ფსიქოთერაპიული კლინიკა

თამაშდამოკიდებულთა ფსიქო/ სოციალური რეაბილიტაცია _ინდივიდუალური სეთინგი
რა არის ეს? თამაშდამოკიდებულება, ( ლუდომანია ) ადიქციური ქცევის ერთ/ერთი სახეა, რეალობიდან გაქცევის ერთგვარი საშუალებაა, საკუთარი ფსიქოემოციონალური ქცევის ტრანსფორმაციის გზით. თამაშ დამოკიდებულთა ფსიქო/სოციალური რეაბილიტაცია გულისხმობს: სისტემურ ფსიქოთერაპიული მიდგომას პრობლემისადმი, რომელიც მოიაზრებს:

*** თამაშ დამოკიდებულთა ფსიქოფიზიკური სიჯანსაღის და სოციალური ადაპტაციის მხარდაჭერას
*** აქტიურ ინტერვენციას - პიროვნების მომზადებას თამაშზე უარის თქმისთვის
*** ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას ფსიქიკური პროცესების ნორმალიზებისთვის
*** კლიენტის/პაციენტის უახლოესი სოციალური გარემოს მომზადებას პაციენტის/კლიენტის მხარდაჭერისთვის, და მის გაჯანსაღებას
*** პაციენტის/კლიენტის სოციალურ გარემოსთან მიწყობა/ადაპტაციის მხარდაჭერას
*** მოსალოდნელი ექსცესების (ჩავარდნების) პრევენციას
*** ფსიქოთერაპიული ეფექტების ხანგრძლივ შენარჩუნებას. თამაშდამოკიდებულთა ფსიქო/სოციალური

რეაბილიტაცის კურსში ჩართვა წარმოებს წინასწარი რეგისტრაციით:
სატელეფონო ზარის მეშვეობით: 599 505 898,
გასაუბრება უფასოა ხანგრძლივობა_კლიენტის/პაციენტის საჭიროების შესაბამისი მიზანი: დაკვეთის გაცნობა, თერაპევტისა და კლიენტთა სისტემების შესაძლებლობების შეჯერება პირველი თერაპიული სესია: ხანგრძლივობა_45 /90 წთ. 

I. საწყისი ბლოკი: აქტიური ინტერვენცია ხანგრძლივობა: 5 შეხვედრა- 3 შეხვედრა კლიენტთან, 2 შეხვედრა მის უახლოეს გარემოცვასთან) კვირაში 2/3 ჯერ, (1 შეხვედრის ხანგრძლივობა: 70/90 წთ) მიზანი: კლიენტის უახლოესი სოციალური გარემოს ტრენირება სწორი ინტერვენციის განხორციელებისთვის >კლიენტის მომზადება ალკოჰოლის მოხმარებაზე უარისთვის >თერაპიის საერთო ვადის განსაზღვრა;
II. ბაზისური (ფსიქოთერაპიული) ბლოკი: ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა (8 შეხვედრა კლიენტთან/2 შეხვედრა მის გარემოსთან) შეხვედრების ჯერადობა: კვირაში 1-2-ჯერ. მიზანი: პრობლემის გადაწყვეტა >ფსიქიკური პროცესების ნორმალიზება >კლიენტის/პაციენტის უახლოესი სოციალური გარემოს მომზადება პაციენტის/კლიენტის მხარდაჭერისთვის >უახლოესი სოც გარემოცვის გაჯანსაღება;
III. დამატებითი ბლოკი: ხანგრძლივობა: 4 შეხვედრა, თითო 2 სთ ჯერადობა: კვირაში 1 ჯერ. მიზანი: სოც. გარემოსთან მიწყობის მხარდაჭერა;
IV. დასკვნითი ბლოკი: ხანგრძლივობა: - 4 სთ (2 შეხვედრა) მიზანი: - თერაპიის სრული ბლოკის შედეგების შეჯამება - >ადაპტაციის ახლებური მექანიზმის შემუშავება;
V. შემანარჩუნებელი ბლოკი: ხანგრძლივობა: 4 სთ (4 შეხვედრა, თითოეული 1 სთ), ჯერადობა: თვეში 1-2-ჯერ მიზანი: თერაპიული ეფექტის შენარჩუნება, >ახალი გამოცდილების ანალიზი >ადაპტაციის ხარისხის შეფასება. 
VI. ფსიქოთერაპიული გამოსავალის ბლოკი: ხანგრძლივობა: 6 სთ. ( 4 შეხვედრა)

ჯერადობა: თვეში/ 2 თვეში 1-ჯერ მიზანი: მოსალოდნელი ექსცესების (ჩავარდნების) პრევენცია.

*** გადახდა ხდება ყოველი ბლოკის დაწყების წინ
*** ასევე, წინასწარ, ხდება დასკვნითი ბლოკის ანაზღაურება
საკონტაქტო ტელეფონები: +995 (599) 505 898;
ბეჭდვა