ვებინარი ოჯახში თაობათა შორის დისჰარმონიის შესახებ

2020 წლის 9 დეკემბერს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ვებინარი თემაზე "ოჯახში თაობათა შორის დისჰარმონია". ვებინარს უძღვებოდა ეკატერინე დარსანია, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მქონე ფსიქოთერაპევტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახური კრიზისების დაძლევის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს საინტერესო ჩართულობისთვის.
ბოდიშს ვუხდით მონაწილეობის მსურველებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩართვა ადგილების შევსების გამო. ვებინარების ციკლს დაემატება კიდევ ერთი ღია შეხვედრა, რომელზე რეგისტრაციაც გაიხსნება უახლოეს დღეებში. მომდევნო შეხვედრაზე გაეცემა პასუხი თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს.

შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგი ბმულის საშუალებით
ბეჭდვა