ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები

მაკავშირებელი ფსიქოთერაპია Bonding Psychotherapy
მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოკონსულტირების სახლ "დენდრონის" მიერ EAP - ის წყაროზე დაყრდნობით.

მაკავშირებელი ფსიქოთერაპია (Bonding Psychotherapy) განვითარდა 1960 და 1970-იან წლებში ამერიკელი ფსიქიატრის და ფსიქოანალიტიკოსის, დოქტორ დანიელ კასრიელის მიერ. ეს არის ემპირული სწავლის პროცესი, რომელიც ეფუძნება ღრმა განცდების გამოწვევას და გამოხატვას, პოზიტიური განცდების შემუშავებას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ და ახალი ქცევების დასწავლა- გამოყენებას.

დოქტორ კასრიელის ძირითადი დაკვირვების საგანი იყო, ადამიანების ბიოლოგიურად გამყარებული საჭიროება ერთმანეთთან ფიზიკური და ემოციური სიახლოვისა. ამ საჭიროებას კასრიელმა უწოდა "კავშირი". მაკავშირებელი ფსიქოთერაპიის თეორია შემდგომში განავითარა დოქტორმა კონრად სტრაუსმა, მიჯაჭვულობის თეორიის, თანხმობის თეორიის,  თანამედროვე ნევროლოგიური კვლევებისა  და გრინბერგის და ელიოტის ექსპერიმენტული მეთოდების ინტეგრირებით.

კასრიელის ბაზისური მოთხოვნილებების კავშირი მოგვიანებით გაფართოვდა ფსიქოსოციალური ბაზისური საჭიროებებით: კავშირი, ავტონომიურობა, თვითგამოხატვა, იდენტობა, ფსიქოლოგიური კომფორტი და სიამოვნება, გრძნობა და სულიერება.


სრული ინფორმაცია ფსიქოთერაპიის ვალიდური მოდალობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისგან!

ბეჭდვა