სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

დენდრონი 2019 წლის 04 მაისიდან აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის შედეგად ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 5 საუკეთესო კანდიდატს.
 
სტაჟირების პროგრამის მიზანია შერჩეული კანდიდატებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ასევე ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთ ქართულ წევრ ორგანიზაციაში პრაქტიკის შესაძლებლობის მიცემა. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, ასევე საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.


განცხადებები მიიღება 2018 წლის 04-მაისიდან 04 ივნისის ჩათვლით. სტაჟირება არაანაზღაურებადია.

კონკურსის ეტაპებია:
1. დოკუმენტების გადარჩევა
2. გასაუბრება

კანდიდატთა შერჩევა მოხდება აკადემიური მონაცემების (სწავლის საფეხურის შესაბამისად), კომუნიკაციური უნარების, სხვადასხვა აქტივობების და მოტივაციის ხარისხის მიხედვით, ამასთან, კანდიდატის პროფილის განხილვა ხდება ინდივიდუალურად მონაცემთა ერთობლიობის გათვალისწინებით.

სტაჟირების გავლის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე pps.dendroni@gmail.com უნდა წარადგინონ პროფესიული მონაცემების ანკეტა (CV) და სამოტივაციო წერილი. მეორე ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 6 თვე.  სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 599 505898. 599561808
ბეჭდვა