სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია - online კურსი
უნიკალური სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი ონლაინ

სექსუალური დისფუნქციებისა და წყვილთა შორის დისჰარმონიის ფსიქოთერაპია
2020 წლის 30– 31 მაისს

მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს:
- ახალი ცოდნისა და სამუშაო ტექნიკების სწავლა ფსიქოსექსუალური სირთულეების მქონე კლიენტებთან/პაციენტებთან შედეგიანი პრაქტიკისთვის;
- გაიღრმავოს პროფესიული თავდაჯერებულობა;
- ემსახუროს საყვარელ საქმეს, ჰყავდეს მადლიერი კლიენტები/პაციენტები და ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი;
- გაერკვეს საკუთარი სექსუალური, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობების სირთულეებში;
- დაძლიოს სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკუთარი შიშები და შეზღუდვები და აიმაღლოს თვითშეფასება;
- პიროვნული განვითარება და ორიენტირებულია საკუთარი პოტენციალის გამოვლენაზე;
- მოიპოვოს ევროპული პროფესიული საზოგადოების აღიარებული სერთიფიკატი და ცოდნის დამადასტურებელი აკრედიტებული საათები.

რას შეძლებთ და რისი საშუალება გექნებათ სასწავლო კურსის ფარგლებში?

* გაიაზრებ და გააცნობიერებ თანამედროვე საზოგადოების სექსუალობასთან დაკავშირებულ ნეგატიურ ტენდენციებს და მათი თავიდან არიდების შესაძლებლობებს;
* ისწავლი და გეცოდინება რა არის ნორმა და რა გადახრა სექსუალურ ფუნქციონირებაში და როგორ ამოიცნო ისინი საკუთარ სექსუალურ აქტივობაში;
* განასხვავებ ერთმანეთისგან ჰომო, ჰეტერი და ბისექსუალობას და გაეცნობი მათი გამოვლინების თავისებურებებსა და ტენდენციებს
* შეისწავლი უნიკალურ ტექნიკებსა და მიდგომებს პროფესიული საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვისთვის, ფსიქოსექსუალური სირთულეების მქონე ადამიანების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის;
* საშუალება გექნება გაერკვე საკუთარი პიროვნების სექსუალურ მხარეში;
* მოიპოვო საუკეთესო საშუალებები პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის;
* შეძლებ უკეთ გაერკვე საკუთარ ურთიერთობებში პარტნიორთან/მეუღლესთან;
* შეძლებ, გაიაზრო შენი სექსუალური, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობის ჰარმონიული წარმართვის შესაძლო დაბრკოლებები და მოიძიო ყველა საჭირო რესურსი მათი გაუმჯობესებისთვის;
* ისწავლი და გააცნობიერებ რა ტიპის სიყვარულის ფორმას ავლენ და რატომ არის ამის გააზრება მნიშვნელოვანი სტაბილური, ჰარმონიული ურთიერთობისთვის;
* გაიუმჯობესებ ურთიერთობებს პარტნიორთან/მეუღლესთან;
* მიიღებ ავტორის მიერ მოწოდებულ სამუშაო მასალას;
* მიიღებ საერთაშორისო ორენოვან (ქართული და ინგლისური) სერთიფიკატს ევროპის ფსიქოთერაპევთტა ასოციაციის (EAP) ლოგოთი, აკრედიტებული საათების რაოდენობის მითითებით;

კურსის მიზნებია:

* სისტემური საბაზისო ცოდნის შეძენა ფსიქოსექსუალური განვითარების შესახებ ნორმისას და სხვადასხვა გადახრებისას
* ადამიანთა სექსუალური აქტივობის ძირითადი ფორმებისა და მოტივების გაცნობა
* სქესობრივი ცხოვრების ფსიქოჰიგიენის, წყვილთა შორის სექსუალური და პარტნიორული ურთიერთობების დისჰარმონიის მიზეზების გაცნობა
* ქალთა და მამაკაცთა სექსუალური დარღვევების ფორმირების თავისებურებებისა და წყვილთა ტიპიური პრობლემების გაცნობა
* სექსუალური დეზადაპტაციის ძირითადი ფსიქოლოგიური მექანიზმების კორექციის ფსიქოთერაპიული ამოცანისა და მეთოდების შესახებ ადექვატური წარმოდგენის განვითარება
* ინტიმურ - პირადი სფეროს პრობლემის მატარებელ პირთა სექსოლოგიური კონსულტირებისა და სექსუალური დისფუნქციებისა და წყვილთა დისჰარმონიისას სექსოლოგიური კონსულტირების ჩვევების შესწავლა ნლპ, ერიქსონის ჰიპნოზის, წყვილთა და სექს- თერაპიის გამოყენებით

- კურსზე გამოყენებული იქნება სწავლებისა და ფსიქოთერაპიული მუშაობის თანამედროვე, საავტორო მეთოდები, მათ შორის ქცევითი და წყვილთა თერაპიის სამუშაოს დემონსტრირება, მუშაობა მცირე ჯგუფებში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენებით - ერიქსონის ჰიპნოზი, ნლპ, თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაცია და გადამუშავება (EMDR) და სხვა.

კურსი შედგება 4 მოდულისგან და მოიცავს 80 აკადემიურ საათს
ერთი მოდულის ხანგრძლივობაა 20 აკადემიური საათი, 2 დღე

კურსის პირველი მოდული, „სექსოლოგიის შესავალი“ გაიმართება 2020 წლის 30 - 31 მაისს, თბილისში. მისი ხანგრძლივობაა ორი დღე, 20 აკადემიური საათი

სამუშაო დრო:
შაბათი, 30 მაისი,10.00 - 19.00
კვირა, 31 მაისი, 10.00 - 19.00.

სასწავლო - სასერთიკიკაციო კურსის I მოდულის შინაარსი:

1. სექსუალობის თანამედროვე ტენდენციები, თანამედროვე საზოგადოების სექსუალობასთან დაკავშირებული ნეგატიური ტენდენციები. სექსუალური ურთიერთობა. სექსუალური ლექსიკა, სექსუალური აქტივობის ფორმები გ.ს. ვასილჩენკოს მიხედვით. ადამიანთა სექსუალური აქტივობის ბაზისური მოტივები. სექსუალური ნორმა. სექსუალობის ინდივიდუალურ-კონსტიტუციური და ასაკობრივი ასპექტები.
2. ტვინი და სექსუალური აქტივობა. სიყვარულთა ტიპები. სიყვარულის ბიოქიმიური საფუძვლები. სიყვარული და სექსუალობა. სექსუალობის მითოლოგია. ყალბი გენდერული სტერეოტიპები.
3. ფსიქოსექსუალური განვითარება და მისი გადახრები
4. ფსიქოსექსუალური განვითარების ნორმა: სქესობრივი თვითშემეცნების ფორმირება, როლურ-სქესობრივი ქცევის სტერეოტიპები, ფსიქოსექსუალური ორიენტაცია, მისი დარღვევა, სიმბოლდრამის მოტივები ფსიქოსექსუალური განვითარების დარღვევისა და მიმდინარე სექსუალური პრობლემის დიაგნოსტირებაში.
5. ტრანსსექსუალობა. სქესობრივი იდენტიფიკაციის დარღვევა ბავშვთა ასაკში და მისი კორექცია.
6. ჰომოსექსუალური და ჰიპერფემინური ქცევა
7. ჰომო, ჰეტერი და ბისექსუალობა. მესამე სქესი.
8. სექსუალური ლტოლვის ანომალიები: სექსუალური დევიაცია და პარაფილია. თანამედროვე მიდგომები და მკურნალობის პრინციპები.

სრულად კურსის შესახებ ეწვიეთ ბმულებს
https://clck.ru/NP7Yr
https://clck.ru/NP7Zq

სამუშაო ენებია რუსული, ქართული (უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი)

კურსი ტარდება დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ბაზაზე, რომელიც აკრედიტებულია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ

გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) ლოგოთი და აკრედიტებული საათების რაოდენობის მითითებით

კურსის ავტორი და წამყვანი

ვლადიმერ დომორაცკი (ბელარუსია)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რუსეთის სამეცნიერო სექსოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი
საერთო ევროპული პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის ნამდვილი წევრი,
პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) ოფიციალური საერთაშორისო კლასის წარმომადგენელი
ერიქსონის თერაპიისა და კლინიკური ჰიპნოზის, ოჯახური და წყვილთა თერაპიის, პრობლემაზე ორიენტირებული თერაპიის სერტიფიცირებული სპეციალისტი;
პროფესიულ ფსიქოთერაპიულ ლიგაში ხელმძღვანელობს მოდალობას „ერიქსონის თერაპია და ერიქსონის ჰიპნოზი“, მიყავს სასწავლო პროგრამები ერიქსონის ჰიპნოზში, ასევე სემინარები სექსუალური დისფუნქციისა და წყვილებს შორის დისჰარმონიის ფსიქოთერაპიის სფეროში, თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაციის მიმართულებით (EMDR) და ა.შ.

კურსი განკუთვნილია დამხმარე პროფესიების წარმომადგენლებისთვის - ექიმებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, რომლებიც მუშაობენ სექსოლოგიურ კონსულტირებაში ან აწარმოებენ იმ პირთა ფსიქოთერაპიას რომელთაც აქვთ სირთულე ინტიმურ სფეროში, პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის დარგში მომუშავე ან სასწავლო პროცესში მყოფი პირებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი და/ან სურს საკუთარი სექსუალური, პარტნიორულ და ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესება.


გსურს იქონიო ჰარმონიული სექსუალური, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობა?
გაერკვე საკუთარ სექსუალობაში?
გსურს შეიძინო ქალისა და მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციებთან, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობების სირთულეებთან/პრობლემებთან მუშაობის პრაქტიკული ინსტრუმენტები/ტექნიკები?
გსურს გაეცნო სექსუალური განვითარების, ქალისა და მამაკაცის სექსუალობის ფორმირებისა და მათი კლინიკური გამოვლინებების ფსიქოთერაპიის ინტეგრირებულ მოდელს?
გსურს იქონიო ეფექტური და წარმატებული ფსიქოთერაპიული პრაქტიკა?

მ ა შ ი ნ შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ი თ !
დარეგისტრირდით კურსზე და შემოუერთდით პროფესიონალი, ევროპული აღიარების ფსიქოთერაპევტების უნიკალურ სივრცეს!

ჩვენი მისამართია თბილისი, მ.კოსტავას 47/57

სასწავლო - სასერტიფიკაციო კურსის ერთი მოდულის ღირებულებაა 1000 ლარი

წყვილად, მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში 850 - 850 ლარი

ფასდაკლება ყველაზე სწრაფებისთვის!

20 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში ფასდაკლება 800 ლარი, წყვილად, მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში 700 /700 ლარი

დენდრონის სხვა სასწავლო კურსებისა და ტრენინგების მონაწილეთათვის ღირებულებაა 480 ლარი
ოთხივე მოდულის გავლის შემთხვევაში ერთი მოდულის ღირებულებაა 800 ლარი, სრული 80 საათი პროგრამის - 3200 ლარი 4800 ლარის ნაცვლად!

ყურადღება!!! ფსიქოთერაპიის შემსწავლელი 4 წლიანი პროგრამის მიმდინარე მსმენელებისთვის სასწავლო კურსი უფასოა

კურსი მომზადებულია დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ბაზაზე და შეადგენს ფსიქოთერაპიის შემსწავლელი 4 წლიანი პროგრამის ნაწილს.


რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული
http://bit.do/fqw4a

ან

მოგვწერეთ ელ - ფოსტაზე dendroni.study@gmail.com
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, რატომ გსურთ კურსის გავლა

დამატებითი ინფორმაცია:
599 50 58 98; 555 94 74 19
dendroni.study@gmail.com
მის.: მ.კოსტავას 47/57

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
გთხოვთ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია მათ, ვისთვისაც შესაძლოა სასარგებლო იყოს!

შემოგვიერთდით! აღმოაჩინეთ უსაზღვრო შესაძლებლობები ჩვენთან ერთად!

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

პიროვნული აშლილობების
ფსიქოთერაპიის სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი თბილისში 2020 წლის 6
– 7 დეკემბერს! ხასიათი, პიროვნული აშლილობა - ფორმირება და
ფსიქოთერაპია (მოსაზღვრე და ნარცისული პიროვნული აშლილობები).
II მოდული ეს პროგრამა შენთვისაა
თუ ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდები ამ კითხვებს და გსურს მიიღო მათზე
პასუხები პროგრამა ნამდვილი საჩუქარა ფსიქოთერაპიაში,
ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე
პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის!
პიროვნული აშლილობების ფსიქოთერაპიის სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი თბილისში 2020 წლის 6 – 7 დეკემბერს! ხასიათი, პიროვნული აშლილობა - ფორმირება და ფსიქოთერაპია (მოსაზღვრე და ნარცისული პიროვნული აშლილობები).
II მოდული ეს პროგრამა შენთვისაა თუ ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდები ამ კითხვებს და გსურს მიიღო მათზე პასუხები პროგრამა ნამდვილი საჩუქარა ფსიქოთერაპიაში, ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის!
3 და 4 ოქტომბერს, დენდრონის
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (IAIP) გიწვევთ
უნიკალურ საერთაშორისო სასერტიფიკაციო სასწავლო კურსზე
ფსიქოსექსოლოგიაში. კურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე
თანამედროვე და ამომწურავი ინფორმაცია ქალის სექსუალობაზე, მისი
განვითარების, შესაძლო დარღვევებისა და მათი ფსიქოთერაპიული
(არამედიკამენტოზური) კორექციის შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის,
გაეცნობით უნიკალურ საავტორო სავარჯიშოებს. კურსს ავტორი და წამყვანია
პროფესორი ვლადიმერ დომორაცკი, (ბელორუსი). მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორი.
3 და 4 ოქტომბერს, დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (IAIP) გიწვევთ უნიკალურ საერთაშორისო სასერტიფიკაციო სასწავლო კურსზე ფსიქოსექსოლოგიაში. კურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე თანამედროვე და ამომწურავი ინფორმაცია ქალის სექსუალობაზე, მისი განვითარების, შესაძლო დარღვევებისა და მათი ფსიქოთერაპიული (არამედიკამენტოზური) კორექციის შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის, გაეცნობით უნიკალურ საავტორო სავარჯიშოებს. კურსს ავტორი და წამყვანია პროფესორი ვლადიმერ დომორაცკი, (ბელორუსი). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898