ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები

სტრასბურგის დეკლარაცია ფსიქოთერაპიის შესახებ Strasbourg Declaration on Psychotherapy
თარგმანი მომზადებულია არასამავრობო ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიზნების, ევროპული ეკონომიკური არეალისთვის განსაზღვრული, ევროგაერთიანების ჩარჩოში ვალიდური ანტიდისკრიმინაციული შეთანხმებისა და პიროვნებისა და სერვისების თავისუფლების მოძრაობის პრინციპებზე დაყრდნობით, ქვემორე ხელისმომწერნი თანხმდებიან შემდეგზე:


1. ფსიქოთერაპია არის დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა და მისი პრაქტიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ პროფესიას;


2. ფსიქოთერაპიაში მომზადება/ტრენირენა მიმდინარეობს კვალიფიციურ და სამეცნიერო დონეზე;


3. დაზღვეული და გარანტირებულია ფსიქოთერაპიული მეთოდების მრავალფეროვნება;


4. სრული მომზადება/ტრენირება ფსიქოთერაპიაში მოიცავს დისციპლინის თეორიას, თერაპიის პირად გამოცდილებასა და პრაქტიკას სუპერვიზიით, რის შედეგადაც მაძიებელი იღებს ფსიქოთერაპიული პროცესების ადექვატურ ცოდნას;


5. ფსიქოთერაპიაში მომზადება/ტრენირება ხელმისაწვდომია მანამდე გარკვეული კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ადამიანის შემსწავლელ და სოციალურ მეცნიერებებში

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისაგან!
ბეჭდვა