150 ლარი (თითოეული შეხვედრა).
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე აწარმოებს პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას.

შეფასება წარმოებს კომისიური წესით, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ.

კომისიის შემადგენლობა ყალიბდება ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების შესახებ მომართვის საფუძველზე საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტებისგან (ფსიქოთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოდიაგნოსტიკაში სპეციალიზირებული ფსიქოლოგი).

შეფასების შედეგების საფუძველზე დგება დასკვნა საჭიროებისამებრ წარსადგენად.

გამოსაკვლევ პირთან შეხვედრების რაოდენობა: 7 შეხვედრა.
ღირებულება ზრდასრულებისთვის: 150 ლარი (თითოეული შეხვედრა).
დენდრონის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს საქართველოში პირველი
ფსიქოთერაპიული კლინიკა ონლაინ.

ონლაინ კლინიკა ატარებს
ფსიქოთერაპიული კლინიკის ყველა მახასიათებელს ამავდროულად, იძლევა
ნებისმიერი ფსიქოთერაპიული სერვისის დისტანციურად მიღების
საშუალებას.
დენდრონის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს საქართველოში პირველი ფსიქოთერაპიული კლინიკა ონლაინ.

ონლაინ კლინიკა ატარებს ფსიქოთერაპიული კლინიკის ყველა მახასიათებელს ამავდროულად, იძლევა ნებისმიერი ფსიქოთერაპიული სერვისის დისტანციურად მიღების საშუალებას.