სესია II შფოთვა
დენდრონში ამოქმედდა covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის პროგრამა.

მეორე შეხვედრის თემაა შფოთვა.

ფსიქოგანათლების პროგრამის - მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქო - სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.

პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ. მეორე შეხვედრა შედგება შაბათს, 18 აპრილს, 17.00 საათზე.

პროგრამა, რა თქმა უნდა, წარიმართება დისტანციურ რეჟიმში. რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაცია: https://drive.google.com/open?id=1Q2NejQtf1fc2KOJnOpLnkwwgd0nsoTjGI6WpGgiTZjw

პროგრამა ხორციელდება დენდრონის საზოგადოებრივი პროექტის, კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს გაუძღვებიან დენდრონის საერთაშორისო კლასის ფსიქოთერაპევტები.

მეორე შეხვედრას წარმართავს მარიამ გოჩაძე.
დენდრონის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.

კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.

1. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის მიზნები;

2. კორონავირუსთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის წინაშე წამოჭრილი გამოწვევები;

3. ფსიქოგანათლების უფასო პროგრამა;

4. ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმული;

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი