ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის 2021 წლის ბორდის შეხვედრა

2021 წლის 21, 22, 23 ოქტომბერს გაიმართა დარგის ევროპული ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცის (EAP) ბორდის შეხვედრები.

შეხვედრაში ხმის უფლებით მონაწილეობს ბორდის ქართველი წევრი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი მაია ბეგაშვილი.
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის შეხვედრა გაიხსნა ასოციაციის პრეზიდენტის, პატრიცია ჰანტის სიტყვით. პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვა შეეხო დარგისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ პროცესებს და გამოწვევებს. მათ შორის, პანდემიის გავლენას ფსიქოთერაპიულ საქმიანობაზე. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია განსაკუთრებით გამოყოფს პრეზიდენტის სიტყვაში საქართველოს ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის საქმიანობის აღნიშვნის საკითხს, და მადლობას უხდის ასოციაციის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოების ხილვადობის ზრდისთვის ევროპულ პროფესიულ საზოგადოებაში.  
ბორდის წევრებმა მოისმინეს ასოციაციის კომიტეტების მოხსენებები, კენჭი ეყარა სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის და ეთიკის კომიტეტის ხელმძღვანელების კანდიდატურებს,  2021 წლის საერთო ევროპულ ჩარჩო დოკუმენტებს, ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციების EAGT ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციი, EABP სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის და EATA ტრანზაქტული ანალიზის ევროპული ორგანიზაციის აკრედიტაციას.

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი 2014 წლიდან წარმოადგენს საქართველოს ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში.

2021 წლიდან ის ფლობს ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის სტატუსს წარმოადგენს რა საქართველოში არსებულ ვალიდურ ფსიქოთერაპიულ მოდალობებს ევროპულ პროფესიულ საზოგადოებაში.

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია მადლობას უხდის ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას დარგის განვითარებისთვის გაწეული უდიდესი ძალისხმევისთვის ევროპასა და მსოფლიოში.
ბეჭდვა