სუპერვიზია - პროფესიული სრულყოფისთვის

 

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ფუნქციონირებს ფსიქოთერაპევტთა სუპერვიზიის ჯგუფი სუპერვიზორის, მაია ბეგაშვილის ხელმძღვანელობით. 

სუპერვიზია
ფსიქოთერაპიის დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მეთოდია, ეს სუპერვიზორსა და სპეციალისტს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმაა, რომლიც საშუალებას აძლევს სპეციალისტს ყურადღება გაამახვილოს პრაქტიკული მუშაობის მიზანზე, შეიმუშაოს ქეისისადმი სისტემური მიდგომა, და ეფექტური მუშაობის ყველაზე მოქნილი სტრატეგია, გააცნობიეროს საკუთარი შეცდომები, და ჩაასწოროს მარტივად, ფსიქოეკოლოგიის დაცვით.

 


სუპერვიზია იძლევა შემდეგ საშუალებებს:

1. თერაპევტ/პაციენტის ურთიერთობის უკეთ გარკვევა ანალიზის გზით;

2. სესიის მსვლელობისას ასევე, მთელი მუშაობის განმავლობაში სესიის უკრთ კონსტრუირება. 

3. შეფასება, თუ რამდენად სწორადაა შერჩეული თერაპიული ტექნიკები, დროულადაა თუ არა ისინი გამოყენებული და ახდენს თუ არა სათანადო გავალენას კლიენტზე/პაციენტზე.

4. ავითარებს თერაპევტის მიერ პაციენტის უკეთ გაგების უნარს.

სუპერვიზიის, ძირითადი მიზანია კოლეგის დახმარება, რათა ის გახდეს უფრო წარმატებული საკუთარ მუშაობაში და განავითაროს საკუთარი პროფესიონალიზმი. გახდეს კომპეტენტური.

 

სუპერვიზიის ფუნქციაებია: 1. მხარდაჭერითი 2. საგანმანათლებლო 3. ნორმატიული

 

სუპერვიზია ერთგვარი განვითარების ფორმაცაა ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, რომელთაც გააჩნიათ დარგში მოღვაწეობის გარკვეული გამოცდილება. იგი ყოველთვის მუშაობის პროცესისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს სპეციალისტისთვის ცოდნის გაღრმავებას, პროფესიული უნარ/ჩვევების გამომუშავებას და პროფესიული საქმიანობის სრულყოფას.

სპეციალისტის პროფესიონალური განვითარებისთვის აუცილებელია: თეორიული ცოდნები, პირადი (ჯგუფური) თერაპია და სუპერვიზია.

 

სუპერვიზორი არის დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომელიც ფსიქოთერაპევტს ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით:

1. სუპერვიზია, როგორც სწავლების ფორმა _აქცენტი სუპერვიზიისა კეთდება იმ უნარ/ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც ჭირდება სპეციალისტს ფსიქოტერაპიის პროცესის წარმოებისთვის.ამ შემთხვევაში სუპერვიზორი ეხმარება თერაპევტს კლიენტზე საკუთარი რეაქციების აღმოჩენაში, მასთან ურთიერთობის დინამიკის გარკვევაში, იკვლევს ინტერვენციის ფორმებს და ეძებს ალტერნატიულ გზებს ამ პრობლემური ქეისისთვის

2. სუპერვიზია, როგორც მხარდაჭერა: ინტენსიური და ღრმა მუშაობისას სპეციალისტი აწყდება პაციენტის სხვადასხვა განცდებს, სპეციალისტის ამოცანაა_გაუმკლავდეს მათ, ისე, რომ ამ ემოციებმა კვალი არ დააჩნიოს მის პროფესიულ მუშაობას და ცხოვრებას. სუპერვიზორის ამოცანაა მიეხმაროს კოლეგას, გადალახოს და დაძლიოს ეს გრძნობები, გააგებინოს ამ გრძნობების წარმოშობის მიზეზი, ასევე დაეხმაროს კოლეგას პაციენტთან შემდგომი მუშაობის მიმართულებები განასაზღვრაში.

3. სუპერვიზია, როგორც მიმართულება: სუპერვიზორი ეხმარება კოლეგას შეამჩნიოს შესაძლო პროფესიული, ეთიკური, და სხვა დარღვევები, რომელთა მიზეზი შესაძლოა იყოს ნაკლები გამოცდილება, ანდაც ცოდნის დეფიციტი. ამავდროულად სუპერვიზორი მხოლოდ ყურადღებას კი არ ამახვილებს ამაზე, არამედ კარნახობს შესატყვის ნაბიჯებს ამ მდგომარეობის შესაცვლელად.

ასე, რომ სუპერვიზორი არის მასწავლებლის, მშობლის, და ხელმძღვანელის როლში. ის ერთგვარი ბუფერია კლიენტსა და სპეციალისტს შორის, ეხმარება რა სპეციალისტს მეტი ეფექტურობით მუშაობის წარმართვაში. სპეციალისტი ხდება უფრო წარმატებული და დაჯერებული საკუთარი მუსაობის ეფექტურობაში.რატომ მიმართავს პრაქტიკის მქონე ფსიქოთერაპევტი სუპერვიზიას? _ იმიტომ, რომ სუპერვიზიის გარეშე შეუძლებელია პროფესიული ზრდა.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი