როგორ გავხდე ფსიქოთერაპევტი?
რა არის ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია არის სისტემური ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რაც იწვევს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმების აღდგენას. შედეგად: ორგანიზმის გარემოსთან ადაპტირების მექანიზმები მყარდება.
ფსიქოთერაპიის მიზანია_პიროვნების დაბრუნება შინაგანი კეთილდღეობის განცდასთან.
საქართველოში დარგი ფსიქოთერაპია როგორც რეგულირებადი პროფესია არ არსებობს, თუმცა, როგორც ევროპულ ქვეყანას გვმართებს რეგულირება ევროპული მარეგულირებელი ორგანოს_ ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციით, EAP-რეგულირება
ევროპის ფსიქოთერაპევტთა ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სპეციალური პროგრამა, დარგში სათანადო ცოდნის და პროცესის წარმართვისთვის საჭირო უნარ/ჩვევების შეძენისთვის. ამისთვის იყენებს აკრედიტირებას, იმ სასწავლო დაწესებულებების, რომლებიც ამ სერვისს ანხორციელებენ.

დღეს საქართველოში EAP- აკრედიტაციის მქონე არც/ერთი სასწავლო დაწესებულება არ არსებობს. აკრედიტაციის პროცესშია: დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია  და  სამი გეშტალტ ინსტიტუტი .
EAP-საქართველოში წარმოდგენილია სამი ლიგით, რომლებიც მეთვალყურეობას და ლობირებას უწევვენ აკრედიტაციის პროცესში მყოფ ინსტიტუტებს: 1. პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ლიგა: PPL 2. გეშტალტის ლიგა:  EAGT 3. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ლიგა  EAIP .

ასევე EAP- ს საქართველოში წარმოადგენს  1 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დენდრონი.
უამაღლესი კატეგორია, რომელიც შესაძლოა მოიპოვოთ თქვენი პროფესიული აკრედიტაციის პროცესში_EAP-ის მიერ მინიჭებული ECP-(ევროპული სერთიფიკატის ფლობაა), დღეს საქართველოს ჰყავს 1 ევროპული აკრედიტაციის მფლობელი, მულტიმოდალი ფსიქოთერაპევტი_მაია (მარინე) ბეგაშვილი.   ლიგის (PPL, EAGT , EAIP) აკრედიტაციით_რამოდენიმე ერთეული ფსიქოთერაპევტი, და მაძიებელი

როგორ მოვიპოვოთ ECP ?  

უნდა გავიაროთ სათანადო სასწავლო კურსი_4 წლიანი პროგრამა-EAP-ის გაედლაინის შესაბამისად. ჩავაბაროთ სასერთიფიკაციო ჩათვლები და გამოცდები, რაც სწავლის დამთავრების შესაბამის სერტიფიკატს მოგვაპოვებინებს, შემდეგ_მოთხოვნის შესაბამისად შევიტანოთ განაცხადი იმ ინსტიტუტის ლობ-ლიგაში, სადაც გავდიოდით სწავლების პროცესს, ლიგის პროფესიული და სალიცენზიო კომისია მომანიჭებს სათანადო -ლიგის-აკრედიტაციას. (ესეც აკრედიტაციის ერთ/ერთი ეტაპია და დადასტურებაა, რომ ლიგა თქვენ განიჭრებთ პროფესიულ სერტიფიკატს დარგში.)

შემდგომ ეტაპზე, როდესაც ჩავთვლი, რომ ჩემი პროფესიული უნარ/ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება შეესაბამება EAP-ის აკრედიტირების სტანდარტს, ჩემი ლობი ლიგის რეკომენდაციით შევიტანო განაცხადი EAP-ში, და მისი სალიცენზიო და სასწავლო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიმოხილვისა და სათანადო შესწავლის შემდეგ_მოგენიჭებათ ECP, საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

იმ სეციალისტებს, რომელთაც ფსიქოთერაპიული სწავლება არ აქვთ აკრედიტირებულ სასწავლებლებში მოპოვებული ECP-მიღების განსხვავებული წესი აქვთ: კერძოდ: სათანადო საათობრივი სასწავლო, სამუშაო ნორმის დაფარვის შემდეგ_ მიმართავენ რამოდენიმე ლიგას, მისი დოკუმენტების შესწავლა/დამუშავებისთვის, და შემდგომ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ითვალისწინებენ რა სასწავლო და სალიცენზიო კომისიების დამტებით მოთხოვნებს წარადგენენ საბუთებს ECP-აკრედიტაციაზე.

ვფიქრობ ეს ინფორმაცია წარმატებული პროფესიული კარიერის დასწყისი აღმოჩნდება თქვენთვის. გისურვებთ წარმატებებს!!!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0 790 800 303, 599 505 898, ელ. ფოსტა: pps.dendroni@gmail.com,

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი