ფსიქოთერაპიული ტექნიკები ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისთვის, ფსიქოდრამათერაპია საბაზისო კურსი
ერთწლიანი საერთაშორისო სასწავლო/სასერთიფიკაციო EAP აკრედიტირებული პროგრამა ფსიქოდრამათერაპია.
რა არის ფსიქოდრამათერაპია, იგივე ჯგუფური თერაპია?
ფსიქოდრამათერაპია (ჯგუფური თერაპია) ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, გამოიყენება როგორც ფსიქოთერაპიული ჯგუფური მუშაობისთვის, ასევე კლიენტებთან ინდივიდუალური მუშაობისთვის და ადამიანის შინაგანი სამყაროს შესასწავლად, მისი შემოქმედებითი პოტენციალის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, ადექვატური ქცევის მოდელების არჩევანის გაფართოვებისა და ადაპტაციის გასამყარებლად.
ფსიქოთერაპიული პროცესისას გამოიყენება დრამატული იმპროვიზაციის მეთოდი. ფსიქოდრამათერაპია განიხილება როგორც ჯგუფური და ოჯახური ფსიქოთერპიის ძირითადი მეთოდი. იგი შეიქმნა როგორც კლასიკური ფსიქოანალიზის ალტერნატივა.

ფსიქოდრამათერაპია ინტეგრირებული მოდალობაა, მისი ძირითადი პრინციპებია:
1. ფსიქოდრამატული რეალობის პრინციპი;
2. კლიენტის სუბიექტური სამყაროს უპირობო დაცვა და პატივისცემა;
3. შემოქმედებითი თანამშრომლობა (პროტაგონისტი /დირექტორი);
4. მოქმედების პრინციპი.

რატომ ვირჩევ ფსიქოდრამათერაპიას?
ჩვენება გამოყენებისთვის:
1. იძლევა საშუალებას ქცევის ახალი, საჭირო მოდელის სწრაფი ფორმირებისთვის;
2. აადვილებს კონფლიქტების გადაჭრას;
3. ამზადებს ფსიქიკას ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევისთვის
4. ამაღლებს სტრესგამძლეობას
5. ამყარებს სტრესის დაძლევის მექანიზმებს;
6. ამაღლებს სოციალური ადაპტაციის ხარისხს;
7. ყველასათვისაა ხელმისაწვდომი,
8. მაღალეფექტურია როგორც მოზრდილებთან
9. ასევე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას. ფსიქოდრამათერაპიის ძირითადი მიზანია ინდივიდში სპონტანურობის და კრეატიულობის განვითარება.

“ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია” გთავაზობთ ფსიქოთერაპიის 1 წლიან საერთაშორისო/სასერთიფიკაციო პროგრამას “ფსიქოთერაპიული ტექნიკები ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიისთვის, ფსიქოდრამათერაპია - საბაზისო კურსი.”

პროგრამის მიზანია:
1. მსმენელთათვის ჯგუფური თერაპიის წარმართვის სწავლება, სოციალური ჭრილის ასახვით;
2. ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას როლური თამაშების გამოყენების სწავლება;
3. ოჯახთან სისტემური მუშაობის სწავლება;
4. ფსიქოდრამათერაპიის, როგორც ფსიქოთერაპიის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მოდალობის, ბაზისური ცოდნის გადაცემა და უნარ - ჩვევების გამომუშავება პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებისთვის.

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ პირისთვის ვისაც უწევს ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ჯგუფებთან მუშაობა, ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, მედიცინის დარგის მუშაკებისთვის, ასევე სტუდენტ მედიკებისა და ფსიქოლოგებისთვის, პედაგოგებისთვის, აღმზრდელებისთვის, მანდატურებისთვის, ეიჩარებისთვის, ბიზნეს მუშაკებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 240 აკადემიურ საათს. აქედან 160 საათი დაეთმობა სასწავლო/სატრენინგო შეხვედრას, თეორიასა და პრაქტიკას, 80 საათი ლიტერატურაზე მუშაობას. სასწავლო პროგრამა:

I ბლოკი: ორმაგ გზავნილებთან მუშაობა - 20 საათი.

პროგრამა:
1. ორმაგ გზავნილებთან მუშაობა, აქსიოდრამა
2. ემოციებთან მუშაობის თავისებურებანი, აგრესიასთან მუშაობა
3. ბიზნეს ტრენინგზე ჯგუფური მუშაობის ტექნიკების გამოყენების თავისებურება
4. ქოუჩინგში ჯგუფური მუშაობის (ფსიქოდრამული) ტექნიკების გამოყენების თავისებურება
5. შემაჯამებელი მუშაობა

II ბლოკი: ფსიქოსომატიკასთან მუშაობა, ბიბლიოდრამათერაპია - 20 სთ.
პროგრამა:

1. ფსიქოსომატიკასთან მუშაობის საფუძვლები, ფსიქოსომატურ დაავადებებთან მუშაობის ტექნიკები
2. სტრუქტურირებული ფსიქოთერაპიული სავარჯიშოს შექმნის ტექნოლოგია, სტრუქტურირებული სავარჯიშოს შექმნა - გამოცდილება
3. ბიბლიოდრამა, ბიბლიოდრამათერაპია, ბიბლიურ სიუჟეტებთან მუშაობის ტექნიკა;
4. შემაჯამებელი მუშაობა.

III ბლოკი: ძილთან და ფანტაზიებთან მუშაობა, დამოკიდებულებათა სინდრომებთან მუშაობა - 20 სთ.
პროგრამა:

1. ძილთან და სიზმართან მუშაობა, ფანტაზიებთან მუშაობა;
2. დამოკიდებულებათა სინდრომებთან მუშაობა (თამაშ, ინტერნეტ და საკვებდამოკიდებულება);
3. დამოკიდებულებათა სინდრომებთან მუშაობა (ალკოჰოლ და წამალდამოკიდებულება);
4 .თანადამოკიდებულებებთან მუშაობა;
5. შემაჯამებელი მუშაობა.

IV ბლოკი: ჯგუფური თერაპია/ფსიქოდრამათერაპია - 20სთ.
პროგრამა:

1. ფსიქოდრამის თეორიული საფუძვლებიმეთოდის აღწერა, ისტორია;
2. ფსიქოდრამათერაპიის მთავარი პრინციპები
3. ფსიქოდრამათერაპიის სამუშაო ინსტრუმენტები;
4. ფსიქოდრამათერაპიის ბაზისური ტექნიკები მათი გამოყენების არეალი, ეფექტები.
5. ტექნიკები დუბლირება, როლური ცვლა, სარკე;
6. შემაჯამებელი მუშაობა.

V ბლოკი: ჯგუფური თერაპიის წარმართვის სქემა - 20 საათი
პროგრამა:

1. ფსიქოდრამატერაპიული სესია, მისი სქემა, ფსიქოდრამატერაპიული პროცესის ფაზები ( გახურება, მოქმედება, შერინგი);
2. მორენოს პიროვნების თეორია, როლების თეორია, სცენის აგება ფსიქოდრამაში;
3. სოციალური ატომის აგება და მისი გამოყენება ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში (ფსიქოთერაპია/ ფსიქოკონსულტირება);
4. შემაჯამებელი მუშაობა.

VI ბლოკი: ზღაპართერაპია, როლური თამაშები - 20 სთ.
პროგრამა:

1. ზღაპართერაპია ფსიქოდრამათერაპიაში, როლური თამაშები -ზღაპართან მუშაობა, მისი აგება;
2. სიმბოლურ რეალობასთან მუშაობა, „მე“ და „შენ“ გამოცდილება, დამატებითი რეალობა;
3. ოჯახური ფსიქოთერაპია - ფსიქოდრამათერაპია, ოჯახურ პრობლემებთან მუშაობა;
4. მომავალთან მუშაობა (დროის სპირალი, მოგზაურობა);
5. შემაჯამებელი მუშაობა.

VII ბლოკი: ჯგუფური თერაპია, როლური თამაშები - 20 სთ.
პროგრამა:

1. ჯგუფური თერაპია/სოციომეტრიის საფუძვლები, როლების თეორია/როლური თამაშები;
2. როლური ტრენინგის ჩატარების ტექნიკა, სოციოდრამის აგების ტექნიკა/გენოსოციოდრამა;
3. ოჯახთან მუშაობის სტრატეგიები, სისტემური ოჯახური თერაპია;
4. შემაჯამებელი მუშაობა.

VIII ბლოკი - ფსიქოტრავმა, ძალაუფლების სამკუთხედი - 20 სთ.
პროგრამა:

1. ფსიქოტრავმა/ფსიქოთერაპიული ტექნიკები სხვა და სხვა გენეზის ტრავმასთან მუშაობისთვის, ფსიქოდრამის გამოყენების თავისებურება სხვადასხვა გენეზის ტრავმებთან მუშაობისას;
2. ძალაუფლების სამკუთხედი, ძალადობის მსხვერპლთან მუშაობა, ფსიქოდრამის გამოყენების თავისებურებანი.
3. მოძალადეებთან მუშაობის ტექნიკები;
4. მცირე ჯგუფებთან მუშაობა;
5. შემაჯამებელი მუშაობა.

პროგრამის ავტორი ხელმძღვანელი და წამყვანი:
მაია ბეგაშვილი
_ ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი, ევროპული აკრედიტაციის მფლობელი, EAP ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ფსიქოთერაპევტი, ECP, მულტიმოდალი, ნარკოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის დოქტორანტი, პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის PPL წევრი და ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლის, დენდრონის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიული კლინიკა, დენდრონის სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი, რეგიონალური ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოლოგთა ლიგის პრეზიდენტი.

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:
1. ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან ჯგუფური სესიის დაგეგმვა/წარმართვა;
2. შეძლებენ ჯგუფური სეტტინგისას როლური თამაშის პრინციპების გამოყენებას;
3. ემოციებსა და ორმაგ გზავნილებთან მუშაობას;
4. შეეძლებათ ქოუჩინგს ფსიქოდრამული ტექნიკების გამოყენება;
5. შეძლებენ ფსიქოსომატიკასთან მუშაობას გამართული ტექნიკებით;
6. შეძლებენ ძილთან, სიზმართან და ფანტაზიებთან მუშაობას;
7. შეძლებენ დამოკიდებულებათა სინდრომებთან და თანადამოკიდებულებებთან მუშაობას;
8. შეისწავლიან ფსიქოდრამათერაპიის საფუძვლებს, თეორიებს, პიროვნებასთან მუშაობის სტრატეგიებს;
9. შეძლებენ სიმბოლურ და რეალურ რეალობებთან მუშაობას;
10. შეისწავლიან სოციომეტრიის საფუძვლებს;
11. შეძლებენ ფსიქოტრავმასთან და პოსტტრავმულ სინდრომებთან მუშაობას. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ორენოვან (ქართულ/ინგლისური) სერთიფიკატს - 240 EAP აკრედიტირებული საათით. საწავლო პროცესის გავლა შესაძლებელია სამუშაო რეჟიმთან შეთავსებით კვირაში ჩატარდება 1 შეხვედრა, ხანგრძლივობა: 5 აკადემიური საათი (4 სთ. და 30 წთ.)

ისწავლე ფსიქოთერაპია პროფესიონალებთან, აღმოაჩინე უსაზღვრო შესაძლებლობები და გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!
სასწავლო კურსის ღირებულება: 1. ყოველი მოდულის ღირებულებაა: 800 ლარი_ინდივიდუალური რეგისტრაციისას, წყვილად, მეგობართან ერთად რეგისტრაციისას_ 640/ 640 ლარი 2. სრული კურსის ღირებულება (8 მოდული)_6400 ლარი. ერთბაშად გადახდისას:_5400 ლარი, წყვილად, მეგობართან ერთად ერთმომენტიანი გადახდისას: 5000/5000 ლარი. 3. ეტაპობრივი, სემესტრული გადახდისას:_ 3200/3200 ლარი. 4. გადახდა შესაძლებელია მოდულების მიხედვით. იხ.: პუნქტი 1. სტუდენტებზე და დენდრონის ნებისმიერი კურსის მსმენელებზე.ვრცელდება 20% ფასდაკლება

დამატებითი ინფორმაცია:

ტელ.: 0790 800 303,
555 94 74 19,
599 505 898
ელ. ფოსტა: dendroni.study@gmail.com მის.: მ.კოსტავას 47/57

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

უნიკალური სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი ონლაინ


სექსუალური დისფუნქციებისა და წყვილთა შორის დისჰარმონიის
ფსიქოთერაპია

2020 წლის 30– 31 მაისს



მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს:
უნიკალური სასწავლო - სასერთიფიკაციო კურსი ონლაინ

სექსუალური დისფუნქციებისა და წყვილთა შორის დისჰარმონიის ფსიქოთერაპია
2020 წლის 30– 31 მაისს

მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს:
დენდრონის ფსიქოთერაპიული
ტრენირების დისტანციური სისტემა უკვე ხელმისაწვდომია.
საზოგადოების მაღალი
დაინტერესებიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ სასწავლო პროგრამებსა და
კურსებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობის მნიშნველობას
კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებაში.
ეტაპობრივად დისტანციური წვდომის
შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება დენდრონის ყველა სასწავლო კურსსა
და პროგრამაზე.
პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი მოგცემთ დეტალურ
ინსტრუქციას თქვენს მიერ შერჩეულ კურსზე წვდომის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

pps.dendroni@gmail.com
+995 599 561808

დენდრონის ფსიქოთერაპიული ტრენირების დისტანციური სისტემა უკვე ხელმისაწვდომია.

საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ სასწავლო პროგრამებსა და კურსებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობის მნიშნველობას კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებაში.
ეტაპობრივად დისტანციური წვდომის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება დენდრონის ყველა სასწავლო კურსსა და პროგრამაზე.
პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას თქვენს მიერ შერჩეულ კურსზე წვდომის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

pps.dendroni@gmail.com
+995 599 561808
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898