ფსიქოთერაპიის შემსწავლელი საერთაშორისო პროგრამა

ფსიქოთერაპიის შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამა

პროგრამის ხანგრძლოვობა: 4 წელი

  • თეორია და მეთოდოლოგია - 720 საათი;
  • კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით - 300 საათი;
  • სუპერვიზია - 150 საათი; 4. პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) - 250 საათი.

მისი მიზანია ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლების მიწოდება მსმენელთათვის,

მათი მომზადება ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის (European Certificate for Psychotherapy, ECP), მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის და ევროკავშირის ქვეყნებში პრაქტიკული მუშაობის უფლების მინიჭებას. პროგრამით გათვლისწინებულ სასწავლო და თერაპიულ პროცესს წარმართავენ დარგის ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები. კურსი განკუთვნილია: ახალი პროფესიის დაუფლების მსურველი პირებისთვის, უპირატესად სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური და ჰუმანიტარული პროფესიების წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

პროგრამა შექმნილია ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის შესწავლისთვის საჭირო ყველა თანამედროვე ევროპული კრიტერიუმისა და სტანდარტის დაცვით და მოიცავს ამგვარი სწავლებისთვის აუცილებელ ყველა აუცილებელ კომპონენტს:

 

პროგრამით გათვლისწინებულ სასწავლო და თერაპიულ პროცესს წარმართავენ დარგის ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები.

სასწავლო პროცესი ორიენტირებულია :

        1. ინტეგრირების თეორიული მოდელის სწავლებაზე სატრენინგო, სალექციო აქტივობების გზით;
        2. მონაწილეების შიდაპიროვნულ ინგეტრირებაზე ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის გზით;
        3. ინტეგრირების ინდივიდუალური მოდელის შექმნის სწავლებაზე სატრენინგო, სალექციო აქტივობებისა და ლიტერატურაზე ინდივიდუალური მუშაობის გზით.

კურსი განკუთვნილია: ახალი პროფესიის დაუფლების მსურველი პირებისთვის, უპირატესად სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და ასევე ჰუმანიტარული პროფესიების წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

პროგრამის განრიგი:

I წელი - ჯგუფური ფსიქოთერაპია 100 საათი (თვეში 10 საათი), ინდივიდუალური ფსიქოთერაპია - 25 საათი, თეორია და მეთოდოლოგია (ტრენინგი) – 40 სთ;

I I წელი - ჯგუფური ფსიქოთერაპია 100 საათი (თვეში 10 საათი), ინდივიდუალური ფსიქოთერაპია - 25 საათი, თეორია და მეთოდოლოგია (ტრენინგი) – 340 საათი;

I I I წელი - თეორია და მეთოდოლოგია (ტრენინგი) – 340 საათი, სუპერვიზიით - 75 საათი;

IV წელი - კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით - 300 საათი, სუპერვიზია - 75 საათი, დიპლომზე მუშაობა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ოთხწლიანი პროგრამა:

https://is.gd/arUoIN

რა არის ინტეგრირებული ფსიქოთერაპია:

https://is.gd/MIrmk3

სწავლის ღირებულებაა 5500 ლარი წლიურად, წყვილად რეგისტრაციის შემთხვევაში 5100 ლარი თითოეულისთვის. გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად სასწავლო წლის მანძილზე.

 

რეგისტრაცია: გამოაგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე dendroni.study@gmail.com , სათაურის ველში მიუთითეთ პროგრამის დასახელება: "ფსიქოთერაპიის შემსწავლელი საერთაშორისო პროგრამა" მოგვწერეთ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და დაინტერესების მიზეზი.

აღმოაჩინე უსაზღვრო შესაძლებლობები და გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად!