ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია
დენდრონის შემადგენლობაში არსებული „ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია“ უზრუნველყოფს საქართველოში ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფსიქოთერაპიული ცოდნის მიღებისთვის საჭირო სივრცის შექმნას. ახალი ცოდნის შეძენის მსურველთათვის, პრაქტიკულ ფსიქოლოგიასა და ფსიქოკონსულტირებაში, ფსიქოთერაპიაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის მოკლე და გრძელვადიანი პროფესიონალური სასწავლო პროგრამების მიწოდებას მაღალ აკადემიურ დონეზე, საგანმანათლებლო და პროფესიული ეთიკის დაცვით.
გრძელვადიანი სწავლების ძირითადი მიზანია ევროპული სტანდარტის შესაბამისი დიპლომის შემდგომი განათლების მიწოდება მსმენელთათვის და მათი მომზადება ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის (European Certificate for Psychotherapy, ECP), მოსაპოვებლად. ხოლო, მოკლევადიანი პროგრამების
1. ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლონსულტირების ვალიდურ მოდალობებში თეორიული ცოდნის შეძენა/გაღრმავება;
2. ამ მოდალობების შესაბამისი ტექნიკების შესწავლა პრაქტიკაში გამოსაყენებლად და უნარ-ჩვევების გაუმჯობსება;
3. ეთიკური პროფესიული პრაქტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
4. თვითრეგულაციისა და თვითრეფლექსიის უნარების გაუმჯობესება. იფსა ზემოთ აღწერილი მიზნების რეალიზებას ახორციელებს ერთი ოთხწლიანი და ოთხი ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრირებით. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ოთხწლიანი პროგრამა შექმნილია ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიისთვის საჭირო ყველა თანამედროვე ევროპული კრიტერიუმისა და სტანდარტის დაცვით. კერძოდ, მოიცავს ამგვარი სწავლებისთვის აუცილებელ 3 აუცილებელ კომპონენტს:
1. თეორია და მეთოდოლოგია;
2. კლინიკურ პრაქტიკა სუპერვიზიით;
3. ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია.

1 წლიანი პროგრამებია:
1. ფსიქოთერაპიული ტექნიკები და პრაქტიკული სავარჯიშოები;
2. ფსიქოთერაპიული ტექნიკები და სავარჯიშოები ბავშვთა და მოზრდილთა ჯგუფებთან მუშაობისთვის - ფსიქოდრამა-საბაზისო კურსი.;
3. არტთერაპია;
4. ოჯახური ფსიქოთერაპია.

ჩვენი პარტნიორები არიან:
1.ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია - European Association for Psychotherapy http://europsyche.org/;
2.ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია - European Association for integrative Psychotherapy http://www.euroaip.eu/
3.პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგა - Профессиональная Психотерапевтическая Лига - http://www.oppl.ru/

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 0 790 800 303; 555 94 74 19
ელ.ფოსტა: dendroni.study@gmail.com
მის.: თბილისი, კოსტავას 47/57

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:


დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
ორგანიზებით გაიმართა უნიკალური ონლაინ სასერტიფიკაციო კურსი

დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ორგანიზებით გაიმართა უნიკალური ონლაინ სასერტიფიკაციო კურსი "ფსიქოსექსოლოგია და წყვილთაშორის სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია".
პირველი მოდული ჩატარდა ორდღიანი ინტენსიური კურსის ფორმატით.
ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით კურსის ავტორს, მედიცინის მეციერებათა დოქტორს, პროფესორ ვლადიმერ ფომორაცკის (ბელორუსი) უნიკალური მეთოდოლოგია და ფსიქოთერაპიული მიდგომების მოწოდებისთვის.

ევროპული ფართო
აკრედიტაციის ორგანიზაციის
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP
ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის
ევროპული სტატუსის
ფსიქოთერაპევტები საქართველოდან

ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის
 EAIP

ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტის ევროპული სტატუსის
ფსიქოთერაპევტები საქართველოდან

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898