ოჯახური ფსიქოთერაპიის საბაზისო სასწავლო კუსი - ინტეგრირებული სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია
ოჯახური ცხოვრება - ყველაზე რთული საქმიანობაა სამყაროში! ოჯახური თანაცხოვრება გავს ორი ორგანიზაციის კორპორატიულ ინტეგრაციას, რომლებსაც აკავშირებს მრავალი საერთო ღირებულება და მიზანი. ერთერთი მათ შორის ახალი სიცოცხლის შექმნა და აღზრდაა. ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობები მყარი საფუძველია შეიქმნას ბედნიერი, სიცოცხლისუნარიანი ახალი თაობა. ხოლო იქ, სადაც ასეთ გაერთიანებულ კორპორაციაში პრობლემებია, ახალი სიცოცხლე ბედნიერებასა და სიცოცხლისუნარიანობას მოკლებულია.
ასეთ ოჯახებში იზრდებიან დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები, რომლებსაც შემდგომ ექმნებათ მთელი რიგი ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები: დევიანტური ქცევა; ფსიქიატრიული პრობლემები; ალკოჰოლდამოკიდებულება; ნარკოდამოკიდებულება; სიღარიბე და წარუმატებლობა; საწინააღმდეგო სქესთან და ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეები და მრავალი სხვა. თუ ჩვენ ვიზრუნებთ ოჯახის შიდა პრობლემებზე და არ დავიშურებთ მიზნისთვის ჩვენს ყველანაირ რესურსს, გავხდით მას ჯანსაღ მიკროკოსმოსად, სადაც ადამიანს შეეძლება თავისუფალი განვითარება, მაკროსამყარო მიიღებს ნამდვილ, სრულფასოვან, ბედნიერ პიროვნებას. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სამყაროს გაკეთილშობილებას. სასწავლო პროგრამა მოწოდებულია ოჯახებთან ეფექტიანი ფსიქოთერაპიის წარმოებისათვის, გაჯერებულია ფსიქოთერაპიული ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რომელიც შესაძლებელს გახდის ოჯახური თერაპიის პროცესის სწორ კონსტრუირებას. სასწავლო პროგრამა მომზადებულია დენდრონის სასწავლო პლატფორმის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ბაზაზე, წარმოადგენს საერთაშორისო სასერთიფიკაციო კურსს.
პროგრამის მიზანია:
1. ოჯახის, როგორც ფსიქოლოგიური ანალიზის ერთეულის შესახებ თეორიული საფუძვლების ცოდნა
2. ოჯახური ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულებებისა და სკოლების ზოგადი თეორიული ცოდნა
3. ოჯახის დიაგნოსტირების და სამუშაო სტრატეგიების სწავლა
4. ფსიქოთერაპიული ტექნიკების დამონტაჟების სწავლა
5. კლასიკური, ოჯახური ფსიქოთერაპიული სავარჯიშოებისა და ტექნიკების სწავლა. კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის კლინიკური და სოციალური ფსიქოლოგებისთვის, ექიმებისთვის, ფსიქოთერაპიით დაინტერესებული პირებისთვის ან დარგში დასაქმებული პირებისთვის, ფსიქოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ასევე, დაოჯახებული წყვილებისთვის, წყვილებისთვის რომლებიც გეგმავენ ოჯახის შექმნას, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სასწავლო პროგრამა:
1. ოჯახური ფსიქოთერაპიის არსი, რაობა, ძირითადი თერაპიული მიმართულებები, მათი მუშაობის ინსტრუმენტები
2. ოჯახური ფსიქოთერაპიის მიზნები და ამოცანები
3. ოჯახური ფსიქოთერაპიის დაგეგმვა და სტრუქტურირება
4.ფსიქოთერაპიული ტექნიკები, როგორც ფსიქოთერაპევტის სამუშაო ინსტრუმენტები - მათი სტრუქტურირების და დამონტაჟების მეთოდები
5. მუშაობა კონფლიქტურ ოჯახთან - დიაგნოსტირების და ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მეთოდები და ტექნიკები 6. მუშაობა კრიზისულ ოჯახთან - დიაგნოსტირების და ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მეთოდები და ტექნიკები
7. მუშაობა პრობლემურ ოჯახთან - დიაგნოსტირების და ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მეთოდები და ტექნიკები
8. ოჯახი, როგორც ფსიქოლოგიური ერთეულის თეორიული საფუძვლები
9. ოჯახური ფსიქოთერაპიული მიმართულებები და სკოლები
10. ფსიქოთერაპიული ტექნიკები და მათი დამონტაჟების ვარიაციები
11. წარმოსახვითი/იმაჟინისტური ტექნიკები
12. სოციომეტრიული ტექნიკები
13. სტრუქტურული ტექნიკები
14. ქცევითი ტექნიკები
15. პარადოქსული ტექნიკები
16. ალტერნატიული მოდელების ტექნიკები

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი.
აკრედიტებული საათების რაოდენობა: 360 სთ.
მათ შორის თეორია და მეთოდოლოგია- 240 საათი.
ლიტერატურაზე მუშაობა- 120 საათი.

პროგრამის გავლის შედეგად შეიძენთ შემდეგ ცოდნას:

• ოჯახის რაობა, ტიპები, სასიცოცხლო ციკლი, გარდამავალი პერიოდების კრიზისები, ოჯახური სისტემები
• ოჯახთან, როგორც სისტემასთან სამუშაო პარამეტრები (ფუნქცია, სტრუქტურა, დინამიკა)
• ოჯახთან სამუშაო ოთხმოცამდე ფსიქოთერაპიული ტექნიკა
• ფსიქოთერაპიული ტექნიკების ინტერპრეტირების, შექმნის და დამონტაჟების სქემა. სრულად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმული: https://is.gd/PR11XR

შეძლებთ:
ოჯახური ფსიქოთერაპიის/ფსიქოკონსულტირების სრულფასოვან წარმოებას (კლინიკური ინტერვიუს ჩატარება, მიერთება, სამუშაო ჰიპოთეზების შემუშავება, პრობლემის გამოკვეთა, ზემოქმედების გეგმის შედგენა, ინტერვენციის მეთოდებისა და ტექნიკების შერჩევა და გამოყენება).
ფსიქოთერაპიული ტექნიკების ინტერპრეტირებას შექმნად და დამონტაჟებას.


პროგრამის ხელმძღვანელი: მაია ბეგაშვილი, დენდრონის დამფუძნებელი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის პირველი მფლობელი საქართველოში (ECP მულტიმოდალური მიმართულება), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრი და ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელი ექიმი ფსიქოთერაპევტი.

პროგრამის კოორდინატორი: ნინო კობახიძე, დენდრონის სასწავლო პლატფორმის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი.
პროგრამის ავტორი და ტრენერი: ეკატერინე დარსანია, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი.

კურსის წლიური ღირებულება: 3000 ლარი. სპეციალური შეთავაზება: მსმენელთა წყვილად მომართვის შემთხვევაში თითოეულისათვის პროგრამის წლიური ღირებულება იქნება 2700 ლარი. სტუდენტებზე ვრცელდება 15 %-იანი ფასდაკლება.

კვირაში ჩატარდება 1 შეხვედრა (თითო 3,5 საათის ხანგრძლივობის). პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართული, ინგლისური) სერთიფიკატი.

რეგისტრაცისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ გრაფები. 

დამატებითი ინფორმაცია: T.: 599 505 898, 555 94 74 19
ელ. ფოსტა: dendroni.study@gmail.com
კურსი ჩატარდება ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის ოფისში, მის.: მ.კოსტავას 47/57

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

უნიკალური სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი ონლაინ


სექსუალური დისფუნქციებისა და წყვილთა შორის დისჰარმონიის
ფსიქოთერაპია

2020 წლის 30– 31 მაისს



მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს:
უნიკალური სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი ონლაინ

სექსუალური დისფუნქციებისა და წყვილთა შორის დისჰარმონიის ფსიქოთერაპია
2020 წლის 30– 31 მაისს

მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს:
დენდრონის ფსიქოთერაპიული
ტრენირების დისტანციური სისტემა უკვე ხელმისაწვდომია.
საზოგადოების მაღალი
დაინტერესებიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ სასწავლო პროგრამებსა და
კურსებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობის მნიშნველობას
კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებაში.
ეტაპობრივად დისტანციური წვდომის
შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება დენდრონის ყველა სასწავლო კურსსა
და პროგრამაზე.
პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი მოგცემთ დეტალურ
ინსტრუქციას თქვენს მიერ შერჩეულ კურსზე წვდომის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

pps.dendroni@gmail.com
+995 599 561808

დენდრონის ფსიქოთერაპიული ტრენირების დისტანციური სისტემა უკვე ხელმისაწვდომია.

საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ სასწავლო პროგრამებსა და კურსებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობის მნიშნველობას კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებაში.
ეტაპობრივად დისტანციური წვდომის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება დენდრონის ყველა სასწავლო კურსსა და პროგრამაზე.
პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას თქვენს მიერ შერჩეულ კურსზე წვდომის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

pps.dendroni@gmail.com
+995 599 561808
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898