ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები

ფსიქოსინთეზი Psychosynthesis
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია "დენდრონის" მიერ EAP -ის წყაროზე დაყრდნობით.
ფსიქოსინთეზი ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

ადამიანის ფსიქიკისთვის დამახასიათებელია მანიფესტები (ფუნდამენტური პროცესები). ეს მანიფესტებია: შემოქმედებითობა, წარმოსახვა (კრეატიულობა), ინტუიცია, ძლიერი სურვილები (მისწრაფებები), გენიალურობა. ეს ყოველივე ისეთივე რეალური და მნიშვნელოვნა, როგორც რეფლექსიით განპირობებული მანიფესტები. ადამიანისთვის მოთხოვნილებას წარმოადგენს როგორც სულიერი პროცესები, ასევე სექსუალური და აგრესიული ბიძგები, თუმცა, ხშირად, პიროვნებისთვის ფსიქიკის უმაღლესი მოთხოვნილება (სულიერი) უკანა პლანზე გადადის, აგრესიისა და სექსუალური მოთხოვნილებების ხარჯზე. ასეთი შემთხვევები ხშირია ნევროზების ან სხვა მსგავსი ფსიქიკური პრობლემების დროს.
რა თქმა უნდა, სულიერი მოთხოვნილებები არ უნდა შემცირდეს პიროვნების სექსუალური და აგრესიული კომპონენტების სუბლიმაციის ან პათოლოგიური ქცევების გზით. (ასაჯოლი 1965).
ფსიქოსინთეზის ფუძემდებელია რობერტო ასაჯოლი, ის ერთ-ერთი პირველი ფსიქოანალიტიკოსი იყო იტალიაში, რომელიც ახალ იდეებსა და მეთოდებს ნერგავდა ტრანსპერსონალურ ფსიქოთერაპიაში.
თუ ფროიდისა და იუნგის ფოკუსირებულნი იყვნენ ეგოსა და ფსიქიკის ურთიერთქმედებაზე, ასაჯოლიმ ყურადღება მესამე ელემენტზე მორალურ ძალაზე (სულიერებაზე) გაამახვილა. ასაჯოლი სულიერების დონეზე გვთავაზობს უფრო მეტ ეთიკასა და გარკვეულ ჩარჩოებს, ის თვლიდა, რომ ეს სულიერი დონეები არის პიროვნების ფსიქოლოგიური გამოცდილება, რაც კარგად ჩანს მის მოდელში. ასაჯოლიმ შემოგვთავაზა უმაღლესი მე და ტრანსცენდენტური მე, რომელთა ინსპირაციის წყარო საკუთარი პიროვნების მიღმა იყო.

ფსიქოსინთეზი აერთიანებს განსხვავებულ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობს: ფსიქოანალიზს, ჰუმანიტარულ ფსიქოლოგიასა და ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიას. ფართო თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ეხება წარსულს, აწმყოსა და მომავალს. რობერტო ასაჯოლი თავის მთავარ მოდელში ადამიანის არაცნობიერს განსხვავებულ დონეებად ყოფს: ქვედა, შუა და მაღალ არაცნობიერად. ქვედა, რომელიც ფსიქოანალიზთან არის დაკავშირებული, იწყებს წარმოშობის ანალიზს, შუა დონე დაკავშირებულია ჰუმანისტურ ფსიქოლოგიასთან და მთლიანად აწმყოზეა ორიანტირებული. მისი მთავარი ამოსავალი დებულება აქ და ამ ჟამად პრინციპზეა დაყრდნობილი, უმაღლესი, რომელიც ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიასთან არის დაკავშირებული, იწვევს მომავლის პოტენციალის შესწავლას. ეს სამმხრივი დიფერენციაცია ქმნის ფსიქოსინთეზის ფსიქოთერაპიის სტრუქტურულ საფუძველს. ფსიქოსინთეზი უფრო ინდუქციული ფსიქოლოგიაა, ვიდრე რედუქციული. ასაჯოულის ძირეული მეტაფორა იყო სინთეზის იდეა, ანუ თვლიდა რომ ჩვენ არსებითად ერთიანი ბუნების ვართ, არა ცუდი, კარგი, ან სრულყოფილი არამედ უბრალოდ მთელი. ხოლო ამ მთელის დანაწევრებული, გაუცხოვებული ან გაყობილი „მე-ს“აღქმა კი არ უნდა ჰქონოდა ადამიანს, არამედ საკუთარი ფსიქიკა ანუ ცნობიერი დონეები უნდა აღექვა, როგორც ერთი მთლიანი. პიროვნება ფსიქოლოგიური გადარჩენის მიზნით გამუდმებით მიისწრაფვის სულიერი თვითმართველობისკენ. ის მანამდე ფლობს ორ საპირისპირო მხარეს, ვიდრე მათ ერთ უმაღლეს დონეზე არ გაერთიანებს, ანუ იქამდე, ვიდრე მათ სინთეზს არ მოახდენს, დიალექტიკურ პროცესს, რომელიც არისტოტელეს დროიდან არის ცნობილი. ფსიქოსინთეზი მას იყენებს პიროვნების გარდაქმნის საშუალებად. ფსიქოსინთეზის ხიბლი იმაშია, რომ მისი მეთოდები თითქმის ყოველთვის გამოსადეგია.

არსებობს ბევრი მეთოდი, რომლებსაც იყენებენ კლიენტის საჭროებიდან გამომდიარე. ფსიქოსინთეზი თითქმის ყველა ფსიქოლოგიურ პრობლემასთან მუშაობს, იქნება ეს ნევროტული ხასიათის თუ ეგზინტენციალური ფსიქოლოგიური პრობლემები. შეიძლება კლიენტებს ჰქონდეთ ისეთი ეგზინტენციალური კითხვებიც კი, როგორიცაა: ვინ არიან ისინი? საითკენ მიდის მათი ცხოვრება? წარმოსახვის საშუალებით, ხდება მრავალი პროცესების სინთეზი ფსიქოთერაპიაში. ფსიქოთინთეზი ეყრდნობა სიმბოლური პროცესების შესწავლას, შემოქმედებით ვიზუალიზაციასა და გონებრივ გამოსახულებებს. ასაჯოლიმ ბევრ ადამიანს ასწავლა საკუთარი შინაგანი რესურსების გამოყენება ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციაში. ასაჯოლი თვლიდა რომ სწორედ ამ დაბრკოლებებში შეიძლება პიროვნებად ჩამოყალიბება და სულიერი ზრდა.

სრული ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ იხილეთ ბმულზე.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!
ბეჭდვა