ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები

ლოგოთერაპია და ეკზისტენციალური ანალიზი Logotherapy and Existential Analysis
მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

ლოგოთერაპია ადამიანებს ეხმარება იპოვონ შესაძლო პერსონალური მნიშვნელობა სიტუაციასთან ან მდგომარეობასთან მიმართებით. ლოგოთერაპია არის ინტეგრირებული მიმართულება, რადგან ის ეფუძნება ინტეგრირებულ რეალობას პერსონაზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიის თავისებური მნიშვნელობით. ლოგოთერაპიის კვლევის საგანი არის პირადი თავისუფლების ყველა შესაძლებლობის ძიება იარსებო და იცხოვრო სიყვარულისთვის და ადამიანური არსისთვის. ეს შეიძლება იყოს როგორც პრაგმატული,  ასევე ეკზისტენციალური ან ეთიკური მიზანი

ეკზისტენციალური ანალიზი არის კლიენტის წარსული და ახლანდელი მოქმედებების, გამოცდილებისა და დამოკიდებულებების კვლევა ყოფიერების საკითხთან მიმართებით. ასევე, პიროვნებად ყოფნიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის გრძნობისა და ღირსებასთან დაკავშირებული შინაგანი, გაუცნობიერებლად მოქმედი ღირებულებების ძიების პროცესი.
ეკზისტენციალური ანალიზის მეორე მხარეა ფენომენოლოგიური სამეცნიერო მიდგომა ადამიანის მდგომარეობის მეტა-კლინიკური საკითხების მიმართ.
აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!

ვრცლად ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ბეჭდვა