სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმი
დენდრონის კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლათფორმის ბაზაზე ამოქმედდა covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის უფასო პროგრამა.

სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმის მიზანია ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა ინდივიდის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზის, გარშემომყოფების გავლენის ანალიზის, რესურსული მობილიზების, ინდივიდუალური კარგად ყოფნის მოდელის შექმნისა და ცხოვრებაში გადატანის სახით. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ.

ჩვენი მუშაობის მიზანია ზრუნვა მოსახლეობის მენტალურ ჯამრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე, მიმდინარე გამოწვევებთან და სტრესებთან გამკლავების ხელშეწყობა ტრავული სტრესის, პოსტტრამვული გართულებებისა და ადაპტაციის სხვა და სხვა ტიპის დარღვევების თავიდან აცილების, პრევენციის მიზნით. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.

კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის მიზნები

კორონავირუსთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის წინაშე წამოჭრილი გამოწვევები

ფსიქოგანათლების უფასო პროგრამა

ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმულზე

კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ფარგლებში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ:
1. ფსიქოგანათლების პროგრამაზე
2. უფასო ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამაზე
3. გაეცნოთ კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით დენდრონის პროფესიონალთა გუნდის მიერ მომზადებულ სტატიებს

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიული
მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება
უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას
განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს
უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების
გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული
პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს
ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ
ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა
ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების
შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის
დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს,
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:
2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს: