2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენა
2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:
საქართველოს უკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს, UNICEF-ს, საქართველოს ექიმთა ასოციაციის, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებას, ქალთა და ბავშვთა გაძლიერებისა და გაერთიანების ინსტიტუტს; კრიზისების დაძლევისა და რეაბილიტაციის ცენტრს; ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრ "ლაბ ლაიფს", დედათა გაერთიანება ინანას; ბიზნეს ლაბორატორიას; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს; საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს; ევროპის უნივერსიტეტს.

ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყარა დიალოგის პლატფორმას "კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში", რომელიც 2021 წლის განმავლობაში იმუშავებს ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალი ეთიკური და კლინიკური საქმიანობის სტანდარტის დამკვიდრებაზე საქართველოში.

ანგარიში შეეხებოდა ფედერაციის მიერ განხორციელებულ შემდეგ პროექტებს:

1. ქართული დელეგაცია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის შეხბედრაზე.
მიზნები: დარგობრივი დაახლოება ფსიქოთერაპიის  ევროპულ სტანდარტთან, ქართული ფსიქოთერაპიული სკოლების წარმოდგენა  საერთაშორისო დარგობრივ ორგანიზაციებთან.

დენდრონი 2014 წლიდან ერთიანდება ევროპის მასშტაბით ფსიქოთერაპიის დარგის მთავარ მარეგულირებელ ორგანიზაციაში EAP (ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია). ამ პერიოდიდან ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოების საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებებში წარმოდგენასთან ერთად ორგანიზაციამ საქართველოში დაიწყო აქტიური მუშაობა ფსიქოთერაპიის პანევროპული სტანდარტის დანერგვაზე.
2020 წლის განმავლობაში ქართველ ფსიქოთერაპევტთა დელეგაცია ესწრებოდა ასოციაციის შემდეგ ღონისძიებებს: 
2020 წლის 19-22 თებერვალი - EAP დახურული სამუშაო შეხვედრები.
2020 წლის 23 თებერვალი EAP კონფედენცია "Iniciating Practice Related Research".
2020 წლის შემოდგომის სამუშაო შეხვედრები 14 - 17 ოქტომბერი.

2. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ჩამოყალიბება

კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ჩამოყალიბებაზე მუშაობა 2020 წლის მარტიდან მიმდინარეობდა. 2020 წლის 11 აპრილს პლატფორმა გაიხსნა ფსიქოგანათლების პროგრამით.

პლატფორმის მიზნებია:
- საზოგადოების მხარდაჭერა კრიზისული სიტუაციების მართვასა და ფსიქიკაზე მათი ნეგატიური ეფექტების მინიმუმამდე დაყვანაში;
- ტრავმული სტრესის, პოსტტრავმული გართულებებისა და ადაპტაციის სხვა და სხვა ტიპის დარღვევების პრევენცია;
- მენტალური ჯანმრთელობისა და ემოცური კეთილდღეობის შენარჩუნება;
- ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება;

პლატფორმის ფარგლებში კორონავირუსთან დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად განხორციელდა ოთხი პროგრამა:
1. ფსიქოგანათლების პროგრამა;
2. სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმი;
3. ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა;
4. წერილობითი მასალების პროგრამა;

ფსიქოგანათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 8 შეხვედრა:
- შიში;
- შფოთვა;
- სტრესი;
- ემოციები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან;
- ემოციური ფაქტორი სომატურ დარღვევებში;
- თვითიზოლაციის გამოწვევები და ფსიქოტრავმის საშიშროება პანდემიის პირობებში;
- საკუთარ თავში მოგზაურობა თვითიზოლაციის დროს;
- მე-8 ღია შეხვედრა დაეთმო ბენეფიცირების შეკითხვებზე პასუხს.

3. ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია
საქართველოში ფსიქოთერაპიის, მისი ვალიდური მიმართულებების და პროფესიის დაუფლების სტანდარტების შესახებ ცოდნა საკმაოდ დაბალია, არ არსებობს რეგულირება. საკმაოდ გავრცელებულია სხვა პროფესიის წარმომადგენლების, ფსიქოთერაპიული განათლების არმქონე პირების მიერ ფსიქოთერაპიული პრაქტიკის განხორციელების საშიში პრაქტიკა. დენდრონმა წამოიწყო ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც ემსახურება ფსიქოთერაპიის სფეროთი დაინტერესებული ადამიანების, დამწყები პრაქტიკოსებისა და სერვისით მოსარგებლე პირების ცნობიერების ამაღლებას და დაცვას არაკვალიფიციური პრაქტიკისაგან.
კამპანიის ფარგლებში მომზადებული სტატიები ეხება ფსიქოთერაპიის კლინიკურ და ეთიკურ სტანდარტებს; ფსიქოთერაპიის ვალიფურ მოდალობებს; ფსიქოთერაპიის საგანმანათლებლო სტანდარტს თითოეულ ვალიდურ მოდალობაში; მომზადებული მასალები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია ფედერაციის ვებ-გვერდზე.

4. საავტორო კუთხე
საავტორო კუთხე არის დენდრონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ავტორების წახალისებას თავისუფლად შექმნან და გამოაქვეყნონ საავტორო ჩანაწერები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, გაუზიარონ პირადი და პროფესიული გამოცდილება სხვა ადამიანებს, დაუახლოვდნენ სამიზნე აუდიტორიას და გავლენა მოახდინონ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაზე.
პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება. 2020 წელს კი პროექტის ორგანიზაციამ უმასპინძლა პროექტის მეორე ნაკადს. 

5. საქართველოს პირველი საერთაშორისო ფსიქოდრამაფესტივალი

2020 წლის 30 ივლისს ჩატარდა პირველი საერთაშორისო ფსიქოდრამაფესტივალი თემით კრიზისული მდგომარეობები და ქალთა გამოწვევები.
მიზნები: ფსიქოთერაპიის დარგის განვითარება, ფსიქოთერაპიულ მოდალობათა შორის მრავალფეროვნების მხარდაჭერა, ფსიქოთერაპიის როლის და შესაძლებლობების უკეთ გააზრება, ქალთა წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდა;
ღონისძიება მოიცავდა ორ ნაწილს; პირველ პანელში მისასალმებელი სიტყვა წარმოადგინეს 5 ევროპული ქვეყნის ავტორიტეტული ფსიქოთერაპიული სკოლების წარმომადგენლებმა. ფესტივალის მეორე ნაწილი ეთმობოდა როლურ თამაშს. როური თამაშის თემატიკა იყო:
პანელი I სოციალური იზოლაცია და ქალთა ტიპები;
პანელი II ქალები ძალადობრივი გარემოს პირისპირ;
პანელი III ქალები მმართველობაში;

ფსიქოდრამაფესტივალზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ:
ეუგენიუს ლაურინატისი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური მდივანი. ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

ბრუნო ვან დენ ბოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი. ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

ჯოანა ჰიუიტ-ევანსი - ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური მდივანი. ფსიქოთერაპიული სწავლებების ევროპული ცენტრის EUROCPS ყოფილი ხელმძღვანელი.
ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი.

ინეს პუტნისი - ლატვიის ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ბორდის ხელმძღვანელი. ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

ლისბეთ პლისარტი - ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის მთავარი სუპერვიზორი, სერტიფიცირებული ქოუჩი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მოწვეული ტრენერი.
ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

კაროლინა ბესღილ მელფერი - ფსიქოდრამისა და მოქმედების ტექნიკის სასწავლო ცენტრის CEPSY MORENO-ს დამფუძნებელი. ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

მაია ბეგაშვილი - ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის, დენდრონის პრეზიდენტი, ECP ევროპული სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს სახელმწიფო სერტიფიცირებული ექიმი-ფსიქოთერაპევტი.

ღონისძიება წინგადადგმული ნაბიჯია ქართული და ევროპული ფსიქოთერაპიული სკოლების დაახლოებისა და ვალიდური ფსიქოთერაპიული ცოდნის დამკვიდრებისთვის საქართველოში.


6. უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული გასვლითი ვორქშოფი "განდევნილი, რეპრესირებული გრძნობების აღდგენა"
მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა მოქმედმა და მომავალმა ფსიქოთერაპევტმა.
ვორქშოფის მიზანი იყო სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი სამუშაო მექანიზმების გადაცემა, განახლებადი ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემის უზრუნველყოფა.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ შემუშავებული უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამა პირველია ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებაში. ჩვენი გუნდი მუშაობას განაგრძობს უწყვეტი პროფესიული განათლების დამკვიდრებაზე მენტალური ჯანმრთელობის უპირატესად კი ფსიქოთერაპიის სფეროში. 

7. ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამა
ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2020 წელს მომზადდა ოჯახის სპეციალისტის გადამზადების სრული მულტიდისციპლინური კურსი. საზოგადოებისთვის ჩატარდა ოთხი ღია ღონისძიება: მრგვალი მაგიდის ფორმატით ორგანიზებული ერთი შეხვედრა და სამი ვებინარი:
- მრგვალი მაგიდა: რა იწვევს ოჯახში კონფლიქტს;
ვებინარები:
- ოჯახში ძალადობა;
- ოჯახში თაობათა შორის დისჰარმონია;
- ოჯახის კონსულტანტის როლი და ფუნქცია; შეკითხვებზე პასუხი. 
ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამა უკვე მრავალი წელია არსებობს და ის 2021 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

8. მენტალური ჯანმრთელობის დარგების შესახებ ცნობიერების შეფასების კვლევა
2020 წელს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ორგანიზებით დაიწყო პირველი კვლევა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს მენტალური ჯანმრთელობის დარგების შესახებ ცნობიერების შესწავლას.  კვლევის შედეგები დაგვეხმარება ეფექტურად დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანია, რაც ხელს შეუწყობს მენტალური ჯანმრთელობის დარგების განვითარებას და ადამიანთა კეთილდღეობის ხარისხის გაზრდას. კვლევის შედეგების პრეზენტაცია 2021 წელს იგეგმება.

ანგარიშის წარგდენის მეორე ნაწილი მიეძღვნა ორგანიზაციის 2021 წლის პრიორიტეტულად განსაზღვრული სფეროების წარდგენას და სპეციალისტების დაჯილდოებას, რომლებიც მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ენთუზიაზმის ხარჯზე ანაზღაურების გარეშე იყვნენ ჩართული კრიზისების მართვის პლატფორმის პროგრამებში, მათ შორის, ბენეფიციართა უფასო ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის პროგრამაში.

ანგარიში არ მოიცავს საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებს, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობდა წლის განმავლობაში.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით ტარდება პირველი კვლევა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს მენტალური ჯანმრთელობის დარგების შესახებ საზოგადოებაში არსებული ცნობიერების შესწავლას.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის! გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თქვენი პასუხები ანონიმურია. კითხვარი დაყოფილია სამ სექციად და ჯამურად მოიცავს ცხრა შეკითხვას. კითხვარის შესავსებად საჭიროა 10 წუთზე ნაკლები დრო.  იმ შემთხვევაში, თუ  თქვენ არასდროს მიგიმართავთ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებისთვის,  შეგიძლიათ მონიშნოთ პასუხი "არ მიმიმართავს" თითოეულ გრაფაში. 

2020 წლის 9 დეკემბერს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბავშვთა და ოჯახის განვითარების
პროგრამის ფარგლებში გაიმართა ვებინარი თემაზე
2020 წლის 9 დეკემბერს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ვებინარი თემაზე "ოჯახში თაობათა შორის დისჰარმონია". ვებინარს უძღვებოდა ეკატერინე დარსანია, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მქონე ფსიქოთერაპევტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახური კრიზისების დაძლევის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს საინტერესო ჩართულობისთვის.
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898