ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები

ფსიქოთერაპიულ მიდგომათა ინტეგრირება საერთო სამეცნიერო საფუძვლით
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია"დენდრონის" მიერ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეგიდით გამოცემულ სამეცნიერო ვალიდურობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპია, როგორც მოდალობათა ინტეგრაციის შედეგად მიღებული თვისობრივად ახალი და შინაარსობრივად განცალკევებადი შესწავლის საგანი წამოჭრის საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელია სამეცნიერო ფსიქოთერაპიის ნაწილად მიჩნეული ამ და სხვა მიდგომების შერწყმა იმგვარად, რომ ისინი განვიხილოთ საერთო საფუძვლის მქონე სფეროებად.

საერთო პრინციპებზე დაკვირვებით (მაგალითად, თერაპიული ალიანსი, გაცნობიერებულობის გაძლიერება, ცვლილების გამომწვევი გამოცდილების წახალისება) ცხადი ხდება, რომ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობების შეტანილი წვლილი ერთმანეთს ერწყმის, რაც ზრდის დარგის განვითარების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, თეორიულ ჩარჩოში არსებული ცნებების სალაპარაკო ენაზე თარგმნით, ჩვენს განკარგულებაშია საერთო ყველასათვის გასაგები ენა დიალოგისთვის.

თეორიულ ორიენტაციებს შორის დაშორების შესავსებად ამ მიდგომის გამოყენებისას ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ “თითოეული საზოგადოების ზოგიერთი წევრი გააცნობიერებს თუ როგორ არის შესაძლებელი ადრე ბუნდოვნად მიჩნეული ფორმულირების ამხსნელ მოდელად გამოყენება მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის”(Kuhn, 1970, p.203). სამაგალითოდ მოვიშველიოთ ცვლილების გამომწვევი გამოცდილების წახალისების (ახალი დასწავლის) საერთო პრინციპი, რაც მოიცავს კლიენტის მიერ რისკზე წასვლას იმის თქმით ან გაკეთებით, რასაც ადრე თავს არიდებდა ან ეშინოდა.
სხვადასხვა თერაპიული მიმდინარეობის წარმომადგენელი თერაპევტები აღიარებენ ამ ფენომენის მნიშვნელოვნებას, თუმცა შესაძლოა გამოიყენონ განსხვავებული ფორმით. მაგალითად, ფსიქოდინამიკური ორიენტაციის ფარგლებში სარისკო, ახალი ქმედების ფორმა გამოვლინდება თერაპევტთან ურთიერთობაში, მაშინ როდესაც ბიჰევიორულ თერაპიაში ცვლილების გამომწვევ გამოცდილებას კლიენტი იღებს თერაპიულ სესიებს შორის პერიოდში, ვინაიდან თერაპევტი წაახალისებს კლიენტს განახორციელოს ახალი ქცევა მნიშვნელოვნად მიჩნეულ სხვა ადამიანთან ინტერაქციის დროს რეალურ ცხოვრებაში. ზოგადი პრინციპი საერთოა, თუმცა შეიძლება განსხვავდებოდეს მისი გამოყენების მეთოდი (აქედან გამომდინარეობს ტექნიკური ეკლექტიზმი).
ბეჭდვა