მრგვალი მაგიდა "რა იწვევს ოჯახში კონფლიქტს"

2020 წლის 18 ნოემბერს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება - მრგვალი მაგიდა - "რა იწვევს ოჯახში კონფლიქტს".
პროექტის ფარგლებში ღონისძიების სპიკერებმა წარადგინეს ოთხი აქტუალური საკითხი, რომლის შესახებაც მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია.

პროექტის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები:

სადისკუსიო თემა N1: ოჯახის განვითარების ეტაპები და მათგან გამომდინარე გამოწვევები
სპიკერი: ეკატერინე დარსანია - ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ორგანიზაციული წევრი, ოჯახური კრიზისების დაძლევის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

სადისკუსიო თემა N2: ოჯახური როლები და მათი გავლენა ოჯახის ფორმირებაზე
სპიკერი: მაია ბეგაშვილი - ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ECP და ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს სახელმწიფო ლიცენზიის მქონე ფსიქოთერაპევტი.

სადისკუსიო თემა N3: ოჯახური კონფლიქტების გავლენა ადამიანის ფუნქციონირების ხარისხზე
სპიკერი: მარიამ გოჩაძე - ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პროექტების კოორდინატორი, ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

სადისკუსიო თემა N4: ოჯახში ძალადობა, ძალადობის მარკერები
სპიკერი: ნინო კობახიძე - ფსიქოთერაპევტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. ECIP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს საინტერესო ჩართულობისთვის.
ბეჭდვა