გილოცავთ ქართული ფსიქოთერაპიული
საზოგადოების საერთაშორისო აღიარებას! 2021 წლის 12 მარტიდან ქართულ
ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის-
დენდრონის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია (National Umbrella
Organisation - EAP).
ეს არის ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო
აღიარება.
მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს საქართველოში კვალიფიციური
ფსიქოთერაპიის მხარდაჭერისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ საჭირო და
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოება
ღირსეულ ადგილს იკავებს მაღალი პროფესიული სტატუსის მქონე ევროპულ
ორგანიზაციათა გვერდით.
ეს ნიშნავს
ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის არსებობისათვის ჩვენ
მიერ გაწეული მრავალწლიანი შრომის აღიარებას. საერთაშორისო
მხარდაჭერას იმ იდეისა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს მაღალ კლინიკურ
და ეთიკურ სტანდარტზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიას.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის კარი ღიაა ყველა ფსიქოთერაპევტისთვის და ფსიქოთერაპიული ორგანიზაციისთვის, რომელიც აღიარებს საგანმანათლებლო კვალიფიკაციის და პროფესიული ეთიკის სტანდარტებს და სურს თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ სტანდარტების შესაბამისად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტს - მაია ბეგაშვილს საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიის დამკვიდრებისთვის გაწეული შრომისთვის, ასევე, ორგანიზაციის ბორდის წევრებს და თითოეული კომიტერტის ხელმძღვანელს დარგის დამკვიდრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.