EMDR თერაპია

თუ თქვენ პრაქტიკაში მომუშავე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი ან სხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენი კლიენტები, პაციენტები, ბენეფიციარები ხშირად უჩივიან წარსული უარყოფითი გამოცდილებით აღძრულ შიშსა და შფოთვას, ნეგატიურ უნებლიე მოგონებებსა და განცდებს; თუ გსურთ მომავალში დაკავდეთ ფსიქოკონსულტირებითა და ფსიქოთერაპიით და იმყოფებით სწავლის პროცესში, ხართ სტუდენტი და გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული უნარები, შეხვდეთ და ესაუბროთ პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებს;

თუ ხშირად უჩივით წარსულში მომხდარი ნეგატიური მოვლენით აღძრულ უსიამოვნო განცდებს - შფოთვა, ფორიაქი, დანაშაულის გრძნობა, დაქვეითებული გუნებ - განწყობა, უნებლიე მოგონებები, ხელახლა განცდა; თუ გსურთ ცნობიერების ამაღლება ადამიანის ემოციური სამყაროს, მისი მუშაობის მექანიზმებისა და ემოციური მდგომარეობის ცვლილების შესახებ მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა! "დენდრონი" და "ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია" გიწვევთ სასწავლო, სასერთიფიკაციო კურსზე "მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია", III მოდული - "EMDR თერაპია - თვალის მოძრაობით დესენსიბილიზაცია და გადამუშავება"!

Image and video hosting by TinyPic




ტრენინგი გაიმართება 2019 წლის 22-23 თბილისში.


                                                                                      

კურსის ავტორი და წამყვანია ნიკიტა ვლასოვი - ფსიქოლოგიის დოქტორი, კლინიკური ფსიქოლოგი, ECP - ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, EMDR თერაპიისა და მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპიის სერთიფიცირებული სპეციალისტი (Clinical High Level Master in Brief Strategic Psychotherapy), ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის ნლპ ტრენერი, ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი.


სამუშაო დრო: შაბათი, 22 ივნისი, 10.00 - 19.00; კვირას, 23 ივნისი, 10.00 - 19.00 .

სამუშაო ენებია რუსული და ქართული. გაიცემა ორენოვანი, ქართულ-ინგლისური სერთიფიკატი.


მოდული მოიცავს 20 აკადემიურს საათს.


რეგისტრაცია

თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაცია და გადამუშავება

"ნებისმიერი კარგად განვითარებული ტექნოლოგია არაფრით განსხვავდება მაგიისგან" არტურ კლარკი


Image and video hosting by TinyPicEMDR - თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაცია და გადამუშავება (თმდგ) არის მოკლევადიანი ფსიქოთერაპიის მეთოდი, რომელიც 1980-1990 წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ფრენსინ შაპირომ შეიმუშავა. მიდგომას საფუძვლად უდევს ჰიპოთეზა ინფორმაციის ადაპტური გადამუშავების სისტემის შესახებ, რომელიც ადამიანს მატრავმირებელი განცდების დაძლევაში ეხმარება. ნორმის მდგომარეობაში ეს სისტემა სწრაფი ძილის ფაზაში აქტიურდება, როდესაც თავის ტვინის მიერ მუშავდება ნეგატიური მოვლენები და შედეგად მათი ზეგავლენა სხეულსა და ფსიქიკაზე მცირდება. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევებში ნეგატიური ინფორმაციის ავტომატური გადამუშავება ვერ ხორციელდება და ადამიანი წარსულის კოშმარების ტყვეობაში განარგრძობს ცხოვრებას. EMDR მეთოდის არსი ამ პროცესის ბილატერალური სტიმულაციის გზით (თვალების მოძრაობის სერიით, ხელებზე დაკაკუნებით ან თითების გატკაცუნებით) მიზანმიმართულ გააქტიურებაში მდგომარეობს. შედეგად, კლიენტი მძიმე მოგონებებისგან ძალიან სწრაფად თავისუფლდება და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. გადამუშავების ამ სისტემის სისწრაფე და ძალა მართლაც მაგიას გავს (თუმცა ეს მხოლოდ კარგად განვითარებული ტექნოლოგიაა).



EMDR მეთოდი რიგი თავისებურებებით გამოირჩევა:

1) საკმაოდ ტექნიკურია - წარმოადგენს მიზანმიმართული, კონკრეტული ნაბიჯების თანმიმდევრობას;

2) საიმედო და ეფექტურია, რაც უამრავი კვლევით დასტურდება (ეფექტურობის 40-92%, პრობლემის შესაბამისად);

3) ეკონომიურია - კლიენტის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება (როგორც წესი, 10 სესიის ფარგლებში);

4) უნივერსალურია და საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ ნეგატიურ ემოციებთან, როგორც წარსულში, ასევე აწმყოში;

5) მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიებთან - პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ფობიები, პანიკური შეტევები და სხვა, სამუშაოდ გაწერილ პროტოკოლებს.


რეგისტრაცია



ტრენინგი საშუალებას გაძლევთ:

>შეისწავლოთ მეთოდის შექმნის ისტორია

>გამოიმუშაოთ მისი გამოყენებისთვის საჭირო ბაზისური უნარები;

>დაისწავლოთ და ტრენინგის დასრულებისთანავე პრაქტიკაში დანერგოთ სხვადასხვა პათოლოგიებთან, როგორებიცაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ფობიები, აკვიატებული მდგომარეობები, დეპრესია, სექსუალური დარღვევები და სხვა, მუშაობის უახლესი პროტოკოლები



ტრენინგის პროგრამა:

1.თმდგ (EMDR) ისტორია: მეთოდის აღმოჩენიდან დღემდე;

2.თმდგ (EMDR) ეფექტურობა, შესაძლებლობები და შეზღუდვები;

3.გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები;

4.მეთოდის ფსიქო-ფიზიოლოგიური მექანიზმები;

5.სტანდარტული პროტოკოლის შემადგენელი ნაწილები და ძირითადი სტადიები;

6.კლიენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნიკები;

7.თმდგ (EMDR) მსუბუქი და კლასიკური ვერსიები;

8.გადამუშავების სტიმულაციის ხერხები მისი ბლოკირების შემთხვევაში;

9.ერთეულ ტრავმასთან და რიგ ფსიქოტრავმულ სიტუაციებთან მუშაობა;

10.პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა): განსაზღვრება, დიაგნოსტიკის კრიტერიუმები და სამუშაო სტრატეგიები;

11.თმდგ (EMDR), როგორც ფსიქოთერაპიის დამოუკიდებელი მეთოდი და მუშაობის ერთერთი ელემენტი სხვა მიმართულებებთან კავშირში;

12.მუშაობა წარსულის ფსიქოტრავმულ სიტუაციებთან და აწმყოს ნეგატიურ ემოციებთან. ტიპიური შეცდომები მეთოდის გამოყენებისას;

13.თმდგ (EMDR), როგორც თვითდახმარების ინსტრუმენტი. სრული კურსის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/4TR58h



ტრენინგის ავტორი და წამყვანია ნიკიტა ვლასოვი - ფსიქოლოგიის დოქტორი, კლინიკური ფსიქოლოგი, ECP - Image and video hosting by TinyPicევროპის ფსიქოთერაპევტთა
ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, EMDR და მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპიის სერთიფიცირებული სპეციალისტი (Clinical High Level Master in Brief Strategic Psychotherapy), ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის ნლპ ტრენერი, ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, ფსიქოთერაპიული სასწავლო ტრენინგების ავტორი და წამყვანი, 30-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი რუსულ და საერთაშორისო გამოცემებში ფსიქოთერაპიისა და სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებში, ასევე - "ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის” 4 წლიანი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო კურსის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი წამყვანი.

ტრენინგის ღირებულებაა 800 ლარი, წყვილად, მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში 700 -700 ლარი. ყურადღება!  1 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში ფასდაკლება -30%, 560 ლარი; ასევე, 1 მაისამდე კურსზე მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში სწავლის ღირებულება შეადგენს 500 - 500 ლარს თითოეულისთვის. საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის მოქმედებს მუდმივი ფასდაკლება - 50% და ტრენინგის ღირებულებაა 400 ლარი. დენდრონის სხვა სასწავლო კურსებისა და ტრენინგების მონაწილეთათვის ღირებულებაა -40%, 480 ლარია. ტრენინგის ღირებულებაში შედის სადილი და coffe break.




რეგისტრაციის წესი: გამოგზავნეთ მოკლე შეტყობინება: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი. სათაურის ველში მიუთითეთ პროგრამის დასახელება: ""EMDR თერაპია” ელ-მისამართზე: dendroni.trainings@gmail.com მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია დაწყებულია.

სასწავლო ჯგუფში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ სწავლის საფასურის გადახდის დადასტურების შემდეგ.
საკონტაქტო ტელეფონები: +995 (599) 505 898 +995 (599) 947 419 +995 (599) 471 477 




რეგისტრაცია

Image and video hosting by TinyPic 


მეტი ტრენინგთა სერიის მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპიის შესახებ


მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია (BSP) დარგის ახალი მიგნება და გამოწვევაა. ძირითად პრობლემებზე ფოკუსირება, მიზნის მკაფიო დასახვა, გამართული სტრუქტურა, თერაპიული პრაგმატიზმი, ეკონომიურობა და ფსიქოთერაპიული პროცესის შეუქცევადი ეფექტები გამოარჩევს მოკლევადიან სტრატეგიულ ფსიქოთერაპიას სხვა თერაპიული მეთოდებისგან. დღეს სწორედ ეს მიმართულებაა ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი თანამედროვე ფსიქოთერაპიულ სერვისში. ფსიქოთერაპიის მოკლევადიანი მიმართულებები გამოირჩევიან თავისი ეკონომიურობით, ტექნოლოგიურობით, ინდივიდუალურ მიდგომასთან ერთად, რაც უზრუნველყოფს ფსიქოთერაპიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის სასურველ გაუმჯობესებას. მათი მთავარი მიზანია არა დაავადების/სიმპტომის დაფარული მიზეზების გამოვლენა, არამედ კლიენტის აქტუალური ცხოვრებისეული პრობლემის გადალახვა, მისი დისფუნქციური ქცევის ან/და აზროვნების შეცვლა, ასევე არსებული პათოლოგიური სიმპტომების აღმოფხვრა. ფსიქოთერაპიული მეთოდებისა და სკოლების უმეტესობა განიცდის მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპიული ტექნიკების გამოყენების საჭიროებას აჩქარებული ცხოვრების ტემპისა და მკურნალობისთვის გამოყოფილი შეზღუდული მატერიალური რესურსების გათვალისწინებით.


Image and video hosting by TinyPic




კურსი სრულად მოიცავს 4 ეტაპს და მისი პროგრამაა:


I მოდული - შფოთვითი აშლილობების მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია, სწრაფი ტექნიკები, 20 სთ

II მოდული - დეპრესიის მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია, 20 სთ.

III მოდული - თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაცია და გადამუშავება (თმდგ/ EMDR - Eye movement desensitization and reprocessing), 20 სთ.

IV მოდული - პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია, 20 სთ.

კურსი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ნეისმიერი დაინტერესებული პირისთვს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარება და ფსიქოლოგიური სიჯანსაღე. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ყოველ თემატურ ჯგუფში წარმოდგენილ დარღვევასთან მუშაობის მკაფიო ალგორითმებს, სესიების დაწყებიდან მათ ეფექტურ დასრულებამდე.

რეგისტრაცია



ინფორმაცია ნიკიტა ვლასოვის მიერ თბილისში ჩატარებული წინა ტრენინგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

www.facebook.com/events/459918064413039/
https://www.facebook.com/events/303501377051429/
www.facebook.com/events/290295524830413/
https://goo.gl/8eDaWV
https://goo.gl/oT5U5t

რეგისტრაცია

პროგრამის დასახელება*
სახელი*
გვარი*
ელ.ფოსტა*
ტელეფონი*
რატომ გსურთ მონაწილეობის მიღება

შემოგვიერთდი Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მერაბ კოსტავას 47/57
+995 (595) 07 81 82
+995 (599) 505 898