ფსიქოგანათლების პროგრამის ანგარიში
2020 წლის 6 ივნისს მე-8 სესიით დაიხურა დენდრონის კრიზისების მართვის და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ფსიქოგანათლების პროგრამა.
პროგრამის მიზანი იყო ბენეფიციარების ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქოსოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული - კრიზისების მართვის და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმა დენდრონის გუნდის მიერ ჩამოყალიბდა კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისათვის.

პლატფორმის ჩამოყალიბებას წინ უძღვოდა საკვლევი კითხვარი, რომლითაც გამოიკვეთა ბენეფიციართა ძირითადი საჭიროებები და დაისახა  სამოქმედო გეგმა.

პლატფორმამ გააერთიანა ოთხი მიმართულება:
1. ფსიქოგანათლების პროგრამა;
2. ელექტრონული მასალების პლატფორმა მენტალური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხების შესახებ;
3. სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმი;
4. ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა.


ფსიქოგანათლების პროგრამა მოიცავდა რვა შეხვედრას.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 120-მდე ბენეფიციარმა.

სესიების თემატიკა:

  • შიში
  • შფოთვა
  • სტრესი-ნორმა თუ პათოლოგია
  • შეკითხვა ფსიქოთერაპევტს
  • საკუთარ თავში მოგზაურობა თვითიზოლაციის დროს
  • გვემუქრება თუ არა კორონავირუსი ფსიქოტრავმით
  • ემოციები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან
  • ემოციური ფაქტორი სომატურ დარღვევებში

ფსიქოგანათლების პროგრამა დამყარებული იყო დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. სესიებს უძღვებოდნენ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტები.  პროგრამაში ჩართვა შეეძლო ნებისმიერ მსურველს უფასოდ.

კრიზისების მართვის და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმა განაგრძობს მუშაობას და მოემსახურება კრიზისულ სიტუაციაში საზოგადოების ფსიქოთერაპიულ მხარდაჭერას.

კრიზისების მართვის პლატფორმის 2020 წლის პროგრამის ფარგლებში მუშაობას გაანგრძობს სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმი, ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა და მენტალური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე ელექტრონული მასალების პლატფორმა.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა
ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების
შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის
დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს,
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:
საქართველოს უკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს, UNICEF-ს,
საქართველოს ექიმთა ასოციაციის, ახალგაზრდული სამეცნიერო
გაერთიანებას, ქალთა და ბავშვთა გაძლიერებისა და გაერთიანების
ინსტიტუტს; კრიზისების დაძლევისა და რეაბილიტაციის ცენტრს;
ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრ
2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:
საქართველოს უკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს, UNICEF-ს, საქართველოს ექიმთა ასოციაციის, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებას, ქალთა და ბავშვთა გაძლიერებისა და გაერთიანების ინსტიტუტს; კრიზისების დაძლევისა და რეაბილიტაციის ცენტრს; ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრ "ლაბ ლაიფს", დედათა გაერთიანება ინანას; ბიზნეს ლაბორატორიას; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს; საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს; ევროპის უნივერსიტეტს.

ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყარა დიალოგის პლატფორმას "კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში", რომელიც 2021 წლის განმავლობაში იმუშავებს ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალი ეთიკური და კლინიკური საქმიანობის სტანდარტის დამკვიდრებაზე საქართველოში.

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით ტარდება პირველი კვლევა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს მენტალური ჯანმრთელობის დარგების შესახებ საზოგადოებაში არსებული ცნობიერების შესწავლას.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის! გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თქვენი პასუხები ანონიმურია. კითხვარი დაყოფილია სამ სექციად და ჯამურად მოიცავს ცხრა შეკითხვას. კითხვარის შესავსებად საჭიროა 10 წუთზე ნაკლები დრო.  იმ შემთხვევაში, თუ  თქვენ არასდროს მიგიმართავთ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებისთვის,  შეგიძლიათ მონიშნოთ პასუხი "არ მიმიმართავს" თითოეულ გრაფაში.