ვებინარი ოჯახში ძალადობის შესახებ

2020 წლის 2 დეკემბერს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი ოჯახში ძალადობის შესახებ. ვებინარი ორგანიზებული იყო დენდრონის ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
ეს იყო ამ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული რიგით მეორე შეხვედრა, რომელიც წარიმართა ვებინარის ფორმით.
ვებინარის წამყვანი იყო ნინო კობახიძე, ფსიქოთერაპევტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულის სერტიფიკატის ECIP მფლობელი, მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. 
წინასწარი მოკვლევის ეტაპზე გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე მომზადდა გრძელვადიანი სპეციალიზირებული პროგრამა პრაქტიკოსების გადამზადებისთვის ოჯახის გამოწვევებთან სამუშაოდ, სამუშაო მეთოდოლოგიის ასათვისებლად, ინტერვენციის სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია მადლობას უხდის მონაწილეებს საინტერესო ჩართულობისთვის. პროგრამის რიგით მესამე შეხვედრა თემით "ოჯახში თაობათა შორის დისჰარმონია" გაიმართება 9 დეკემბერს. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
ბეჭდვა