ფსიქოთერაპიის / ფსიქოკონსულტირების პრაქტიკული საბაზისო კურსი

საერთაშორისო აკრედიტირებული პროგრამა თქვენი პროფესიული მოღვაწეობისთვის.

გაიცემა საერთაშორისო ორენოვანი (ქართულ / ინგლისური) სერტიფიკატი (EAP -ლოგოთი, აკრედიტირებული საათებით) სასწავლო პროგრამა: 256 აკადემიურ საათს. 156 მეთოდოლოგია - სასწავლო/სატრენინგო შეხვედრას, 60 საათი ლიტერატურაზე მუშაობა, 40 საათი ჯგუფური თერაპია.

პროგრამაში შემავალი საგნები და მოდალობებია:

 

  • ასაკობრივი კრიზისების ფსიქოლოგია;
  • ფსიქოკონსულტირება; ფსიქოდიაგნოსტიკის საბაზისო კურსი;
  • ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, თეორია და პრაქტიკა; 
  • ფსიქოსინთეზი;
  • ოჯახური ფსიქოთერაპია; 
  • კლიენტზე ცენტრირებული თერაპია;
  • NLP - ნეიროლინგვისტური პროგრამირება;
  • ფსიქოდრამა; 
  • არტ-თერაპია და ქვიშათერაპია; 
  • გეშტალტთერაპია.

 

პროგრამის გავლის შედეგად თქვენ:

  • შეიძენთ და გაიღრმავებთ ცოდნას ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლონსულტირების ვალიდურ მოდალობებში;
  • ამ მოდალობების შესაბამისი ტექნიკების პრაქტიკაში გამოსაყენებლად საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც გააუმჯობესებს თქვენ პრაქტიკულ საქმიანობას და გაგიადვილებთ სამუშაო მიზნების მიღწევას;
  • გაიუმჯობესებთ თვითრეგულაციისა და თვითრეფლექსიის უნარებს, ჯგუფური თერაპიული მუშაობის გზით.

 

სრულად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულები:

 

როგორ გავხდე ფსიქოთერაპევტი:

https://is.gd/EDsvc8

ფსიქოთერაპიის ვალიდური მოდალობები:

https://is.gd/BKhqNH

რა არის ფსიქოთერაპია:

https://is.gd/6MKRyY

ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტირების პრაქტიკული სასწავლო საბაზისო კურსი:

https://is.gd/dckJbL

 

პროგრამის ხელმძღვანელი: მაია ბეგაშვილი ექიმი ფსიქოთერაპევტი, EAP აკრედიტაციის მფლობელი, ECP, მულტიმოდალი ტრენერები: ფსიქოლოგი ფსიქოთერაპევტი_ნინო კობახიძე, ეთერ ფილიპოვიჩი _ ექიმი ფსიქოთერაპევტი, ეკატერინე დარსანია _ ფსიქოლოგი ფსიქოთერაპევტი, მარიამ გოჩაძე - ფსიქოლოგი ფსიქოთერაპევტი, დანიელ ოქროპირიძე- თეოლოგი ფსიქოთერაპევტი.

 

კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოკონსულტანტებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ექიმებისთვის, სხვა და სხვა მოდალობის ფსიქოთერაპიის შემსწავლელი პირებისთვის, სტუდენტ/მედიკოსებისა და ფსიქოლოგებისთვის, პედაგოგებისთვის, აღმზრდელებისთვის, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

სასწავლო კურსის ღირებულება: თვეში 300 ლარი (სრული წლის განმავლობაში). სრული კურსის ღირებულება - 3600 ლარი სასწავლო კურსის სრული გადახდისას პროგრამაზე რეგისტრაციისთანავე სრული კურსის ღირებულებაა: 3300 ლარი.

 

სპეციალური შეთავაზება: მსმენელთა წყვილად (მეგობართან ერთად) მომართვის შემთხვევაში კურსის ღირებულება თვეში - 260/260 ლარი; სტუდენტებზე ვრცელდება 20% ფასდაკლება და სტუდენტებისთვის კურსის 1 თვის ღირებულება -240ლარი, წყვილად (მეგობართან ერთად) რეგისტრაციის შემთხვევაში -200/200 ლარი. დენდრონის სხვა და სხვა სასწავლო/ სატრენინგო კურსის მსმენელებზე ვრცელდება 30% ფასდაკლება და კურსის ღირებულება თვეში შეადგენს: 210 ლარს. წყვილად (მეგობართან ერთად) რეგისტრაციის შემთხვევაში -170/170 ლარი. ყურადღება, პირველი მერცხალი: სასწავლო კურსზე 1 მარტამდე რეგისტრაციის შემთხვევაში დიდი ფასდაკლება!!! რეგისტრაირებულებისთვის 40% ფასდაკლება: სასწავლო კურსის ღირებულება: 180 ლარი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე პროგრამაზე წყვილად, მეგობართან ერთად რეგისტრაციისას. კვირაში ჩატარდება 2 შეხვედრა (თითო 3,5 საათის ხანგრძლივობის). პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართული, ინგლისური) საერთაშორისო EAP ლოგის მატარებელი სერთიფიკატი.

 

რეგისტრაცია: მოგვწერეთ: პროგრამაში ჩართვის სურვილი ელ.ფოსტაზე: dendroni.study@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პროგრამის დასახელება: "ფსიქოთერაპიული ტექნიკები ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში". წერილში აღნიშნეთ: სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, ასევე მოკლედ მიუთითეთ რატომ გსურთ ტრენინგზე დასწრება.

 

 

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიისა და
ფსიქოკონსულტირების სახლი დენდრონი 2019 წლის 04 მაისიდან აცხადებს
სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის შედეგად ორგანიზაციაში
სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 5 საუკეთესო კანდიდატს.
 
სტაჟირების პროგრამის მიზანია
შერჩეული კანდიდატებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული
გამოცდილების მიღების, ასევე ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის
ერთადერთ ქართულ წევრ ორგანიზაციაში პრაქტიკის შესაძლებლობის
მიცემა. 
ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლი დენდრონი 2019 წლის 04 მაისიდან აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის შედეგად ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 5 საუკეთესო კანდიდატს.
 
სტაჟირების პროგრამის მიზანია შერჩეული კანდიდატებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ასევე ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთ ქართულ წევრ ორგანიზაციაში პრაქტიკის შესაძლებლობის მიცემა. 
დენდრონი უერთდება განათლების
სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს
ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების,
ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური
კადრების მომზადების განხორციელებას.

დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა და
როგორც ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციის ოფიციალური ქართული
დაწესებულება, მოუწოდებს ქართულ ტრენინგ-ცენტრებსა და ორგანიზაციებს
წაახალოსონ სტუდენტთა ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური განათლების
განვითარება.

დენდრონი უერთდება განათლების სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.


ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების განხორციელებას.

დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა და როგორც ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციის ოფიციალური ქართული დაწესებულება, მოუწოდებს ქართულ ტრენინგ-ცენტრებსა და ორგანიზაციებს წაახალოსონ სტუდენტთა ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური განათლების განვითარება.

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები: