ყველაფერი EAIP აკრედიტაციის შესახებ

2019 წლის 10 ოქტომბერს ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად, ამსტერდამში, ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO) ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ მოხდა დენდრონის ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო პლატფორმის “ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის” აკრედიტაციის რატიფიკაცია.
საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანიზაციის საერთო კრებამ AGM დენდრონს მიანიჭა უმაღლესი ორგანიზაციული სტატუსი - სრული აკრედიტებული წევრი. ეს გულისხმობს ორგანიზაციის ეთიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამოსობის აღიარებას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიცირების ECIP სტანდარტებთან.

სტატუსის მოპოვებას წინ უძღვოდა EAIP გენერალური მდივნის მიერ მააკრდიტებელი ორგანიზაციის მოთხოვნებთან სააკრედიტაციო განაცხადის შესაბამისობის დადგენა, ევროპელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, რომლებმაც დადებითად შეაფასეს დენდრონის ფსიქოთერაპიული სასწავლო პლატფორმის საქმიანობა და მოამზადეს სააკრედიტაციო დასკვნა.

EAIP აკრედიტებული წევრის სტატუსი დენდრონს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას:
AGM-ზე დელეგაციის წარგზავნა ხმის მიცემის უფლებით.
EAIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიცე პრეზიდენტის გენერალური მდივნის ნომინირება.
ECIP სერთიფიცირებისთვის ფსიქოთერაპევტების საკვალიფიკაციო სასწავლო პროგრამების მომზადება და განხორციელება სხვა.

ევროპის ფსიქოთერაპიულ რუკაზე საქართველოს დროშა პირველად 2014 წლიდან აისახა, როდესაც ევროპაში დარგის წარმმართველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ EAP (ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია) დენდრონს მიანიჭა სრული და დამოუკიდებელი ორგანიზაციული წევრის სტატუსი.
2016 წლიდან დენდრონი გახდა პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL - Professional Psychotherapeutic League) წევრი.
2017 წელს ევროპული სერტიფიკატი ECP მიენიჭა პირველ ქართველ სპეციალისტს დენდრონის დამფუძნებელს, ექიმ-ფსიქოთერაპევტ მარინე ბეგაშვილს.
2019 წლის 27 თებერვალს EAIP საერქსპერტო დასკვნით დადგინდა დენდრონის სასწავლო სივრცის შესაბამისობა EAIP სტანდარტებთან.
ამ პერიოდიდან დენდრონის სასწავლო პლატფორმის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის პოსტდიპლომურ საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა  ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის აკრედიტაცია, რომლის რატიფიცირებაც მოხდა 2019 წლის 10 თებერვალს.

ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის მნიშვნელობის წარმოჩენა საერთაშორისო დარგობრივ ორგანიზაციებთან დენდრონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რათა  საქართველოში შესაძლებელი გახდეს ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფსიქოთერაპიული განათლების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიღება, ხოლო ქართულმა ფსიქოთერაპიამ თავისი ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო ასპარეზზე.

ორგანიზაციის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია ბმულზე.

პროფესიულ საზოგადოებას და მთელ საქართველოს ვულოცავთ ევროპასთან დარგობრივი დაახლოების კუთხით მიღწეულ ამ წარმატებას!
ბეჭდვა