სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლი დენდრონი 2019 წლის 04 მაისიდან აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის შედეგად ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 5 საუკეთესო კანდიდატს.
 
სტაჟირების პროგრამის მიზანია შერჩეული კანდიდატებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ასევე ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთ ქართულ წევრ ორგანიზაციაში პრაქტიკის შესაძლებლობის მიცემა. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, ასევე საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.


განცხადებები მიიღება 2018 წლის 04-მაისიდან 04 ივნისის ჩათვლით. სტაჟირება არაანაზღაურებადია.

კონკურსის ეტაპებია:
1. დოკუმენტების გადარჩევა
2. გასაუბრება

კანდიდატთა შერჩევა მოხდება აკადემიური მონაცემების (სწავლის საფეხურის შესაბამისად), კომუნიკაციური უნარების, სხვადასხვა აქტივობების და მოტივაციის ხარისხის მიხედვით, ამასთან, კანდიდატის პროფილის განხილვა ხდება ინდივიდუალურად მონაცემთა ერთობლიობის გათვალისწინებით.

სტაჟირების გავლის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე pps.dendroni@gmail.com უნდა წარადგინონ პროფესიული მონაცემების ანკეტა (CV) და სამოტივაციო წერილი. მეორე ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 6 თვე.  სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 599 505898. 599561808

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

დენდრონი უერთდება განათლების
სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს
ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების,
ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური
კადრების მომზადების განხორციელებას.

დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა და
როგორც ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციის ოფიციალური ქართული
დაწესებულება, მოუწოდებს ქართულ ტრენინგ-ცენტრებსა და ორგანიზაციებს
წაახალოსონ სტუდენტთა ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური განათლების
განვითარება.

დენდრონი უერთდება განათლების სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.


ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების განხორციელებას.

დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა და როგორც ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციის ოფიციალური ქართული დაწესებულება, მოუწოდებს ქართულ ტრენინგ-ცენტრებსა და ორგანიზაციებს წაახალოსონ სტუდენტთა ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური განათლების განვითარება.

თუ თქვენ პრაქტიკაში მომუშავე
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი ან სხვა დამხმარე
პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენი კლიენტები,
პაციენტები, ბენეფიციარები ხშირად უჩივიან წარსული უარყოფითი
გამოცდილებით აღძრულ შიშსა და შფოთვას, ნეგატიურ უნებლიე მოგონებებსა
და განცდებს; თუ გსურთ მომავალში დაკავდეთ ფსიქოკონსულტირებითა და
ფსიქოთერაპიით და იმყოფებით სწავლის პროცესში, ხართ სტუდენტი და გსურთ
შეიძინოთ პრაქტიკული უნარები, შეხვდეთ და ესაუბროთ პრაქტიკაში
მომუშავე სპეციალისტებს;

თუ თქვენ პრაქტიკაში მომუშავე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი ან სხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენი კლიენტები, პაციენტები, ბენეფიციარები ხშირად უჩივიან წარსული უარყოფითი გამოცდილებით აღძრულ შიშსა და შფოთვას, ნეგატიურ უნებლიე მოგონებებსა და განცდებს; თუ გსურთ მომავალში დაკავდეთ ფსიქოკონსულტირებითა და ფსიქოთერაპიით და იმყოფებით სწავლის პროცესში, ხართ სტუდენტი და გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული უნარები, შეხვდეთ და ესაუბროთ პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებს;

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები: