დეპრესიის მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია, 9-10 თებერვალი

თუ თქვენ პრაქტიკაში მომუშავე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი ან სხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენ კლიენტებს, პაციენტებს, ბენეფიციარებს ხშირად აღენიშნებათ დეპრესია, თუ გსურთ მომავალში დაკავდეთ ფსიქოკონსულტირებითა და ფსიქოთერაპიით და იმყოფებით სწავლის პროცესში, ხართ სტუდენტი და გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული უნარები, შეხვდეთ და ესაუბროთ პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებს, თუ თავად უჩივით ხშირ სევდას, დაქვეითებულ გუნება-განწყობას, საქმისადმი დაბალ ინტერესს, თუ გსურთ ცნობიერების ამაღლება ადამიანის ემოციური სამყაროს, მისი მუშაობის მექანიზმებისა და ემოციური მდგომარეობის ცვლილების შესახებ, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა! 

პირველად საქართველოში "ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია" გიწვევთ საერთაშორისო პრაქტიკულ სასწავლო სასერთიფიკაციო კურსზე "მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია",

მე- 2 მოდული - "დეპრესიების მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია", რომელიც გაიმართება თბილისში, 2019 წლის 9 და 10 თებერვალს, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლის "დენდრონი" ბაზაზე.

 

კურსის პროგრამა (20 აკადემიური საათი):

  1. დეპრესიის განსაზღვრება, კლასიფიკაცია, ეპიდემიოლოგია. დეპრესიის ძირითადი სახეები (კლინიკური, ლარვირებული (შენიღბული), რეაქტიული, სუბდეპრესია, ატიპიური და მშობიარობის შემდგომი დეპრესია).
  2. დეპრესიის ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, ფუნქციონირებისა და ხელშეწყობის მექანიზმები. 
  3. დეპრესიის წარმოშობის თეორიები
  4. დეპრესიის თერაპიის მოკლევადიანი სტრატეგიები.
  5. დეპრესიასთან მუშაობის დაწყება: ინტერვიუ, დიაგნოსტიკა, კონტრაქტი და მისი თავისებურებები.
  6. რესურსული ტექნიკები: "ძალის წრეები", "მოგზაურობა რესურსულ ადგილში".
  7. რეაქტიულ დეპრესიასთან მუშაობის ტექნიკები: "თანადამოკიდებულებისგან განთავისუფლება", "დროის ხაზი". 
  8. სტრატეგიული ტექნიკები: "ნანგრევების ბრწყინვალების აღქმა", "რა იქნებოდა, რომ...", "დაავადება".
  9. სუიციდი. მისი რისკის შეფასება და სამუშაო რეკომენდაციები.

 

კურსის ავტორი და წამყვანია ბატონი ნიკიტა ვლასოვი - ფსიქოლოგიის დოქტორი, კლინიკური ფსიქოლოგი, ECP - ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპიის სერთიფიცირებული სპეციალისტი (Clinical High Level Master in Brief Strategic Psychotherapy), ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის ნლპ ტრენერი, ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, ფსიქოთერაპიული სასწავლო ტრენინგების ავტორი და წამყვანი, 30-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი რუსულ და საერთაშორისო გამოცემებში ფსიქოთერაპიისა და სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებში, ასევე "დენდრონის'' ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაში აკრედიტებული 4-წლიანი "ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის" საერთაშორისო სასერტიფიკაციო სასწავლო კურსის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი წამყვანი. ნიკიტა ვლასოვის მიერ თბილისში წარმატებით ჩატარებულია უკვე 5 სასწავლო-პრაქტიკული კურსი (ტრანზაქტული ანალიზი, კლასიკური და ერიქსონის ჰიპნოზი, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, შფოთვით აშლილობების მოკლევადიანი (სწრაფი) ფსიქოთერაპია - სტრატეგიული ტექნიკები).

 

სამუშაო დრო - 9 და 10 თებერვალი, შაბათ-კვირა, 10.00 - 19.00. სამუშაო ენები - რუსული და ქართული. გაიცემა ორენოვანი, ქართულ-ინგლისური სერთიფიკატი.

ტრენინგის ღირებულებაა 500 ლარი.

 

ფასდაკლების აქციები:

1 დეკემბრამდე კურსზე მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში სწავლის ღირებულება შეადგენს 350 ლარს თითოეულისთვის. 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში ტრენინგის ღირებულება იქნება 400-400 ლარი თითოეულისთვის; 15 დეკემბრიდან 31 იანვრამდე - 450-450 ლარი თითოეულისთვის. საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის მოქმედებს მუდმივი ფასდაკლება - ტრენინგის ღირებულებაა 380 ლარი. დენდრონის სხვა სასწავლო კურსებისა და ტრენინგების მონაწილეთათვის ღირებულებაა 350 ლარი.

! ტრენინგის ღირებულებაში შედის ლანჩი და coffee break. რეგისტრაციისა და გადახდის რეკვიზიტების მისაღებად გამოგზავნეთ მოკლე შეტყობინება: "მსურს მივიღო მონაწილეობა დეპრესიებისმოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპიის სასწავლო კურსში” ე-მისამართზე dendroni.trainings@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ კურსის დასახელება (დეპრესიების მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია). მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. 

 

რეგისტრაცია დაწყებულია.

სასწავლო ჯგუფში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ სწავლის საფასურის გადახდის დადასტურების შემდეგ.

☎საკონტაქტო ტელეფონები: +995 (599) 505 898 +995 (599) 947 419 +995 (599) 471 477 შემოგვიერთდით! ისწავლეთ პროფესიონალებთან! დაგეგმეთ თქვენი პროფესიული და პიროვნული წარმატება ჩვენთან ერთად!

 

შემოგვიერთდი Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მერაბ კოსტავას 47/57
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898