ECIP აკრედიტირებული ფსიქოტერაპევტები საქართველოში

საქართველოში მოღვაწე ფსიქოთერაპევტებს, ნინო კობახიძეს, მარიამ გოჩაძეს, ეთერ ფილიპოვიჩს, ეკატერინე დარსანიას, ნანა დაშნიანს, ლალი კოკაიას, ნინო მარსაგიშვილს მიენიჭათ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი ECIP. 
სერთიფიკატს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია ანიჭებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფსიქოთერაპევტის ევროპული კვალიფიკაციისათვის საჭირო მოთხოვნებს და აქვთ მიღებული სპეციალური დიპლომშემდგომი განათლება. ასოციაციაში სპეციალისტების წარმდგენი იყო დენდრონის სასწავლო პლატფორმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია. ეს საქართველოსა და კავკასის რეგიონში ECIP სერთიფიცირების პირველი პრეცედენტია. ვულოცავთ სერთიფიცირებულებს და პროფესიულ საზოგადოებას საერთაშორისო აღიარების ახალ საფეხურს.

ფსიქოთერაპევტის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია ბმულზე.
ბეჭდვა