პროექტები
ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაცია საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით, გაძლევთ შესაძლებლობას აიმაღლოთ ცნობიერება, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია და ჩაერთოთ აქტიურ დისკუსიებში. ამჯერად ჩვენი ლოკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. 2019 წლის რიგით მეხუთე საჯარო შეხვედრა
დენდრონი უერთდება განათლების სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების განხორციელებას.
 
დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა
დენდრონში გრძელდება ყველაზე საინტერესო და შემეცნებითი პროექტები! ♥
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაცია საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით, ფსიქოლოგიითა და ფსიქოთერაპიით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ საჯარო შეხვედრებს. 

ყველაზე საინტერესო შეხვედრა ფსიქოლოგიითა და ფილმებით დაინტერესებულთათვის! 

მეორე ფილმი,რომელიც ხმათა უმრავლესობით შეირჩა არის “12 განრისხებული მამაკაცი” - ფილმის დასრულებისას განიხილება შემდეგი საკითხები:

 

 

 

1) მკვლელობის საქმის დეტალები.

გიწვევთ ღია შეხვედრა-დისკუსიაზე ოჯახური ძალადობის შესახებ. ფსიქოლოგებთან, რელიგიის წარმომადგენლებთან და იურისტებთან ერთად ვისაუბრებთ ოჯახური ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებებზე, მიზეზებზე, მათი დაძლევისა და პრევენციის გზებზე.

შეხვედრა ფსიქოლოგიითა და ფილმებით დაინტერესებულთათვის.

ჩვენი კინო კლუბი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს უქმეები გაატაროს ნაყოფიერად, პოზიტიურად, მეგობრულ და პროფესიონალი მენტორებით დაკომპლექტებულ გარემოში.

ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრისა და ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წამალდამოკიდებულებს, ალკოჰოლდამოკიდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს შეეძლებათ უფასოდ გაიარონ კონსულტაციები ექიმ ნარკოლოგებთან და ფსიქოთერაპევტებთან.
ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" ორგანიზებით 30 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კინოსაღამო ნორმის სტიგმატიზაციის თემაზე.
ეს იყო პროექტ "ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ" ფარგლებში ჩატარებული რიგით მე-4 ღონისძიება, რომელიც წარიმართა უცვლელი ფორმატით.
საღამოს პირველი ნაწილი დაეთმო კინოჩვენებას, ხოლო მე-2 ნაწილში გაიმართა დისკუსია მასში ასახულ პრობლემაზე.
საზოგადოების მოთხოვნისა და მისი აქტიური დაინტერესების გათვალისწინებით დენდრონი კვლავაც გეგმავს კინოსაღამოების ციკლის გაგრძელებას სტიგმატიზაციის თემაზე.
ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" ორგანიზებით და თბილისის მე-60 სკოლის მოსწავლეების ჩართულობით 28 ივნისს ჩატარდა გამწვანების აქცია.
პირველი კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შვიდი ახალი ხე დარგეს.
"იბრძოლე სიცოცხლისთვის" დენდრონის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში წამალდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის სწორი მიდგომების ჩამოყალიბებასა და დანერგვას.
 
პროექტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით:
"დენდრონის" მიერ ორგანიზებული კინოსაღამო "ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ" მიეძღვნა სტიგმატიზაციის პრობლემას, კერძოდ კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტიგმას საზოგადოებაში.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით (22 აპრილი) დენდრონმა მე-60 სკოლაში ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება ჩაატარა.
"დენდრონის" ორგანიზებით 5 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზაციის საკითხებზე.
2013 წლის 13 და 14 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი "ოჯახური ურთიერთობების მართვის საფუძვლები".
"დენდრონის" სპეციალისტებმა დამსწრეებს წარუდგინეს შემდეგი სატრენინგო მასალა: