ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის პროგრამა კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით

დენდრონის კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ბაზაზე ამოქმედდა covid19-ის პანდემიით  გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის უფასო პროგრამა მოსახლეობის ფართო მასებისთვის.

ჩვენი მუშაობის მიზანია ზრუნვა მოსახლეობის მენტალურ ჯამრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე, მიმდინარე გამოწვევებთან და სტრესებთან გამკლავების ხელშეწყობა ტრავმული სტრესის, პოსტტრავმული გართულებებისა და ადაპტაციის სხვა და სხვა ტიპის დარღვევების თავიდან აცილების, პრევენციის მიზნით.

კონსულტირებას აწარმოებენ ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპევტები.

უფასო ფსიქოკონსულტირების პროგრამა მოიცავს სამ ნაწილს:

1. ფსიქოგანათლება - მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქო - სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.

ფსიქოგანათლების პროგრამაზე რეგისტრაცია:

პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 4 შეხვედრას და გაგრძელდება ერთი თვე.

2. სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმი - მიზანია ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა ინდივიდის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზის, გარშემომყოფების გავლენის ანალიზის, რესურსული მობილიზების, ინდივიდუალური კარგად ყოფნის მოდელის შექმნისა და ცხოვრებაში გადატანის სახით. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.

სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმზე რეგისტრაცია:

3. ინვივიდუალური ონლაინ კონსულტაცია - კონსულტაცია შედგება Zoom-ის გამოყენებით წინასწარი რეგისტრაციისა და დროის შეთანხმების შემდეგ.


უფასო ინდივიდუალური კონსულტირების ერთი (დისტანციური) შეხვედრის ხანგრძლივობაა 40 წუთი.
პროგრამის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში თითოეული პირისათვის გათვალისწინებულია სამი უფასო კონსულტაცია. თითოეული მონაწილისათვის კონსულტაციის ერთთვიანი უფასო სესიის ვადის ათვლა მოხდება ინდივიდუალურად პირველი კონსულტაციიდან.

უფასო ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამაზე რეგისტრაცია:

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

დენდრონი იწყებს ახალ საავტორო
პროექტს Psych-Talk. შენ შეგიძლია გახდე სპიკერი და შენი წვლილი
შეიტანო ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში! 

პროექტის მიზანია ფსიქოთერაპიის
შესახებ ცნობიერების ამაღლება, მენტალური ჯანმრთელობის საკითხებისადმი
არსებული სტიგმის შემცირება, კვალიფიციურ სერვისებზე თანაბარი წვდომის
შესაძლებლობის მხარდაჭერა, ეთიკური და კვალიფიციური ფსიქოთერაპიული
პრაქტიკის მხარდაჭერა. პროექტის მონაწილეები გაივლიან გადამზადებას,
რის შემდეგაც სპიკერის სტატუსით ჩაერთვებიან ფსიქოთერაპიის შესახებ
ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.
დენდრონი იწყებს ახალ საავტორო პროექტს Psych-Talk. შენ შეგიძლია გახდე სპიკერი და შენი წვლილი შეიტანო ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში! 

პროექტის მიზანია ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მენტალური ჯანმრთელობის საკითხებისადმი არსებული სტიგმის შემცირება, კვალიფიციურ სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობის მხარდაჭერა, ეთიკური და კვალიფიციური ფსიქოთერაპიული პრაქტიკის მხარდაჭერა. პროექტის მონაწილეები გაივლიან გადამზადებას, რის შემდეგაც სპიკერის სტატუსით ჩაერთვებიან ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.
2020 წლის 30 ივლისს დენდრონმა
უმასპინძლა ფსიქოდრამის პირველ ფესტივალს საქართველოში.
ფესტივალის 2020 წლის თემატიკა იყო
კრიზისული მდგომარეობები და ქალთა გამოწვევები.
ფესტივალი ჩატარდა დისტანციური
ფორმატით.
ფსიქოდრამაფესტივალის მიზანი
იყო საქართველოში ქალთა
წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ საზოგადოების მგრძნობელობის
გაზრდა, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფსიქოთერაპიული
ინტერვენციის როლის და შესაძლებლობების გააზრება.
2020 წლის 30 ივლისს დენდრონმა უმასპინძლა ფსიქოდრამის პირველ ფესტივალს საქართველოში.
ფესტივალის 2020 წლის თემატიკა იყო კრიზისული მდგომარეობები და ქალთა გამოწვევები.
ფესტივალი ჩატარდა დისტანციური ფორმატით.
ფსიქოდრამაფესტივალის მიზანი იყო საქართველოში ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდა, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფსიქოთერაპიული ინტერვენციის როლის და შესაძლებლობების გააზრება.
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898