ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა - უფასო ონლაინ კონსულტაცია
ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული კონსულტირება ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და საშუალებას გაძლევთ გაიაროთ ფსიქოკონსულტაცია უფასოდ.

კონსულტაცია შედგება Zoom-ის გამოყენებით წინასწარი რეგისტრაციისა და დროის შეთანხმების შემდეგ.

კონსულტაციის დღეებია:

სამშაბათი 12.00-15.00
ოთხშაბათი 15.00 - 18.00
ხუთშაბათი 15.00 - 18.00

პროგრამა ხორციელდება დენდრონის პროექტის, კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის ფარგლებში.
პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობაზე და მაღალ საზოგადოებრივ და პროფესიულ თვითშეგნებაზე.


რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა


ჩვენი მუშაობის მიზანია ზრუნვა მოსახლეობის მენტალურ ჯამრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე. მიმდინარე გამოწვევებთან და სტრესებთან გამკლავების ხელშეწყობა ტრავმული სტრესის, პოსტტრავმული გართულებებისა და ადაპტაციის სხვადასხვა ტიპის დარღვევების პრევენციის მიზნით.

კონსულტირებას აწარმოებენ დენდრონის საერთაშორისო კლასის ECIP სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტები.

ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა:
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ იმ პირებს, ვისაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის პანდემია (ასევე მათი ოჯახის წევრებს), და ყველა სხვა პირს, ვინც თვლის, რომ ზიანი მიადგა პანდემიასთან დაკავშირებული თანამდევი მოვლენებით (თვითიზოლაცია, სამსახურებრივი და ოჯახური სირთულეები და სხვა). ფსიქოკონსულტირების სამუშაო თემატიკა იქნება ამ მდგომარეობით გამოწვეული შფოთვა, სტრესი, ფორიაქი, შიში, თვითიზოლაციით გამოწვეული სხვადასხვა სახის დისკომფორტი.

კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.

ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმული.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა
ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების
შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის
დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს,
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:
საქართველოს უკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს, UNICEF-ს,
საქართველოს ექიმთა ასოციაციის, ახალგაზრდული სამეცნიერო
გაერთიანებას, ქალთა და ბავშვთა გაძლიერებისა და გაერთიანების
ინსტიტუტს; კრიზისების დაძლევისა და რეაბილიტაციის ცენტრს;
ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრ
2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:
საქართველოს უკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს, UNICEF-ს, საქართველოს ექიმთა ასოციაციის, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებას, ქალთა და ბავშვთა გაძლიერებისა და გაერთიანების ინსტიტუტს; კრიზისების დაძლევისა და რეაბილიტაციის ცენტრს; ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრ "ლაბ ლაიფს", დედათა გაერთიანება ინანას; ბიზნეს ლაბორატორიას; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს; საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს; ევროპის უნივერსიტეტს.

ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყარა დიალოგის პლატფორმას "კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში", რომელიც 2021 წლის განმავლობაში იმუშავებს ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალი ეთიკური და კლინიკური საქმიანობის სტანდარტის დამკვიდრებაზე საქართველოში.

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით ტარდება პირველი კვლევა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს მენტალური ჯანმრთელობის დარგების შესახებ საზოგადოებაში არსებული ცნობიერების შესწავლას.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის! გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თქვენი პასუხები ანონიმურია. კითხვარი დაყოფილია სამ სექციად და ჯამურად მოიცავს ცხრა შეკითხვას. კითხვარის შესავსებად საჭიროა 10 წუთზე ნაკლები დრო.  იმ შემთხვევაში, თუ  თქვენ არასდროს მიგიმართავთ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებისთვის,  შეგიძლიათ მონიშნოთ პასუხი "არ მიმიმართავს" თითოეულ გრაფაში.