კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმა

სესია V საკუთარ თავში მოგზაურობა თვითიზოლაციის დროს
ფსიქოგანათლების პროგრამის მე-5 სესიის თემაა:

საკუთარ თავში მოგზაურობა თვითიზოლაციის დროს

სესიას გაუძღვება ეკატერინე დარსანია ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი. სამედიცინო ფსიქოლოგი.


პროგრამა, რა თქმა უნდა, წარიმართება დისტანციურ რეჟიმში. დასწრება უფასოა. რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაცია.

ფსიქოგანათლების პროგრამის მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქოსოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.

პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ. 

პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს უძღვებიან დენდრონის საერთაშორისო კლასის ფსიქოთერაპევტები. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.

1. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის მიზნები;

2. კორონავირუსთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის წინაშე წამოჭრილი გამოწვევები;

3. ფსიქოგანათლების უფასო პროგრამა;

4. ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმული;
ბეჭდვა