კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმა

ონლაინ კონსულტაცია ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის პლატფორმის ფარგლებში
კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმა.

პლატფორმის მიზანია კორონავირუსით დაზარალებული პირების ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა. 
პლატფორმა დაფუძნებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტების ენთუზიაზმსა და პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ფსიქოთერაპიული მხარდაჭერით სარგებლობა კორონაავირუსით დაზარალებული პირებისათვის უფასოა.

პროგრამაში ჩართვისთვის რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

რეგისტრაციისას მითითებული ვიზიტის სავარაუდო დრო შეიძლება შეიცვალოს არსებული  ადგილების გათვალისწინებით, რაც გეცნობებათ რეგისტრაციის დადასტურებისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
599561808

*ამჟამად პროგრამა დახურულია
ბეჭდვა