მოზარდთა ქცევითი მოდელირების ჯგუფი

დენდრონი აცხადებს 12-16 წლის მოზარდების მიღებას მოზარდთა ქცევითი (კორექციის) ჯგუფში“.

პროგრამა დაგეხმარებათ როგორც თქვენს შვილებთან ურთიერთობის რეგულირებაში, ასევე, თქვენს შვილებს ასერტული ქცევების შემუშავებაში.
პროგრამა განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომელთაც:


უჭირთ იმპულსების და ქცევების მართვა,

უჭირთ უფროსებთან და თანატოლებთან კომუნიკაციის
დამყარება, 

გადამეტებულად იცავენ საკუთარ უფლებებს, რის
ნიადაგზეც თავს არიდებენ პასუხისმგებლობებს,

სოციალურად მიუღებელი ფორმებით გამოხატავენ
უარყოფით ემოციებს.
ასევე, მოზარდებისთვის, რომლებიც არიან:

საკუთარ თავში ჩაკეტილები, 

აქვთ მწირი სოციალური კავშირები, 

გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს,

უჭირთ საკუთარი აზრის და შეხედულების ჩამოყალიბება, 

ვერ ახერხებენ ცოდნების და უნარების პრეზენტირებას, 

არ აქვთ თვითეფექტურობის განცდა.
პროგრამის გავლა ხელს შეუწყობს მოზარდებს: 

თამამად გამოხატონ საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის
გარეშე და სხვებთან დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია,

პატივი სცენ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს,

დაიცვან საკუთარი პოზიცია მაშინაც კი, როდესაც სხვებს
განსხვავებული აზრი აქვთ, 

შეძლონ არა“- თქმა დანაშაულის გრძნობის გარეშე, 

გააცნობიერონ საკუთარი ქცევის მიზეზები, 

ღიად ილაპარაკონ საკუთარ გრძნობებზე, 

თავისუფლად გამოხატონ დადებითი ემოციები, 

სოციალური ნორმების დაცვით შეძლონ უარყოფითი
ემოციებისგან განთავისუფლება

გამოიმუშაონ ასერტული ქცევის პატერნები.


პროგრამის ხანგრძლივობა - 3 თვე:

• 12 შეხვედრა მოზარდების ჯგუფთან 

• 3 შეხვედრა მშობლებთან.
შეხვედრები შედგება კვირაში ერთხელ,
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 აკად. საათი


პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია - არაუმეტეს 12 მონაწილე.
იჩქარეთ, რეგისტრაცია დაწყებულია

პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი: 

ეკატერინე დარსანია ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი, ქცევის
კორექტორი, თერაპიული ჯგუფური შეხვედრების კოორდინატორი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: მერაბ კოსტავას 47
ელ ფოსტა: pps.dendroni@yahoo.com
599 505898

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

დენდრონის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს საქართველოში პირველი
ფსიქოთერაპიული კლინიკა ონლაინ.

ონლაინ კლინიკა ატარებს
ფსიქოთერაპიული კლინიკის ყველა მახასიათებელს ამავდროულად, იძლევა
ნებისმიერი ფსიქოთერაპიული სერვისის დისტანციურად მიღების
საშუალებას.
დენდრონის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს საქართველოში პირველი ფსიქოთერაპიული კლინიკა ონლაინ.

ონლაინ კლინიკა ატარებს ფსიქოთერაპიული კლინიკის ყველა მახასიათებელს ამავდროულად, იძლევა ნებისმიერი ფსიქოთერაპიული სერვისის დისტანციურად მიღების საშუალებას.
კორონავირუსის გავრცელების რისკთან
დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დენდრონის
ფსიქოთერაპიული კლინიკა იწყებს დისტანციური მომსახურების
განხორციელებას.

დარგის მაღალი სენსიტიურობიდან
გამომდინარე, ფსიქოთერაპიული სერვისის მიღებისას პაციენტს/კლიენტს
შეუძლია თავად აირჩიოს ფსიქოთერაპიული კონსულტირების მისთვის მისაღები
ფორმა (ვიზიტი ან დისტანციური კონსულტირება).
კორონავირუსის გავრცელების რისკთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დენდრონის ფსიქოთერაპიული კლინიკა იწყებს დისტანციური მომსახურების განხორციელებას.

დარგის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, ფსიქოთერაპიული სერვისის მიღებისას პაციენტს/კლიენტს შეუძლია თავად აირჩიოს ფსიქოთერაპიული კონსულტირების მისთვის მისაღები ფორმა (ვიზიტი ან დისტანციური კონსულტირება).