ქალის სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია - ვლადიმერ დომორაცკის საავტორო კურსი
3 და 4 ოქტომბერს, დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (IAIP) გიწვევთ უნიკალურ საერთაშორისო სასერტიფიკაციო სასწავლო კურსზე ფსიქოსექსოლოგიაში. კურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე თანამედროვე და ამომწურავი ინფორმაცია ქალის სექსუალობაზე, მისი განვითარების, შესაძლო დარღვევებისა და მათი ფსიქოთერაპიული (არამედიკამენტოზური) კორექციის შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის, გაეცნობით უნიკალურ საავტორო სავარჯიშოებს. კურსს ავტორი და წამყვანია პროფესორი ვლადიმერ დომორაცკი, (ბელორუსი). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და კლინიკური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი, ექიმი-ფსიქოთერაპევტი, სექსოლოგი, ფსიქიატრი, ერიქსონის ფსიქოთერაპიისა და ერიქსონის ჰიპნოზის მოდალობის ხელმძღვანელი და საერთაშორისო კლასის სუპერვიზორი ფსიქოთერაპევტთა პროფესიულ ლიგაში (PPL), ერიქსონის ჰიპნოზისა და წყვილთა თერაპიის, პრობლემაზე ორიენტირებული თერაპიის, თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაციისა და გადამუშავების (EMDR) სერტიფიცირებული სპეციალისტი. ვლადიმერ დომორაცკი არის 6 პროფესიული მონოგრაფიის ავტორი ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიისა და სექსოლოგიის დარგში, მათ შორის პოპულარული მონოგრაფიის "ფსიქოთერაპიის მოკლევადიანი ტექნიკები" ავტორი.

კურსის შინაარსი (20 საათი):

• ქალთა სექსუალობის თავისებურებები
• ანამნეზის შეკრება, ქალთა სექსუალური პრობლემის მატარებელ ქალთა სექსოლოგიური გამოკვლევის თავისებურებები
• ქალთა ანორგაზმია და მისი თერაპიის მეთოდები
• ქალთა სხვა სექსუალური დისფუნქციები და მათი მკურნალობა
• ფსიქოსექსოლოგიურ კონსულტირებაში გამოყენებული ტექნიკები: სექს- თერაპია, ერიქსონის ჰიპნოზის ტექნიკები
• დესენსიბილიზაცია და გადამუშავება თვალის მოძრაობით, ნეიროლონგვისტური პროგრამირება.

3 და 4 ოქტომბერს ვიწვევთ მათ, ვისაც სურს:
*გაეცნოს თანამედროვე წარმოდგენებს ქალის ფსიქოსექსოლოგიასა და სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპიაში;
* გაერკვსეს საკუთარი სექსუალური, პარტნიორული თუ ოჯახური ურთიერთობების სირთულეებში;
*დაძლიოს სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკუთარი შიშები, შეზღუდვები და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალებით.

აღნიშნული კურსი წარმოადგენს ფსიქოსექსოლოგიის საერთაშორისო სასწავლო-სასერტიფიკაციო პროგრამის ნაწილს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩართვა - როგორც სპეციალისტებს (ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ოჯახის ექიმებს, გინეკოლოგებს, სექსოლოგებს, ფსიქიატრებს, სოციალურ მუშაკებს, შესაბამისი პროფილის სტუდენტებს, ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ახალი ინფორმაციების მოპოვება ადამიანების სექსუალურ განვითარებაზე, ახალ შესაძლებლობებზე პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

სრული ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

-სამუშაო დრო: შაბათი, 3 ოქტომბერი,10.00 - 18.00 კვირა, 4 ოქტომბერი, 10.00 - 18.00.

გათვალისწინებულია შესვენება სადილისთვის და coffee break.

სამუშაო ენები - რუსული, ქართული (უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი).

კურსი ჩატარდება თბილისში, 3 და 4 ოქტომბერს, დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ბაზაზე, რომელიც აკრედიტებულია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციაციის (EAIP) მიერ.

საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კურსი ჩატარდება ონლაინ.

გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) ლოგოთი და აკრედიტებული საათების რაოდენობის მითითებით.

❓ გსურთ გქონდეთ ჰარმონიული სექსუალური, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობები?
❓ გსურთ გაერკვეთ საკუთარ სექსუალობაში?
❓ გსურთ შეიძინოთ ქალისა და მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციებთან სამუშაო უნიკალური და ეფექტური პრაქტიკული ინსტრუმენტები/ტექნიკები?
❓ გსურთ გაეცნოთ ადამიანის სექსუალობის ფორმირების, გადახრებისა და მათი კლინიკური გამოვლინებების ფსიქოთერაპიის ინტეგრირებულ მოდელს?
❓ გსურთ იქონიოთ ეფექტური და წარმატებული პროფესიული პრაქტიკა? 

დარეგისტრირდით კურსზე და ისწავლეთ პროფესიონალებთან!
კურსის ღირებულებაა 1000 ლარი.

საშეღავათო პირობები:
15 ივლისამდე მეგობართან ერთად, წყვილში რეგისტრაციისას - 600 ლარი თითოეულისთვის (40% ფასდაკლება);
15 აგვისტომდე მეგობართან ერთად, წყვილში რეგისტრაციისას - 750 ლარი თითოეულისთვის (25% ფასდაკლება);
დენდრონის სხვა სასწავლო კურსებისა და ტრენინგების მონაწილეთათვის სწავლის ღირებულება - 500 ლარი (50% ფასდაკლება).
დენდრონის ფსიქოთერაპიის სასწავლო საერთაშორისო აკრედიტირებული 4 წლიანი პროგრამის მიმდინარე მსმენელებისთვის კურსი უ ფ ა ს ო ა.

"ფსიქოსექსოლოგიისა და წყვილთაშორისი ურთიერთობების სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპიის" კურსი მომზადებულია დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის (IAIP) ბაზაზე და შეადგენს ფსიქოთერაპიის შემსწავლელი საერთაშორისო სასერტიფიკაციო 4 წლიანი პროგრამის ორგანულ ნაწილს.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული: ან მოგვწერეთ ელ - ფოსტაზე: dendroni.study@gmail.com (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი).

დამატებითი ინფორმაცია: ტელეფონი: 599 505 898 555 947 419

მისამართი: თბილისი, მ.კოსტავას 47/57
რეგისტრაცია დაწყებულია! ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

პიროვნული აშლილობების
ფსიქოთერაპიის სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი თბილისში 2020 წლის 6
– 7 დეკემბერს! ხასიათი, პიროვნული აშლილობა - ფორმირება და
ფსიქოთერაპია (მოსაზღვრე და ნარცისული პიროვნული აშლილობები).
II მოდული ეს პროგრამა შენთვისაა
თუ ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდები ამ კითხვებს და გსურს მიიღო მათზე
პასუხები პროგრამა ნამდვილი საჩუქარა ფსიქოთერაპიაში,
ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე
პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის!
პიროვნული აშლილობების ფსიქოთერაპიის სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი თბილისში 2020 წლის 6 – 7 დეკემბერს! ხასიათი, პიროვნული აშლილობა - ფორმირება და ფსიქოთერაპია (მოსაზღვრე და ნარცისული პიროვნული აშლილობები).
II მოდული ეს პროგრამა შენთვისაა თუ ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდები ამ კითხვებს და გსურს მიიღო მათზე პასუხები პროგრამა ნამდვილი საჩუქარა ფსიქოთერაპიაში, ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის!
უნიკალური სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი ონლაინ


სექსუალური დისფუნქციებისა და წყვილთა შორის დისჰარმონიის
ფსიქოთერაპია

2020 წლის 30– 31 მაისს



მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს:
უნიკალური სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი ონლაინ

სექსუალური დისფუნქციებისა და წყვილთა შორის დისჰარმონიის ფსიქოთერაპია
2020 წლის 30– 31 მაისს

მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს:
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898