დენდრონის სტუდენტური ხელშეწყობის პროგრამა
დენდრონი უერთდება განათლების სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების განხორციელებას.

დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა და როგორც ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციის ოფიციალური ქართული დაწესებულება, მოუწოდებს ქართულ ტრენინგ-ცენტრებსა და ორგანიზაციებს წაახალოსონ სტუდენტთა ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური განათლების განვითარება.

საშეღავათო პირობები ვრცელდება ნებისმიერი საფეხურის სტუდენტზე, რომელიც ირიცხება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით სტუდენტური პროგრამების ვებ-გვერდს: http://studentcard.mes.gov.ge/topicdetals-2.276.html?fbclid=IwAR2juPnQ0xkl3_mH3YRvHNo6FwmZMFg4eKnPkV1WSZ8IPkiTHFe2ZtPHC2c


დაგვიკავშირდით:
595 07 81 82
599 505 898
pps.dendroni@gmail.com
მის. : თბილისი, კოსტავას 47

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი