ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში

მყუდრო პროფესიულ გარემოში გიწვევთ სემინარ - ვორქშოპზე „ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში“. 

ღონისძიებას წარუძღვებიან: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპელი ექსპერტი მასა ზველკი (სლოვენია) - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი, ლუბლიანას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ქართველი ექსპერტი მაია ბეგაშვილი - ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), მულტიმოდალი, ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი.

სემინარ - ვორქშოპის ხანგრძლივობაა 4 საათი. სამუშაო ენა - ინგლისური (ქართული). უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურიდან თარგმანი. გაიცემა ორენოვანი, ინგლისურ - ქართული სერთიფიკატი. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ გრაფები.

მისამართი: მ.კოსტავას 47. 

ბეჭდვა