ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესწავლა
2019 წლის 10 ოქტომბერს ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად, ამსტერდამში, ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO) ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ მოხდა დენდრონის ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო პლატფორმის “ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის” აკრედიტაციის რატიფიკაცია.
საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანიზაციის საერთო კრებამ AGM დენდრონს მიანიჭა უმაღლესი ორგანიზაციული სტატუსი - სრული აკრედიტებული წევრი. ეს გულისხმობს ორგანიზაციის ეთიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამოსობის აღიარებას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიცირების ECIP სტანდარტებთან.

ფსიქოთერაპიის შემსწავლელი საერთაშორისო პროგრამა

კურსი იმართება დენდრონის EAIP აკრედიტებული სასწავლო პლატფორმის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მიერ. 

პროგრამის ხანგრძლოვობა: 4 წელი

  • თეორია და მეთოდოლოგია - 720 საათი;
  • კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით - 300 საათი;
  • სუპერვიზია - 150 საათი; 4. პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) - 250 საათი.

მისი მიზანია ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლების მიწოდება მსმენელთათვის,

მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" მიერ, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წყაროებზე დაყრდნობით.

ინტეგრირებული მიდგომა  ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ  ვალიდურ მოდალობებს შორის.

ფსიქოთერაპიის ინტეგრირებული მიდგომა ხასიათდება ადამიანის მრავალმხრივ საჭიროებებზე უნიფიცირებული რეაგირებით. მიდგომის გამოყენებისას ყურადღება თანაბრად ნაწილდება ემოციურ, სულიერ, კოგნიტურ, ქცევით და ფიზიოლოგიურ სფეროებზე.
2019 წლის 30 ივნისს სერთიფიკატები გადაეცათ დენდრონის სასწავლო პლატფორმის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მეორე ნაკადის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.


დენდრონის შემადგენლობაში არსებული „ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია“ უზრუნველყოფს საქართველოში ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფსიქოთერაპიული ცოდნის მიღებისთვის საჭირო სივრცის შექმნას. ახალი ცოდნის შეძენის მსურველთათვის, პრაქტიკულ ფსიქოლოგიასა და ფსიქოკონსულტირებაში, ფსიქოთერაპიაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის მოკლე და გრძელვადიანი პროფესიონალური სასწავლო პროგრამების მიწოდებას მაღალ აკადემიურ დონეზე, საგანმანათლებლო და პროფესიული ეთიკის დაცვით.

საერთაშორისო აკრედიტირებული პროგრამა პროფესიული საქმიანობისთვის.

გაიცემა საერთაშორისო ორენოვანი (ქართულ / ინგლისური) სერტიფიკატი (EAP -ლოგოთი, აკრედიტირებული საათებით) სასწავლო პროგრამა: 256 აკადემიურ საათს. 156 მეთოდოლოგია - სასწავლო/სატრენინგო შეხვედრას, 60 საათი ლიტერატურაზე მუშაობა, 40 საათი ჯგუფური თერაპია.

პროგრამაში შემავალი საგნები და მოდალობებია:

რა არის ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია არის სისტემური ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რაც იწვევს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმების აღდგენას. შედეგად: ორგანიზმის გარემოსთან ადაპტირების მექანიზმები მყარდება.
ფსიქოთერაპიის მიზანია_პიროვნების დაბრუნება შინაგანი კეთილდღეობის განცდასთან.

პარტნიორები

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898