NLPt ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებით ფსიქოთერაპია Neuro-Linguistic Psychotherapy
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებით ფსიქოთერაპია (NLPt) არის სისტემური წარმოსახვითი მეთოდი ფსიქოთერაპიაში, ინტეგრაციულ-კოგნიტური მიდგომით. ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის (NLPt) მთავარი ამოცანაა ადამიანებთან მუშაობა მათი წარმოსახვითი სისტემის, მეტაფორების და ურთიერთობათა მატრიცის მეშვეობით. NLP_ს ერთ-ერთ ბაზისურ საფუძველს წარმოადგენს მტკიცებულება, რომ ყოველი ადამიანი ფლობს ფარულ, გამოუყენებელ ფსიქიკურ რესურსებს, ამიტომ თერაპევტ კომუნიკატორის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს პაციენტის მიერ ამ რესურსების გამოყენება. თერაპიული სამუშაოს პროცესში თანაბარი ყურადღება ენიჭება ვერბალურ და ანალოგიურ ფორმულირებას და ინტეგრირებულ გამოთქმებს საკუთარი ცხოვრებისა და კოდირებული ინფორმაციული პროცესის შესახებ.

იმისთვის, რომ შევეხოთ ადამიანის შინაგან ფსიქიკურ პროცესებს, არსებობს ორი გზა:
1. ვერბალური_სიტყვის მეშვეობით.
2. არავერბალური_რომელსაც NLP_სთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
მეთოდის მიზანია პიროვნების თანხლება და მხარდაჭერა ფსიქოეკოლოგიურად სწორი მიზნების დასახვის პროცესში.
ამას გარდა, მეთოდი ეხმარება სუბიექტურად კარგი განზრახვების, დაავადების სიმპტომების და დისფუნქციის ხაზგასმაში. შინაგანი და გარეგანი არაპროდუქტიული ქცევა და რწმუნებულებები შეიძლება დისოცირდეს და ჩამოყალიბდეს ახალი სუბიექტური და ინტერსუბიექტური ქცევები და რწმუნებულებები. ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება როგორც პიროვნული განვითარების და კომუნიკაციის მეთოდი შეიძლება დავინახოთ მრავალ არათერაპიულ სფეროში: განათლება, კონსულტირება, სუპერვიზია, ქოუჩინგი, მენეჯმენტის ტრენინგი, სპორტისა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია. ნლპ როგორც ფსიქოთერაპიული მეთოდი, თერაპიულად და მეთოდოლოგიურად მკვეთრად გამიჯნულია, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის ჩამოყალიბდა ფსიქოთერაპიული სუბკულტურის გარეთ. ფსიქოთერაპიული შეთანხმების დაცვითი ჩარჩოს და პროფესიული დისკრეციის ფოკუსი მიმართულია ფსიქიკური სიჯანსაღისკენ. ნლპ ვითარდებოდა დამოუკიდებლად მილტონ ერიქსონის, ვირჯინია სატირის და ფრიც პერლზის ბაზისურ ელემენტებთან კავშირში 60-იან და 70იან წლებში. სხვა ფსიქოთერაპიული სკოლების მიერ ნლპ კონცეფციის მიმღებლობის, ისევე, როგორც ჰოლოგრაფიულად ინტეგრირებული ნლპ თერაპიის თეორიის შექმნის შედეგად 90იან წლებში ჩამოყალიბდა ინტეგრირებული ნლპ თეორია. ზოგჯერ ინტერესთა სხვადასხვაობის გამო არ ხდება იმის აღიარება, რომ ნლპ-ს თერაპიულ მიდგომას წარმატებულად გადმოსცემდა ფსიქოთერაპევტთა უკვე სამი თაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს უფრო მდიდარი ტრადიცია, ვიდრე სხვა მიმდინარეობებს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მთელს ევროპაში. ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპია დაფუძნებულია შემდეგ ტრადიციულ თეორიაებზე, რომელიც ჩამოყალიბდა სხვადასხვა პერიოდში და ავსებს ერთმანეთს:
1. გრეგორი ბეიტსონის გონების კიბერნეტიკული თეორია განსაკუთრებით ათვისების ლოგიკურ საფეხურზე და თეორიის გაერთიანებული სფერო რომელიც შემდგომში განავითარა რობერტ დილტსმა.
2. ალბერტ ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორია რიჩარდ ბენდლერის და ჯონ გრინდერის პრაქტიკაში გაუმჯობესებულ მოდელურ მიდგომასთან ერთად.
3. ნოემ ჩომსკის ტრანსფორმაციული გრამატიკა, ალფრედ კორზიბსის პოსტულატები, რომელიც გამოიყენება როგორც ბაზისური ლინგვისტური მოდელები განვითარებული ბენდლერის და გრინდერის მიერ.
4. ადამიანის მიზნისაკენ სწრაფვის ფუნდამენტური ორიენტაცია (პრიბრამი, გალანტერი, მილერი, ტოტი 1960).
5. ვილიამ ჯეიმსის თეორიული ნაშრომები სენსორული წარმოდგენის ინფორმაციის ჩამოყალიბების და სუბიექტური გამოცდილების ბაზისური ელემენტის შესახებ.
6. პიროვნების ფუნქციური და დამოუკიდებელი ნაწილების არსებობის ვარაუდი და ცნობიერი და არაცნობიერი პროცესის ელემენტები ფრიც პერლზის, ვირჯინია სატირის და მილტონ ერიქსონის მოდელირების პრაქტიკის ნაყოფი.
ამ თეორიების და ვარაუდების საფუძველზე ზოგადი მოდელირების პროცესში NLP წარმოდგენილია როგორც ღია არქიტექტურა, რომელიც შეიძლება უფრო გაფართოვდეს მიმდინარე პრაქტიკული სამუშაოს პროცესში.

კავშირი სხვა მეთოდებთან
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ნლპ მეთოდის ფსიქოთერაპიასთან ინტენსიური მიმოცვლა ხდება არაერთ ფსიქოთერაპიულ მიმართულებაში ტრენირების პროცესში ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოთერაპევტის მუშაობის პროცესში ერთმანეთს უახლოვდება ტრადიციული გაგებით დაშორებული კონცეფციები და თეორიები.
ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ დადებითად ფასდება ცენტრალურ ევროპაში კვალიფიციური ფსიქოთერაპიული ორგანიზაციების მიერ ამ კუთხით გაწეული სამუშაოები.
NLPt  მიმართულებას საქართველოში ავითარებს დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია ფსიქოთერაპევტ (ECP მულტიმოდალი) მაია ბეგაშვილის ხელმძღვანელობით.

მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია "დენდრონის" მიერ ფსიქოთერაპიიის ევროპული ასოციაციის წყაროებზე დაყრდნობით.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ: